მებოსტნეები მთელი ზაფხული დაუღალავად შრომობდნენ. ახლა დროა შეამოწმოთ, რამდენად წარმატებული იყო თქვენი ძალისხმევა. Vivien გიამბობთ, როდის აიღოთ სტაფილოს მოსავალი და რა გააკეთოთ, რომ მთელი ზამთარი სტაფილო წვნიანი დარჩეს. ამ საქმეს თავისი დეტალები აქვს.მნიშვნელოვანია, დრო სწორად გამოთვალოთ. თუ აჩქარდებით, ნაყოფი პატარა და უგემური გამოვა. მომწიფებისას სტაფილოში სასარგებლო ნივთიერებები და შაქარი გროვდება. თუ დააგვიანებთ, მოსავლის ხარისხი გაუარესდება. ბოსტნეული დასკდება და დალპება, ასევე შეიძლება მავნებლებმა შეუტიოს. სწორედ ამიტომ, წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ!
როდის და როგორ ავიღოთ სტაფილოს მოსავალი სწორად
მოსავლის აღების დრო: თუ ეჭვობთ, რომ სტაფილოს ამოთხრის დრო მოვიდა, შემდეგ მომენტებს ყურადღება მიაქციეთ.
- მომწიფების ვადა. დარგვისას ყოველთვის ჩაინიშნეთ, თუ სად და რომელი სახეობა დათესეთ. ნაადრევად დამწიფებადი მოსავალი შუა ზაფხულში უნდა აიღოთ. საშუალო სიმწიფის სტაფილო ზაფხულის ბოლოს და სექტემბრის პირველ ნახევარში მწიფდება. აი, გვიანი სახეობის სტაფილო შეიძლება დაზამთრებამდე გაიზარდოს. მოსავალი პირველ სერიოზულ ყინვამდე უნდა აიღოთ.
- გარე მაჩვენებლები. ზოგჯერ ისე ხდება, რომ სიჩქარეში სახეობა გერევათ ან უბრალოდ დაგავიწყდათ, სად რა დარგეთ. ამ დროს მცენარის გარეგნული ნიშნებით იხელმძღვანელეთ. როგორც კარტოფილის შემთხვევაში, თუ სტაფილო დაჭკნა და მიწაზე დაწვა, ამოთხარეთ.
- მზაობის შემოწმება. თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ძირნაყოფი ამოთხაროთ, რომ დაათვალიეროთ და გასინჯოთ. ის ღია ნარინჯისფერი უნდა იყოს და შესაფერისი გემო ჰქონდეს.
როგორ ავიღოთ მოსავალი
უკვე გავარკვიეთ, როდის შევაგროვოთ სტაფილოს მოსავალი. ახლა გავიგოთ, თუ როგორ გავაკეთოთ. ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ რეკომენდაციების დაცვით შენახვის ვადას გაახანგრძლივებთ და სტაფილოს წვნიანობას შეინარჩუნებთ.
- მოსავლის აღება მსხვილი ნაყოფებიდან დაიწყეთ, პატარები გასაზრდელად დატოვეთ.
- თუ მიწა ფხვიერია, ფოჩს დაექაჩეთ და სტაფილო ამოთხარეთ. ასეთი მიწიდან ადვილად ამოდის.
- მკვრივი მიწის შემთხვევაში ნიჩაბი გამოიყენეთ. ძირნაყოფი ფრთხილად ამოთხარეთ, რომ არ დააზიანოთ. დაზიანებულ სტაფილოს დიდხანს ვერ შეინახავთ.
- ზოგჯერ ძირნაყოფს მიწა ეკვრის, რომელიც უნდა ჩამოფერთხოთ. აი, მისი გაწმენდა ან ძალით მოცილება არ ღირს. შეიძლება ზედა ფენა მოაშოროთ.
შენახვისთვის მზადება: ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ბასრი დანა მოამზადეთ. დანას აუცილებლად დეზინფექცია ჩაუტარეთ, შემდეგ ასე მოიქეცით:
- ფოჩები გადაჭერით. მიწისზედა ნაწილი დანით გადაჭერით, მხოლოდ 1 სმ–მდე ფოჩი დატოვეთ. ფოჩი მანამ არ მოაშოროთ, სანამ ძირნაყოფს არ ამოთხრით.
- გაშრობა. მწვანილი მოაშორეთ და სტაფილო ქაღალდზე ან ქსოვილზე გაფინეთ და 2-3 საათით ქუჩაში, ჩრდილში დატოვეთ. ფოჩთან ერთად გაშრობა აკრძალულია! ფოჩი ნაყოფიდან წვენს იწოვს.
- დახარისხება. ყველა დაზიანებული ნიმუში გადაარჩიეთ. ასეთი ნაყოფი შეგიძლიათ შეჭამოთ ან კონსერვში გამოიყენოთ. აი, მსხვილი და ჯანმრთელი ნაყოფი სარდაფში შეინახეთ.
როგორ შევინახოთ სტაფილო: სანამ მოსავალს შესანახ ადგილზე გაიტანთ, „გააკაჟეთ“. სტაფილო გრილ, ბნელ ადგილას 5-7 საათით შეინახეთ. ასე გაგრილდება, რომ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მისი ხარისხის გაუარესების მიზეზი არ გახდეს.შენახვის ვადა შერჩეულ პირობაზეა დამოკიდებული. შენობის (საკუჭნაო, სარდაფი) ტემპერატურა +1-2 გრადუსი, ტენიანობა – 80% უნდა იყოს. ბუნებრივია, სინათლეზე წვდომის გარეშე. დამეთანხმეთ, ასეთი პირობის შექმნა რთულია, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ ხრიკები გამოიყენოთ.
სტაფილოს შენახვა ქვიშაში: ქვიშა შეგიძლიათ ნახერხით ან ვერმიკულიტით ჩაანაცვლოთ. ისინიც ამოცანას კარგად გაუმკლავდებიან.
როგორ მოვაწყოთ?
- დაგჭირდებათ ყუთი მაგრად შეკრული ძირით. ყუთში შეგიძლიათ პარკი ჩააფინოთ.
- სველი ქვიშა მოამზადეთ: 10:1 პროპორციით წყალს აურიეთ. ყუთის ძირში 2-3 სმ ფენად გადაანაწილეთ.
- სტაფილოს ფენა მოათავსეთ, რომ ოდნავ დახრილი იყოს. ნაყოფები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.
- ზემოდან 5-10 სმ ფენა ქვიშა დააყარეთ. კვლავ სტაფილო დააწყვეთ. ასე ყუთის გავსებამდე გააგრძელეთ.
- კონტეინერი რაიმე სიმაღლეზე შეინახეთ. იატაკზე მათი დატოვება არ შეიძლება.
სტაფილოს შენახვა პარკში: შესაფერისი შესანახი ადგილი ყველას არ აქვს. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ სხვა მეთოდი გამოიყენოთ. ბოსტნეული პარკში ჩააწყვეთ, მაგრამ არ შეკრათ. პროდუქტის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის თავისუფალი გამოსვლის გარეშე ნაადრევად გაფუჭდება. უკიდურეს შემთხვევაში, ვენტილაციისთვის პარკები დახვრიტეთ.მაქსიმუმ 3-5 ცალი შეფუთეთ. მაცივარში ასე 2-3 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. თუ აივანზე ადგილი გაქვთ, რომელიც არ იყინება, ძირნაყოფი გარეთ გაიტანეთ. ასე შენახვის ვადა 5 თვემდე გაიზრდება.
როგორც ხედავთ, ძალიან ცოტა ძალისხმევით სტაფილო მთელი ზამთარი წვნიანი და გემრიელი დარჩება. კიდევ ერთი რჩევა: ბოსტნეული გახეხეთ, პარკებში ჩააწყვეთ და გაყინეთ. როცა დაგჭირდებათ, უბრალოდ ულუფებად გამოიღეთ. ასე ყველა ვიტამინს შეინარჩუნებთ და მომზადების პროცესს შეამცირებთ.