მახსოვს, ბავშვობაში ძლიერ მაწუხებდა კითხვა: შეიძლება თუ არა ქუჩაში ნაპოვნი ფულის აღება? საქმე იმაშია, რომ ერთი ბებია მეუბნებოდა, რომ ასე საკუთარ თავს უბედურებას მოვუტანდი. მეორე ბებია ირწმუნებოდა, რომ ფულის ასე აშკარად უგულებელყოფა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემზე გაბრაზდება.
არც ერთი და არც მეორე არ მსურდა, როგორც თქვენ. ამ საკითხში გარკვევა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში შევძელი. აღმოჩნდა, რომ ორივე ბებია მართალი იყო! Vivien გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ქუჩაში ფულს იპოვით.
შეიძლება თუ არა ქუჩაში ნაპოვნი ფულის აღება: სხვადასხვა მოსაზრება
„სასწრაფო დახმარება“ სამყაროსგან
ზოგი თვლის, რომ ქუჩაში შემთხვევით ნაპოვნი ფული სამყაროს მცდელობაა, რომ აქ და ახლა დაგეხმაროთ. ბევრი ისტორია არსებობს, თუ ადამიანებმა, რომელთაც პურის ფულიც არ ჰქონდათ, როგორ იპოვეს პირდაპირ ფეხებთან მსხვილი კუპიურა, რომელიც მათ დაეხმარა. ასე სამყარო დახმარებას ცდილობს, როცა ამის ბუნებრივად გაკეთების დრო არ აქვს. სამსახურში მოწყობის ან ნათესავებისგან მოულოდნელი დახმარების მიღების დრო უბრალოდ არაა. სწორედ ამიტომ, ფულს პირდაპირ ფეხქვეშ პოულობთ.
სხვათა შორის, ეს „სასწრაფო დახმარების“ მხოლოდ ერთ–ერთი ვარიანტია. ზუსტად ასე, შეიძლება დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან ზამთრის ქურთუკის ჯიბეში ფული იპოვოთ.
სხვისი დარდის აღება
ქუჩაში ნაპოვნ ფულთან დაკავშირებით სხვა, საპირისპირო ხედვაც არსებობს. ბევრი თვლის, რომ ქუჩიდან თეთრის ან ქაღალდის ფულის აღებით იმ ადამიანის ყველა ცოდვას და ავადმყოფობას იღებთ, ვინც ფული დაკარგა. ზოგს სჯერა, რომ ხალხს შეუძლია ფულს სპეციალურად შეულოცონ, რომ ასე პრობლემები თავიდან მოიშორონ. გზაჯვარედინზე ნაპოვნ ფულთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. ითვლება, რომ ეს ბოროტი ძალების მქონე და შავი მაგიით დაკავებული ხალხის საფასურია. თუ ხალხურ ცრურწმენებს დავუჯერებთ, ბოროტი ძალა იმ სულისთვის მოვა, ვინც სხვისი ფული მიითვისა.
ფული შეიძლება განაწყენდეს
კიდევ ერთი ცრურწმენა არსებობს, რომლის თანახმად, ქუჩაში ნაპოვნი ფულის უგულებელყოფა არ შეიძლება. გამოდის, ფინანსების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავთ. ფული განაწყენდება და თქვენგან დიდი ხნით წავა, თუ სამუდამოდ არა. ფულისკენ დახრით, თითქოსდა მის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ. ფინანსებს ასეთი ურთიერთობა მოსწონთ.
რა გავაკეთოთ?
ამდენი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრების წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ფიქრობთ: ღირს თუ არა ფულის აღება? პასუხი მარტივია: ქუჩაში ნაპოვნი ფული აიღეთ, მაგრამ არ მიითვისოთ. სჯობს ქველმოქმედებისთვის გაიღოთ, ეკლესიას შესწიროთ ან უბრალოდ ქუჩაში გაჭირვებულს მისცეთ. ასე ფულის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ და სხვებსაც დაეხმარებით.
მას შემდეგ, რაც ქუჩაში ნაპოვნ ფულს ქველმოქმედებისთვის ვიღებ, შვებას ვგრძნობ. საბედნიეროდ, ახლა ყველა მაღაზიაში დევს ყუთი, სადაც ბავშვებისთვის, პენსიონერებისა თუ ცხოველებისთვის ფულის გაღება შეიძლება. მონეტის ან ქაღალდის ფულის დიდხანს ტარება არ მოგიწევთ. თქვენ როგორ იქცევით?