სტაფილო ბოსტნის ხშირი სტუმარია. ყველამ არ იცის, რომ მის შემდეგ კვლებში ყველა სახის ბოსტნის დარგვა არ შეიძლება. თუ თესლბრუნვის წესებს უგულებელყოფთ, ისეთ მოსავალს ვერ მიიღებთ, როგორსაც ელოდით, თან გემოც არ დაგაკმაყოფილებთ. სწორედ ამიტომ, Vivien გირჩევთ, რომ დარგვის გეგმა წინასწარ შეადგინოთ.
რა შეგიძლიათ დარგოთ სტაფილოს ყოფილ კვლებზე: სტაფილოს ფესვების სისტემას ჩაღრმავება ახასიათებს. სტაფილოს გაზრდა მიწას მნიშვნელოვნად აღარიბებს, რადგან ბოსტნეულს ზრდისა და მომწიფებისთვის ბევრი მკვებავი ელემენტი სჭირდება, რომელსაც ფესვების დახმარებით მიწიდან იღებს. ამ თავისებურების გამო სტაფილოს შემდეგ ნაკვეთზე გირჩევთ იმ კულტურების დარგვას, რომლის ფესვების სისტემა მიწის ზედაპირთან მაქსიმალურად ახლოსაა, ასევე მიწის მიმართ მაღალი მოთხოვნები არ აქვს.
სტაფილოს შემდეგ კარგად იზრდება:
- ძაღლყურძენასებრთა ოჯახის კულტურები. მაგალითად, კარტოფილი ან პომიდორი, ნებისმიერი სახეობის წიწაკა ან ბადრიჯანი.
- ჯვაროსანი ოჯახის წარმომადგენლები: კომბოსტო, მწვანე სალათი, ბოლოკის ნაადრევი ჯიშები.
- პარკოსნები და ლობიო;
- კენკროვანი კულტურა, როგორიცაა მარწყვი.
სიდერატების, მწვანე სასუქის დარგვით მიწას ძალების აღდგენაში დაეხმარებით. ამ მიზნით მდოგვი ან შვრია დარგეთ.სწორი თესლბრუნვის დასაცავად ყოველწლიურად სხვადასხვა ოჯახის კულტურები უნდა ცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული მოსავალი არ დაგაკმაყოფილებთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი კულტურების მონაცვლეობა:თესლბრუნვის წესების მიხედვით, სტაფილო ძველ ადგილას შეგიძლიათ 3 წლის შემდეგ დარგოთ. თუ ამ წესს ყურადღებას არ მიაქცევთ, კულტურა ავად გახდება, და წინა ნერგიდან მიწაში შენახული მავნებლებით დაინფიცირდება. სასურველია, სტაფილო არ დარგოთ იმ კულტურების შემდეგ, რომელთაც მსგავსი რაციონი სჭირდებათ და მიწას მსგავსი მიკროორგანიზმებით აინფიცირებენ.სტაფილო, როგორც ზოგიერთი სხვა ბოსტნეული, ზრდისა და განვითარების პერიოდში მიწაში ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა იზრდება და ერთი ოჯახის მცენარეებს აზიანებს. ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებთ, თუ მცენარეების მონაცვლეობით დარგავთ და მიწას დაასვენებთ.წესების დასაცავად ძირნაყოფის გაზრდის შემდეგ ამ კვლებში მწვანე მცენარეები დარგეთ. მარცვლეულსა და პარკოსნებს უპირატესობა მიანიჭეთ.
რა არ უნდა დარგოთ სტაფილოს შემდეგ:არასასურველი ნერგების სიას თავად სტაფილო ხსნის, გარდა ამისა, არ ღირს შემდეგი კულტურების დარგვა:
- ჭარხალი
- გოგრა
- ოხრახუში
- ყაბაყი და კიტრი შეიძლება სხვადასხვა სახეობის ლპობით დაინფიცირდეს
- ხახვი და ნიორი
თუ მცირე ნაკვეთი გაქვთ ან მცენარეების მონაცვლეობა არ გამოგდით, მიწა საგაზაფხულო თესვისთვის წინასწარ მოამზადეთ: შემოდგომაზე ტერიტორია დაბარეთ და აუცილებელი სასუქი მიაწოდეთ.
მეზობლების შერჩევა:მცენარის კარგად გასაზრდელად და გასავითარებლად არა მხოლოდ კულტურების მონაცვლეობა, არამედ მეზობლის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მცენარეები ერთმანეთზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ, სხვები, პირიქით, – პოზიტიურად მოქმედებენ. სტაფილო ხახვის ნერგებთან თავს ყველაზე კარგად გრძნობს. ნერგები სტაფილოს და ხახვის ბუზით ხშირად ზიანდება, მაგრამ ასეთი მეზობლობა მავნებლების წინააღმდეგ ეფექტური მეთოდია, რადგან სტაფილოს ბუზისთვის ხახვის სუნი დამღუპველია, ხოლო ხახვის ბუზი სტაფილოს ფოჩის არომატს ვერ იტანს. ხახვის ნაცვლად შეგიძლიათ ნიორი დარგოთ, მსგავს ეფექტს მიიღებთ.სტაფილოს ნერგების მდგომარეობაზე კარგ გავლენას ახდენს შემდეგი კულტურები:
- ლობიო. ის მიწას აუცილებელი აზოტით ავსებს, ასევე სტრუქტურას უფრო ფხვიერს ხდის.
- ბოლოკი და ისპანახი
- თვის ბოლოკი
სტაფილო ყველაზე მეტად სარეველებისგან ზიანდება, ამიტომ მათგან დასაცავად და დროულად მოსაშორებლად სათანადო ზომები უნდა მიიღოთ.თესლბრუნვის წესების დაცვით დარწმუნებული იქნებით, რომ გემრიელი და სასარგებლო ბაღის კულტურების უხვ მოსავალს მიიღებთ.