ბოსტნის მცენარეები, რომლებიც ზამთარში სახლში შეგიძლიათ შეიტანოთ.

1023

კულტურების უმეტესობა, რომელთაც ბოსტანში ვზრდით, ერთწლიანია. მოსავლის აღებისას ღეროებს ნაგავში ვყრით ან კომპოსტოს ორმოს ვუმატებთ. ცოტამ თუ იცის, რომ ზოგიერთი ერთწლიანი ბოსტნის მცენარე ბუნებაში რამდენიმე წელი ზედიზედ მოსავალს იძლევა. მთავარია, ზამთარში გარეთ არ დატოვოთ.როცა მოსავლის აღების სეზონი დასრულდება, ეს 5 მცენარე ქოთანში გადარგეთ და სახლში გამოაზამთრეთ. გაზაფხულზე კვლავ გარეთ გადარგეთ. ციკლების რაოდენობა მხოლოდ კულტურის ცხოვრების ხანგრძლივობით და ხარისხიანი მოვლით იზღუდება. Vivien გიამბობთ, რომელი მცენარეები შეგიძლიათ სახლში გამოაზამთროთ.

რომელი ბოსტნის მცენარეები შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ

  • პომიდორი – თუ გვიანი ჯიშის პომიდორი გაქვთ, რომელიც მომწიფებას ვერ ასწრებს, დიდ ქოთანში გადარგეთ. ასე ნაყოფი შენობაში დამწიფებას მოასწრებს. ერთადერთი დეტალი: ბუჩქები შეიძლება 2 მ–მდე გაიზარდოს. დაფიქრდით, სად წაიღებთ ასეთ მაღალ მცენარეს. სამაგიეროდ, მთელი ზამთარი სახლში მოყვანილი პომიდვრის მირთმევას შეძლებთ.სტანდარტული პატარა ბინისთვის მეორე მეთოდი გამოგადგებათ: ზრდასრული პომიდვრის თავი გადაჭერით, გააფესვიანეთ და ქოთანში გადარგეთ. ასე თესლებზე ზრუნვა არ მოგიწევთ. გაზაფხულზე უკვე მზა ნერგი გექნებათ.
  • წიწაკა – აქ, ყველაფერი მარტივადაა. კომპაქტური ზომის კულტურა საშუალებას გაძლევთ, რომ ქოთანში უპრობლემოდ გადარგოთ და ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ. მკვახე ნაყოფი დამწიფდება, ხოლო კარგი განათების პირობებში დამატებით მოსავალს მოგცემთ. ცხარე წიწაკა ფიტონათურის ქვეშ კარგად იზრდება.
  • რეჰანი – არომატული ბალახი ბევრი კერძის შემადგენლობაში შედის. კარგია, თუ რამდენიმე ბუჩქი ხელთ გექნებათ. თესლიდან რეჰანის გაზრდა ნამდვილი გამოცდაა. თუ ბოსტნიდან ერთ ბუჩქს სამზარეულოში გადმოიტანთ, ახალი სანელებელი ყოველთვის გექნებათ. როცა მცენარე ძალიან გაიზრდება, შეგიძლიათ გადაჭრათ. ცოტა ხანში ახალ ფოთლებს გამოიღებს. გაზაფხულში, როგორც პომიდვრის შემთხვევაში, გაფესვიანებული კალმები უკან კვლებში დააბრუნეთ.
  • მწვანე ხახვი – ფანჯრის რაფაზე ხახვის გაზრდით ვერავის გააკვირვებთ. ერთხელ მაინც ყველას უცდია ფანჯრის რაფაზე წყლით სავსე ჭიქაში ბოლქვის გაფესვიანება. რა საჭიროა მხოლოდ ერთი ხახვით შემოიფარგლოთ, თუ უფრო გემრიელი სახეობა არსებობს. პირველივე ყინვზე ჭლაკვი და სხვა მრავალწლიანი კულტურა ქოთანში გადაიტანეთ. შემდეგ სურვილის მიხედვით კვლავ ღია ნაკვეთზე დააბრუნეთ.
  • პიტნა – ცხელი ჩაი პიტნის გამამხნევებელი სურნელით ზამთრის ცივ დილას ნამდვილად ენერგიით დაგმუხტავთ. ეს მთავარი არგუმენტია, რომ პიტნა სახლში წაიღოთ. ზაფხულში სჯობს ქუჩაში, შემოდგომის დაწყებამდე, ძალები მოიკრიფოს.

ასეთი გადარგვა შეუცვლელი გახდა მათთვის, ვისაც ნერგის გასაზრდელად დრო და ადგილი არ აქვს. შინაურული ბოსტნეულის და მწვანილის მოყვარულებიც ამ მეთოდს დააფასებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს