“ბებიამ ცხოვრების დიდი ნაწილი სოფელში გაატარა. ბოლო რამდენიმე წელია ჩვენთან გადმოსვლას ვთავაზობდით, მაგრამ მკაცრ უარზე იყო. ბოლოს ასაკმა თავისი ქნა და ორი წლის წინ ბებია დავითანხმეთ. მხოლოდ ერთი პირობა ჰქონდა: თავის ძველ ბინაში ცალკე იცხოვრებდა. ბინაში სავალალო მდგომარეობა იყო და სასწრაფოდ რემონტი გავაკეთეთ. კიდევ გასაჭიმი ჭერი გამოვიყენეთ. ერთი შეხედვით, ასე უფრო პრაქტიკული იყო, მაგრამ მალე გაჩნდა კითხვა: როგორ გავრეცხოთ გასაჭიმი ჭერი” – გვიყვება რესპოდენტი. თავიდან მარტივად დასაყენებელი და შედარებით იაფი კონსტრუქცია იდეალურ გადაწყვეტილებად გვეჩვენება, როცა ჭერის გასწორება აუცილებელია. ასეთი ფირი ყველა ნაკლოვანებას ფარავს და ჭერი იდეალურად გამოიყურება. დროთა განმავლობაში ვხვდებით, რომ ყველაფერს თავისი ფარული პრობლემები აქვს. შესაძლო წყლის გაჟონვა გამოვტოვოთ და უფრო ყოველდღიურ საკითხზე გადავიდეთ.ზედაპირზე მტვერი გროვდება, ხოლო ყველგან მძრომი ქინქლები შავ წერტილებს ტოვებენ. თეთრ ჭერზე ეს ძლიერ თვალშისაცემია. დასკვნა ერთია: გაწმენდა. Vivien გასწავლით, როგორ გარეცხოთ სწორად გასაჭიმი ჭერი ისე, რომ არ დააზიანოთ.
გასაჭიმი ჭერის გაწმენდა დამოუკიდებლად
რამდენად ხშირად გავწმინდოთ – ბევრი ფიქრობს, რომ ჭერის დაყენების შემდეგ ყველაფრის დავიწყება შესაძლებელია. იმედი უნდა გაგიცრუოთ. ცოტა ხანში მისი გაწმენდა მოგიწევთ. სიხშირე დაბინძურების სიჩქარეზეა დამოკიდებული. მაგალითად, სამზარეულოში გასაჭიმი ჭერი უფრო სწრაფად ბინძურდება, რადგან მომზადების დროს ჩვეულებრივ მტვერს ცხიმი ემატება.თუ PVC ჭერის გაწმენდა ადვილია, ნაჭრის შემთხვევაში პრობლემები იქმნება. სამზარეულოსა თუ სააბაზანოში ასეთი მასალა არ აირჩიოთ. სხვათა შორის, პრიალა PVC ჭერი სწორი მოვლის გარეშე სწრაფად უფერულდება. საშუალოდ, საცხოვრებელ ოთახებში ჭერი წელიწადში 1–2–ჯერ უნდა გაწმინდოთ, სამზარეულოში – ყოველ 2–3 თვეში.
რა დაგჭირდებათ გასაწმენდად – დელიკატური ზედაპირის გასაწმენდად დაგჭირდებათ რბილი ჩვრები, რომელიც ბუსუსებს და ნაკაწრებს არ ტოვებს. ასეთი ჩვრები მაღაზიებში იყიდება და ფანჯრების საწმენდად არის განკუთვნილი. იდეალურია შვაბრა მოძრავი პლატფორმით და მიკროფიბრის თავსაცვით. უხეშ ჯაგრისს და ნეჭას მოერიდეთ, ასეთი მასალა ფირს კაწრავს.უბრალო ჭურჭლის სარეცხი საშუალება ცხიმიანი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. ჭერის ფირი ახალივით იბზინებს, თუ მინის საწმენდ სითხეს სპირტთან და ნიშადურთან ერთად გამოიყენებთ. აი, ფხვნილი და აცეტონი ზედაპირს აზიანებს.
როგორ გავწმინდოთ – თუ ჭერი ძალიან ჭუჭყიანი არაა, შვაბრით და საპნიანი ხსნარით გაწმინდეთ. ასე მტვრის ფენას მოაშორებთ და სიმაღლეზე ასვლა არ დაგჭირდებათ. მოქმედება შორეული კუთხიდან დაიწყეთ, ცენტრისკენ იმოძრავეთ. დიდი სივრცე ზონებად დაყავით.ჭერზე ცხიმიანი ლაქა სჯობს ჩვრით თავად მოაშოროთ. ამისთვის გასაშლელი კიბე დაგჭირდებათ. საპნიანი ხსნარით გაწმენდის შემდეგ სუფთა, სველი ჩვრით გაწმინდეთ. ფანჯრის საწმენდი სპრეი კარგად გაამშრალეთ. მშრალი ჩვრით ზოლებს მოაშორებთ.ეცადეთ, რომ ჭერს ძლიერ არ დააწვეთ. თხელი ჭერი შეიძლება გასკდეს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით იმ საფართან, რომელიც კედელთან ძალიან ახლოსაა. ამ შემთხვევაში შვაბრაზე უარი თქვით და ჩვრით გაწმინდეთ.
გასაჭიმი ჭერის მსახურების ვადის გასაზრდელად მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. მაღალი და მცოცავი მცენარეები იმ ოთახებში არ იქონიოთ, სადაც გაჭიმული ჭერია. ასევე ფირს არ უყვარს ნათურა, რომელიც ხურდება. რეკომენდაციები დაიცავით და არ ინანებთ, რომ ჭერი გაჭიმეთ.