ლანდშაფტის დიზაინში ლავანდა პატივსაცემი მცენარეა. მისი არომატი, ყვავილების ფართო პალიტრა და სიცივის მიმართ გამძლეობა მებაღეებს შორის დაფასებულია. გამყიდველებს შორისაც! ლამაზი სახეობის ლავანდის ზრდასრული ბუჩქი 10 დოლარი დაგიჯდებათ ან უფრო მეტი. ერთს იშვიათად რგავენ და მთელი კვლისთვის კი მსხვილი თანხის გაღება მოგიწევთ. თუმცა ლავანდის გაზრდა ზედმეტი ხარჯის გარეშე შეიძლება და Vivien ერთ ხრიკს გასწავლით. ერთი ბუჩქიდან შეგიძლიათ გრძელი ლავანდის ბორდიური მიიღოთ ან მცირე ნაკვეთზე დარგოთ. ამისთვის რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ.
როგორ გავამრავლოთ ლავანდა – ვსაუბრობთ სიცოცხლის მოყვარე მცენარეზე, რომელიც არა მხოლოდ მდელოზე, არამედ მაღალმთიან ფერდობზე ქვებს შორის იზრდება. ზოგიერთ ჯიშს 25 გრადუსი ყინვის გაძლება შეუძლია. ალბათობა, რომ თქვენს კომფორტულ ნაკვეთზე გაიზრდება, ძალიან მაღალია. არსებობს 2 მეთოდი: თესლით ან კალმით გამრავლება. პირველზე აუცილებლად გიამბობთ, მაგრამ მეორე უფრო სწრაფი და მოსახერხებელია.
როგორ გავზარდოთ ლავანდა თესლიდან – ბევრს სიტყვა სტრატიფიკაცია აშინებს, რომლის გარეშე ლავანდა არ გაიზრდება. ეს უბრალოდ თესლის სიცივეში გაჩერებას გულისხმობს. აღმოცენებაზე ლოდინი ან ფანჯრის რაფაზე ადგილის დაკარგვა არ მოგიწევთ. ეს უფრო მარტივია, ვიდრე კიტრის და პომიდვრის ნერგების შემთხვევაში.თუ შუა კონტინენტურ ზონაში ცხოვრობთ, თესლი მიწაში ოქტომბერში დათესეთ, ძალიან არ ჩამარხოთ. შემდეგ მულჩით დაფარეთ, რომ დაიცვათ. ზამთარში თესლი ბუნებრივ სტრატიფიკაციას გაივლის, პირველი აღმონაცენი კი მაისში გამოჩნდება. პროცესი ხელოვნურად შეგიძლიათ ჩაატაროთ. ამისთვის მაცივარი გამოიყენეთ!
როგორ გავზარდოთ ლავანდა სწრაფად – აი, ყველაზე საინტერესო ეტაპზე მივედით. სიცივის დაწყებამდე არომატული მცენარის ბუჩქებს თითქმის ძირამდე ჭრიან. ამრიგად, მცენარე ზამთარს ადვილად იტანს. სად წავიღოთ ტოტები? პასუხი მარტივია: მიწაში ჩარგეთ. ტოტები ერთმანეთისგან 30 სმ–ს დაშორებით ჩადეთ და მიწა მოაყარეთ. მეტი არაფერი სჭირდება: არც სპეციალური მიწა, არც სასუქი. მხოლოდ ლოდინი.
ზამთარი გავა, თოვლი გადნება. მეზობელ კვლებზე მწვანე ბალახი აბიბინდება და მაისის ბოლოს შეამჩნევთ, რომ ტოტები გამხმარი არაა. პირველი ფოთლები თავს წამოყოფს, შემდეგ აქტიურად გაფესვიანებას და ზრდას დაიწყებს. თუ ამ ხრიკს ამ შემოდგომაზე გამოიყენებთ, მომავალ წელს ლავანდის კვლებს მიიღებთ.ლავანდა ბევრი არასდროსაა. კარგია იმით, რომ ყვავილობის დროს მიწას იასამნისფერი ტილოთი ფარავს. ბორდიურის და ბილიკის გასწვრივ იდეალურად გამოიყურება, ვარდებთან კარგ კომპოზიციას ქმნის, მას ალპური კვლების კომბინაციაში ხშირად იყენებენ. ლავანდის გამოყენების მრავალი მეთოდი არსებობს, უბრალოდ უნდა დაიწყოთ.
ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიამ შთაგაგონათ ისე, როგორც ჩვენ. ლავანდა არა მხოლოდ ნაკვეთს ამშვენებს, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ლავანდის ბუჩქი თითოეული მეაგარაკისთვის ღირებული საჩუქარია.