მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდები ბოსტნეულის სწრაფად მოსამწიფებლად

1124

სეზონზე ყველა ბოსტნეული მომწიფებას ვერ ასწრებს, მით უფრო, თუ ცივი ზაფხული იყო ან შემოდგომა დროზე ადრე დაიწყო. მოსავალი სწრაფად რომ აიღოთ, სანამ რაიმე დაავადება ან გაჭინაურებული წვიმები გააფუჭებს, ბოსტნეულს უმოკლეს ვადაში მომწიფებაში უნდა დაეხმაროთ. Vivien გიამბობთ, როგორ დააჩქაროთ ყველაზე პოპულარული ბოსტნის კულტურების მომწიფება მარტივად.

პომიდორი – სათბურში პომიდვრის მოყვანისას რეკომენდებულია მთელი დღე სათბურში ჩაკეტოთ, შემდეგ გაანიავოთ, რომ კონდენსაცია აორთქლდეს. ასე ნაყოფს სწრაფად მომწიფებაში დაეხმარებით. ღია ნაკვეთზე აცივებისას ღამით ფირი დააფარეთ. მორწყვა და გამოკვება შეამცირეთ.კიდევ რა შეიძლება გააკეთოთ:

  • ბუჩქები რამდენიმე დღე სუსტი მარგანცოვკის ხსნარით მორწყეთ.
  • ყუნწების გვერდით 2-3 ადგილას ხის ჩხირით გახვრიტეთ. მომწიფების შემდეგ ნაყოფი დაუყონებლივ საკვებად უნდა გამოიყენოთ.
  • იოდი გამოიყენეთ. 35 წვეთი იოდი 1 ვედრო წყალზე ერთჯერადი დანამვისთვის და 20 წვეთი იოდი 1 ვედრო წყალზე ყოველდღიური ფესვების ქვეშ მორწყვისთვის. სარწყავ ხსნარს 0,5 ლ რძის შრატი დაუმატეთ.
  • პომიდვრის ტოტს 2-3 დღე ბანანის ქერქი მიამაგრეთ.
  • მცენარე ოდნავ ამოწვერეთ, რომ ფესვები აჭრათ. ასე ნაყოფი მეტ მკვებავ ნივთიერებას მიიღებს. ან ღერო მავთულს ძლიერ მიამაგრეთ.
  • ნაყოფიან ტოტებს ახალი კვირტები მოაშორეთ.
  • მეხუთე ყლორტის ზემოთ გვირგვინი გადაჭერით.
  • 1 ლ ცხელ წყალში 2,5 კოვზი სუპერფოსფატი გახსენით, დააყენეთ და ნაყოფიანი მტევნები ნასკვებით დანამეთ.
  • ნაყოფიანი მტევნები მიწიდან ზემოთ ასწიეთ, რომ მზის სინათლე უკეთ მოხვდეს. ამისთვის რაიმეზე დაამაგრეთ ან საყრდენი დააყენეთ.
  • ფიტოფთორით დაზიანებული ბუჩქები ფესვებიანად ამოთხარეთ და თბილ ადგილას ნაყოფის მომწიფებამდე დაკიდეთ.
  • მწვანე ნაყოფს გამჭვირვალე პარკი ქვემოთ ნახვრეტით წამოაცვით – ასე ნაყოფის ტემპერატურა მაღალი იქნება და სწრაფად მომწიფდება.

ბადრიჯანი და წიწაკა – თუ წიწაკის ნაყოფმა აუცილებელ ზომას უკვე მიაღწია, შეგიძლიათ მოწყვიტოთ და თბილ შენობაში მომწიფებამდე გააჩეროთ.

კიდევ რა გავაკეთოთ:

  • პერიოდულად მიწა პატარა თოხით გააფხვიერეთ.
  • 2 ჭიქა ნაცარი 1 ვედრო წყალში დააყენეთ და ფოთლები დანამეთ.
  • მთავარი ღეროდან 15 სმ–ზე დაახლოებით 10 სმ ჩანაჭერი გააკეთეთ და ნაფოტი ჩადეთ. ასე ყველა მკვებავ ნივთიერებას ნაყოფი მიიღებს და არა ფოთლები.

კარტოფილი- მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე ბუჩქები დანამეთ.ქვემოთ მოცემული ერთ–ერთი ნარევი გამოიყენეთ:

  • 2%–იანი სპილენძის სულფატის ხსნარი;
  • ორდღიანი სუპერფოსფატის ნაყენი (2 კგ 1 ვედრო წყალზე);

ნესვი და გოგრა – მომწიფების დასაჩქარებლად ნესვის და გოგრის ახალი ყლორტები და ყვავილები გადაჭერით. როგორც კი ნაყოფი ნორმალურ ზომას მიაღწევს, თითოეულ ნაყოფზე 5-7 ფოთოლი დატოვეთ, დანარჩენი მოაშორეთ.

კიტრი – კიტრი დამატებითი მკვებავი ნივთიერებებით რომ უზრუნველყოთ, ბარდები მიწაზე მოათავსეთ, ქვედა ფოთლები მოაშორეთ და ღეროს მიწა მოაყარეთ. ასე ახალი ფესვების განვითარებას სტიმულს მისცემთ.

სტაფილო – წვიმიან ამინდში ფოჩები გადაჭერით, მხოლოდ 5-6 სმ სიგრძე დატოვეთ ფოთლების გარეშე. ასე ნაყოფს დასკდომისგან დაიცავთ.

კომბოსტო – ნაადრევი ჯიშების შემთხვევაში ჰორიზონტალურად მზარდი ფოთლები ხელთ არსებული მასალით შეკარით, დანარჩენი სახეობის შემთხვევაში ზრდის სტიმულატორით, მაგალითად, „ნოვოსილით“ დაამუშავეთ.

ხახვი და ნიორი – ხახვის სწრაფად მოსამწიფებლად მიწა მშრალი უნდა იყოს. წვიმიან ამინდებში ფირით დაფარეთ. მოსავლის აღებამდე რამდენიმე კვირით ადრე მორწყვა შეწყვიტეთ. თუ ბოლქვებს ნახევრად მიწას გამოაცლით, ჰაერზე სწრაფად მომწიფდება.იგივე ნიორსაც ეხება. ბოლქვების სწრაფად მოსამწიფებლად მიწიდან ოდნავ უნდა ჩანდეს. ისრების მოჭრის შემდეგ ფოჩების გაკვანძა არ დაგავიწყდეთ, რომ მცენარემ მთელი ძალა ნაყოფის ფორმირებას და მომწიფებას მოახმაროს.

როგორც ხედავთ, ჯანსაღი მოსავლის ნაადრევად მიღება რთული არაა. ეს მეთოდები პრაქტიკაში გამოცადეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს