რატომ უნდა გადაჭრათ პომიდორი მკაცრად აგვისტოში

2490

აგვისტო დადგა და დროა პომიდორს ყურადღება მიაქციოთ. სწორედ ახლა, დიდი მოსავალი მწიფდება და მცენარე სხვადასხვა დაავადების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მცენარე სათანადოდ უნდა დაიცვათ. ვივიენი გიამბობთ, როგორ გადაჭრათ პომიდორი სწორად, რომ ლამაზი და გემრიელი ნაყოფი აიღოთ.

როგორ გადავჭრათ პომიდორი სწორად

აგვისტოში სათბურის მცენარეებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ხშირად აგვისტოს ღამე საკმაოდ გრილი და ნესტიანია. დღისით კი დიდად აღარ ცხელა.რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ქიმიური პრეპარატები გამოიყენოთ. ახლა სისტემური მოქმედების საშუალებების დიდი არჩევანია, რომლებიც მცენარის შიგნით აღწევენ. თუ ქიმიის მოყვარული არ ხართ და გსურთ მოსავალი მაქსიმალურად ეკოლოგიური იყოს, სხვა მიდგომა გჭირდებათ.კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ბევრ გამოუცდელ მებოსტნეს კარგი მოსავლის მიღების რბოლაში ავიწყდება. ბევრი ნაყოფის შეგროვების სურვილით თითოეულ ნასკვს და თითოეულ ყვავილს თავს ევლებიან.დიახ, ივლისამდე ეს გონივრულია, რადგან მცენარეს დრო ჯერ კიდევ აქვს.

აგვისტოში საქმე სხვაგვარადაა. ამ პერიოდში ზედმეტი ნასკვები მცენარეს მხოლოდ ტვირთავს. დააკვირდით: ყვავილების მტევანი, რომელიც აგვისტოში ჩნდება, უფრო სუსტია, ვიდრე ივნისის ან ივლისის. ხშირად ყვავილი საერთოდ ქრება ან პატარა ნაყოფი ფორმირდება, რომელიც განვითარებას ვერ ასწრებს და იყინება.ამაში დამნაშავე არ ვართ. უბრალოდ მცენარე მინიშნებას გვაძლევს, რომ საკმარისია. სტიმულატორებით აქტიური გამოკვებაც ეფექტური არაა. თუ ნაყოფი გაზრდას მოასწრებს, უგემური იქნება.ამის მიზეზი შესაძლოა ზაფხულის ბოლოს ცვალებადი ამინდებია. ტემპერატურის ყოველდღიური ცვლილებები დიდად განსხვავდება. ასეა თუ ისე, აგვისტოს „შვილებთან“ ზედმეტი ზრუნვა საჭირო არაა. სჯობს მცენარე განტვირთოთ და ყველაფერი ზედმეტი, მათ შორის ახალი ნასკვები მოაშოროთ. არ დაგენანოთ. ეს აუცილებელი ზომაა, რომელიც მოსავალს კარგად განვითარებასა და გამოკვებაში დაეხმარება.

ვიშორებთ ზედმეტს

მებოსტნეები გაზაფხულსა და ზაფხულში გასხვლით არიან დაკავებულნი. აგვისტოში სხვა მიზანი გვაქვს – მცენარეს ზედმეტი მოაშორეთ. გადაჭრამდე და გადაჭრის შემდეგ პომიდორი არ მორწყათ.მაღლა მზარდი პომიდვრის შემთხვევაში ზედა ფორმირებული მტვენიდან 2 ფოთლის ზემოთ ღერო ყვავილებთან და კვირტებთან ერთად გადაჭერით. ის მაინც გახმება, ასე რომ არ დაგენანოთ. გადანაჭერს შეგიძლიათ ნაცარი მოაყაროთ.დაბლა მზარდ ბუჩქებში, რომლებიც რამდენიმე ღეროზე იშლება, ნამხარი აქტიურად იზრდება. სხვათა შორის, ამას მაღალი ყლორტწარმოქმნის უნარი ეწოდება. მათზე თითოეულ ღეროზე ბოლო ფორმირებული მტევნის ზემოთ 1–2 ფოთოლი დატოვეთ. დანარჩენი გადაჭერით.

გარდა ამისა, ყველა ნამხარი მოჭერით. ასეთი რადიკალური პროცედურის შემდეგ პომიდორი რძის შრატით დანამეთ. მეორე დღეს, ფესვების ქვეშ კალიუმის სასუქით გამოკვებეთ და მორწყეთ.რა საჭიროა პომიდვრის ასე რადიკალურად გადაჭრა აგვისტოში? პირველ რიგში, სათბურში უფრო განათდება. მშრალი და ფართო გახდება, ანუ ჰაერი არ დაგუბდება. ყველა ნაყოფი მზის სხივებს აქტიურად მიიღებს.მეორეც, დაავადებებს აიცილებთ. პათოგენური სოკოების სპორები თავდაპირველად ხომ ფოთლებს ფარავს. არა ფოთლები პრობლემა არაა. დაავადების ნიშნებს მალე შეამჩნევთ და სათანადო ზომებს მიიღებთ. რა თქმა უნდა, ნაკლები საზრუნავი გექნებათ. ოღონდ პერიოდულად მორწყეთ.

უხვ და გემრიელ მოსავალს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს