იცით თუ არა, რომ ჩვეულებრივი ბანანი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ საცხობ ინგრედიენტად და სასარგებლო წასახემსებლად? მებაღეებისთვის, რომლებიც შეძენილ ბიოსტიმულატორებს არ ენდობიან, ბანანში გაფესვიანება შესანიშნავი ვარიანტია. სუსტი და გამხმარი კალმებიც გადარჩება. ბანანი ზრდის ნატურალურ ჰორმონს შეიცავს და ნერგებს გაზრდაში ეხმარება. გარდა ამისა, ტკბილ ხილში ძალიან ბევრი მკვებავი ნივთიერებაა. სწორედ ამიტომ, ბანანი ნერგებისთვის საჭირო გარემოს ქმნის.
დაგჭირდებათ:
- ბანანი
- პოლიეთილენის პარკი
- ქოთანი
- დანა
- პერლიტი
- სუბსტრატი დასარგავად
ინსტრუქცია
1. პირველ რიგში, მცენარისთვის მიწის ნარევი მოამზადეთ. სუბსტრატს პერლიტი დაუმატეთ, რადგან ის სითხეს კარგად აკავებს.ახლა კალამი მოამზადეთ. ქვედა გადანაჭერი განაახლეთ, გვერდითა ქერქი კამბიუმამდე მცირედით ჩაჭერით. ეს აუცილებელია, რომ ფესვების გასაზრდელად ადგილი მოამზადოთ.ბანანი შუაზე გაჭერით და ერთ ნახევარში კალამი ჩაარჭეთ.
2. ხილი ქოთანში დარგეთ და კარგად მორწყეთ. მულჩით დაფარეთ.ქოთანს პოლიეთილენის პარკი დააფარეთ.ბნელ ადგილას შეინახეთ. სადღაც 1 თვეში თქვენს ნერგზე პირველი ფესურა გამოჩნდება.
კალმების გაფესვიანება ბანანში მარტივი პროცედურაა, რომელსაც დამწყები მებაღეც გაუმკლავდება. თქვენ როგორ აფესვიანებთ მცენარეს?