ყოველ წელს მეზობელი აგარაკზე მოყვანილი ლამაზი ნივრით ამაყობს. თავადაც მეაგარაკეები ვართ, მაგრამ ასეთი უხვი მოსავალი არასდროს აგვიღია. აღმოჩნდა, რომ მეზობელი საშემოდგომო ნიორს აგვისტოში რგავს და არა ოქტომბერში.თუ ნიორს ზაფხულის ბოლოს დარგავთ, მოსავლიანობას გაზრდით. მეზობლის თქმით, კარგ მოსავლიან წლებში 70% ნამატს იღებდა. ნიორი საკმაოდ მსხვილი და არომატული იზრდება, მისი კბილები სქელია.
საშემოდგმო ნივრის დარგვა ზაფხულში – ნათქვამია, რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. საშემოდგომო ნიორი აგვისტოს ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში დარგეთ. ამ პერიოდში ამინდი ბოსტნეულის განვითარებას ხელს უწყობს.საკამათოა, ამოვა თუ არა აგვისტოს ნიორი. თუმცა ამოსვლის დიდი შანსი აქვს. სწორედ ამიტომ, არ ინერვიულოთ და აგვისტოში თამამად დარგეთ.
თუ ნიორი არ ამოვა – ბევრი მეაგარაკე და მებოსტნე განიცდის, რომ ნიორი გაიყინება, თუ არ ამოვა. ძლიერი ყინვებისას ნიორი ნამდვილად შეიძლება გაიყინოს, მაგრამ გაზაფხულზე ისე კარგად გაიზრდება, თითქოსდა არაფერი მომხდარა.
როგორ მოსავალს მიიღებთ – აგვისტოში დარგული ნივრით უფრო მეტ მოსავალს მიიღებთ, ვიდრე მიჩვეული ხართ. აგვისტოს ნიორს 1–2 თვე ვადა აქვს და ძლიერი ფესვების გაზრდას და მიწაში ღრმად ჩასვლას ასწრებს. ზაფხულის ნიორს უფრო სქელი ღერო, ფართო ფოთოლი და მსხვილი კბილები აქვს.
ნიორი აგვისტოში დარგეთ და უხვი მოსავალი აიღეთ. წარმატებას გისურვებთ!