იორდასალამისთვის აგვისტოში ჩასატარებელი სამუშაოები, რომ ბუჩქები არ გაველურდეს

1191

იორდასალამი ძალიან პოპულარულია როგორც პროფესიონალ მებაღეებს, ასევე მოყვარულ მეაგარაკეებს შორის. წვნიანი მწვანე ფოთლები ნებისმიერ ლანდშაფტზე მომგებიანად გამოიყურება, ხოლო სიცივის მოახლოებისას პიკანტური შინდისფერი ხდება. მძიმე, ფუმფულა ყვავილები თავისი გარეგნობით და არომატით ნახევარი წელი გვახარებს. ბუჩქმა მომავალ წელს უფრო უხვი ყვავილობით რომ გაგახაროთ, Vivien გიამბობთ, როგორ იზრუნოთ იორდასალამზე აგვისტოში.ამაში რთული არაფერია, მაგრამ ხშირად კვირტების და ხმელი ფოთლების მოჭრით მთავრდება. ეს ახალგაზრდა მცენარის ყოველწლიური სტიმულირებისთვის საკმარისია, თუმცა ძალიან ცოტაა, რომ ბუჩქებს მთელი ძალით აყვავება აიძულოს.

როგორ გადავჭრათ იორდასალამი სწორად

ალბათ, შეამჩნევდით, რომ რაც უფრო ასაკოვანია ბუჩქი, მით უფრო იშვიათად ყვავილობს. სადღაც მე-5 წელს ყვავილობას საერთოდ წყვეტს. იორდასალამი რომ გაახალგაზრდავოთ და კვირტების ფორმირება აიძულოთ, ბუჩქი უნდა გადაჭრათ.

როდის გადავჭრათ იორდასალამი – ამის გაკეთება შუა ზაფხულში არ ღირს, ეს კვირტების ფორმირებაზე ცუდ გავლენას ახდენს. სჯობს აგვისტოს ბოლოს დაელოდოთ. ზოგჯერ შუა სექტემბრამდე შეგიძლიათ გადადოთ, თუ შემოდგომის სეზონი ცხელია. მაგრამ მეტად აღარ!

ბუჩქებს მთლიანად ჭრიან. ყველა ღეროს ამოკლებენ, რომ მიწის ზემოდან მხოლოდ 7 სმ სიგრძე დარჩეს. გადაჭრილ ღეროებს ნაცარი მოაყარეთ – თითო მუჭა თითო ბუჩქზე.

როგორ გადავრგოთ იორდასალამი – თქვენი ბუჩქებისთვის ადგილი წინასწარ მოძებნეთ. იქ, ბევრი მზე და ცოტა ქარი უნდა იყოს. იორდასალამს სივრცე უყვარს. სწორედ ამიტომ, 70 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ, მათ შორის მინიმუმ 70 სმ მიწა დატოვეთ პატარა ბუჩქებისთვის, ხოლო მინიმუმ 1 მეტრი – დიდი ბუჩქისთვის. ორმოები რამდენიმე დღეში ამოთხარეთ, რომ მიწა დაჯდეს და მცენარე სწრაფად გაფესვიანდეს.

შემდეგ ბუჩქები ამოთხარეთ. ფესვების სისტემა არ დააზიანოთ, რადგან საკმაოდ ძლიერია. კვირტებიდან 30 სმ-ს დაშორებით წრიულად ამოთხარეთ, ნიჩაბი მიწაში ვერტიკალურად ჩაარჭეთ. ამის გაკეთება მოსახერხებელია, როცა მიწა მშრალია. ამის შემდეგ ფესვები გარეცხეთ და ნახევარი დღე ჩრდილში გააჩერეთ, რომ გაშრეს.მნიშვნელოვანია: მშრალი ფესვი უფრო პლასტიკურია და ნაკლებად ტყდება. ბუჩქების გაყოფა გაგიმარტივდებათ.

იორდასალამის გაყოფა – ბუჩქი რომ გაახალგაზრდავოთ, 3-5 ღეროს ნაწილებად დაყავით. დარგვამდე აუცილებლად მარგანცოვკის სუსტ ხსნარში 30 წუთით ჩაალბეთ. ასე ფესვებს სოკოსგან დაიცავთ. ახალ ორმოებში დრენაჟის ფენა (აგურის ნატეხები, მდინარის კენჭი ან კარამზიტი) დაუმატეთ.

ამის შემდეგ ორმო ამოავსეთ ნარევით:

  • 2 ვედრო ნეშომპალა
  • 0,5 ჭიქა სუპერფოსფატი
  • 0,5 ჭიქა კალიუმის ქლორიდი
  • მიწა ორმოდან

ბუჩქები ისე დარგეთ, რომ ფესვების ყელი მიწის დონის ქვემოთ იყოს. ნარევი დაუმატეთ, მაგრამ არ ჩატუმბოთ. წყლით მორწყეთ. მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში მულჩით დაფარეთ. ახლა იორდასალამი ჯანმრთელობით და უხვი ყვავილობით კიდევ ერთი წელი გაგახარებთ.

უახლოესი რამდენიმე წელი ბუჩქი ფესვების სისტემას განავითარებს, შემდეგ რამდენჯერმე უხვად იყვავილებს. გადარგვა და გაყოფა იორდასალამს ავადმყოფი და ხმელი ფესვებისგან დაიცავს. გარდა ამისა, ამ იაფი მეთოდით ნამდვილი იორდასალამის ბაღს მოაწყობთ. თქვენ იცოდით ამ ხრიკის შესახებ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს