სასუქი კომბოსტოსთვის: თავები 10-ჯერ უფრო სწრაფად ფორმირდება

797

თუ ბაღის პროდუქტებს თავად ზრდით, მაგრამ თეთრი კომბოსტო ცუდად იზრდება და მისი თავი ცუდად ფორმირდება, დღევანდელი Vivien–ის სტატია დაგეხმარებათ. გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ კომბოსტო უკეთ გასავითარებლად.

თეთრი კომბოსტო სასარგებლო და პრაქტიკულად უნივერსალური ბოსტნეულია, რომლისგანაც შეგიძლიათ ბევრი გემრიელი კერძი მოამზადოთ. ახალ კომბოსტოს სალათებში იყენებენ, ამწნილებენ, ხარშავენ, წვავენ, თუშავენ, ფარშით ავსებენ ან აცხობენ. დღეს ვისაუბროთ კომბოსტოს მოყვანაზე და გავარკვიოთ, როგორ შევუწყოთ ხელი მის ზრდას და ხარისხიანი პროდუქტის მიღებას.

როგორი ნიადაგი უყვარს თეთრ კომბოსტოს?

თეთრი კომბოსტო პრეტენზიული მცენარე არაა. და მაინც, წვნიანი ფოთლების მქონე მყარი თავის მისაღებად სათანადო მოვლა სჭირდება. კომბოსტოს ნაყოფიერი, სასუქით გამდიდრებული, ორგანული ნიადაგი უყვარს. თუ დროულად არ გამოკვებავთ, კულტურა კარგად არ გაიზრდება, ხოლო მისი თავის ფორმირება შენელდება.

კომბოსტო მჟავე მიწას ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, მაღალი მჟავიანობის მქონე მიწაში ცარცის, დოლომიტის ფქვილის ან კირის დამატებით უნდა გაატუტოვნოთ. ასე მიწაში მჟავის შემცველობას შეამცირებთ და მის საერთო თვისებებს გააუმჯობესებთ.

თუ მიწა წინასწარ სწორად ვერ მოამზადეთ, კულტურა მთელი სეზონის განმავლობაში უნდა გამოკვებოთ. დაბალანსებული კვება წარმატებული მოსავლის გარანტიაა. ზრდის დასაწყისში კომბოსტოს ბევრი აზოტი სჭირდება, ხოლო თავების ფორმირებისას – ფოსფორი–კალიუმის სასუქი.

რით გამოვკვებოთ კომბოსტო

სისტემური გამოკვების მიუხედავად კომბოსტოს შეიძლება მკრთალი შეფერილობა ჰქონდეს, ცუდად გაიზარდოს და ნასკვი არ ფორმირდეს. ამ შემთხვევაში პრობლემა მჟავე ნიადაგშია, რის გამოც კალციუმის დეფიციტი ვითარდება.

„სწრაფი“ კალციუმი კომბოსტოსთვის

ამ პრობლემის გადაჭრას კალციუმის სასუქის მიწოდებით შეძლებთ. 10 ლ წყალში 1 ჭიქა კირი აურიეთ. ამ ხსნარით კომბოსტო ფესვების ქვეშ მორწყეთ: 1 ლ ნარევი თითო მცენარეზე.

სასუქი სველ მიწაზე გამოიყენეთ – ასე მიწას კალციუმით გაამდიდრებთ და გაატუტოვნებთ. კომბოსტო მიწიდან მკვებავ ნივთიერებებს უკეთ აითვისებს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ და ამიერიდან თქვენი მოსავალი სწრაფად გაიზრდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს