ნაცროვანი სოკო – რომელი კულტურებია საფრთხის ქვეშ

1020

ბევრი მებაღე ნაცროვან სოკოს ყურმოკვრით არ იცნობს და წარმოდგენა არ სჭირდება. სოკო ხილის ხეებს, დეკორატიულ მცენარეებს, კენკროვან ბუჩქებს და ბოსტნეულის კულტურებს დაუნდობლად აზიანებს. მისი ამოცნობა ადვილია: თეთრი ნადების ხალიჩა ფოთლებზე, ნაყოფსა და ნასკვებზე.სამწუხაროდ, უნივერსალური პასუხი არ გვაქვს კითხვაზე, თუ როგორ მოვიშოროთ ნაცროვანი სოკო ერთხელ და სამუდამოდ. სოკო კვირტებზე, ყლორტებსა და მცენარეულ ნარჩენებზე ადვილად იზამთრებს. უფრო მეტიც, მისი სპორები ქარის მეშვეობით დიდ მანძილზე შეიძლება გავრცელდეს. თავდაპირველად უნდა განსაზღვროთ, რომელი მცენარე ავადდება ნაცროვანი სოკოთი, რომ მას მეტი ყურადღება დაუთმოთ.

მწვანე კულტურები

აბა ვის არ აქვს დარგული ბოსტნის კუთხეში ოხრახუში, კამა, ცერეცო, ნიახური ან ქინძი? მწვანილებს ხომ პრაქტიკულად ყველა კერძს ვუმატებთ. სამწუხაროდ, ეს მცენარეები ნაცროვან სოკოსაც უყვარს. რა თქმა უნდა, სოკოს ნადებს გამდინარე წყალში ადვილად მოაშორებთ, ოღონდ ეს ვეღარ გიშველით. მწვანილი უგემური და უსუნო იქნება.

პომიდორი – შეამჩნიეთ პომიდვრის ფოთლებზე თეთრი ნადები? განგაში ატეხეთ და ნაცროვან სოკოსთან ბრძოლა დაუყონებლივ დაიწყეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სოკო მოსავლის დიდ ნაწილს წაგართმევთ. სხვათა შორის, როგორც სეზონის დასაწყისში, ასევე ნებისმიერ სხვა დღეს შეიძლება დაინფიცირდეს. ყურადღებით იყავით.

კიტრი – დიახ, კიტრის მოსავალიც საფრთხის ქვეშაა. ნაცროვანი სოკო მათთან როგორც ღია ნაკვეთზე, ასევე სათბურში აღწევს. უფრო მეტიც, სოკო ზოგჯერ ოთახის ან აივნის მცენარეებსაც აზიანებს! როგორც კი, გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლის ფოთლებზე თეთრ ნადებს შენიშნავთ, მთელი მოსავალი დაამუშავეთ.

ხურტკმელი – ხურტკმელი ნაცროვანი სოკოთი იმდენად ხშირად ინფიცირდება, რომ ზოგჯერ მებაღეები მის გაზრდაზე უარს ამბობენ. სოკო ახალგაზრდა ყლორტებს და ფოთლებს წამებში აზიანებს. მცენარის გადარჩენა შესაძლებელია, თუ მის მკურნალობას დაუყონებლივ დაიწყებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოთლები და ყლორტები ზრდას შეწყვეტს და გახმება, ხოლო ნასკვები დაცვივდება. სხვათა შორის, თუ ხურტკმელის დამუშავება დაიწყეთ, მოცხარსაც მიხედეთ. სოკოს ერთი ბუჩქიდან მეორეზე გადასვლა შეუძლია.

ყურძენი – ყურძნის მოყვარულებმა იციან, თუ რამდენად სახიფათოა ნაცროვანი სოკო ამ მცენარისთვის. სოკო ყურძნის გენერაციულ და ვეგეტაციურ ნაწილებს აზიანებს, რის გამოც კენკრა დეფორმირდება, ყვავილები ცვივა, ყლორტები ცუდად იზრდება. თუ დაინფიცირება მოსავლის აღების დროს მოხდა, დაზიანებული კენკრის განადგურება მოგიწევთ. სამწუხაროდ, არაფრისთვის ვარგისი აღარაა.

ვაშლის ხე – ჩვეულებრივ, სოკო ვაშლის ხეს ყვავილობის პერიოდში აზიანებს. სამწუხაროდ, ნაცროვან სოკოს მთელი მოსავლის განადგურება შეუძლია. ასე შეიძლება მეაგარაკე ცარიელი დატოვოს. სოკო ხეს ნაადრევ გაზაფხულზე აზიანებს. თუ წინა წლებში სოკოს კვალი შენიშნეთ, ვაშლის ხე პროფილაქტიკის მიზნით აუცილებლად დაამუშავეთ.

ამ მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. აგროტექნიკის წესები დაიცავით, მუდმივად დაათვალიერეთ და პროფილაქტიკის მიზნით დაამუშავეთ. გახსოვდეთ: თუ სოკოს ნაადრევ ეტაპზე აღმოაჩენთ, მის განადგურებას და მოსავლის გადარჩენას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს