ნაცნობმა მრეცხავმა რეცხვის დროს ძმრის დამატება მირჩია, ახლა მეც ყველას ვურჩევ.

822

ზაფხულის სეზონისთვის რამდენიმე კაბა და პერანგი გამოვიღე და წარმოიდგინეთ როგორი იმედგაცრუებული ვიყავი, როცა ნივთები ძველებურად აღარ გამოიყურებოდა. ქსოვილი განაცრისფერდა და არა საზაფხულო, არამედ სევდიანი, საშემოდგომო ტანსაცმელი გახდა.

უბრალო საპნით ყველა ლაქას ვერ ამოიყვანთ. ზოგჯერ სასურველი სუფთა ნივთის მისაღებად რამდენიმე საათით რეცხვა გვიწევს. უფრო მეტიც, ძვირადღირებული ფხვნილი გარანტია არაა, რომ ნივთები სუფთა და მბზინვარე გახდება.

თავიდან საყვარელი ნივთი კარგი სარეცხი ფხვნილით გავრეცხე. მოგვიანებით, როცა განაცრისფერება დაიწყო, ხელით რეცხვაზე გადავედი. ამან არ მიშველა: ნივთები თავდაპირველ სისუფთავეს კარგავდნენ.

საბედნიეროდ, სტუმრად მოსული მეგობარი სიტუაციის გამოსწორებაში დამეხმარა. ის სასტუმროს სამრეცხაოში მუშაობს და რეცხვის შესახებ ყველაფერი იცის.

ადრე ვფიქრობდი, რომ ასეთ დაწესებულებებში მხოლოდ ძვირადღირებულ ფხვნილებსა და სავლებებს იყენებენ, მაგრამ ასე არ ყოფილა. ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ქიმიის ყიდვაზე ბევრ ფულს არავინ დახარჯავს, როცა გამოცდილი იაფი მეთოდების გამოყენება შეიძლება.

თუ რეცხვის დროს 1 ჭიქა 9%–იან ძმარს (ვაშლის ძმარიც შეიძლება) გამოიყენებთ, ფერადი ნივთები ნამდვილ სიკაშკაშეს, ხოლო თეთრი ტანსაცმელი სიქათქათეს დაიბრუნებს.

ძმარი შეგიძლიათ დაუმატოთ სარეცხ მანქანას ან წყლით სავსე ტაშტს, თუ ხელით რეცხავთ. ძმარი მანქანის მექანიზმს არ აზიანებს, რადგან წლების განმავლობაში  ბევრი დიასახლისის მიერ გამოცდილია.

ამაზე არ გავჩერდი და ძმრით ექსპერიმენტები გავაგრძელე. აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება ნაზ ქსოვილზეც შეიძლება. მაგალითად, ჩემი აბრეშუმის კაბა ხელით რეცხვის შემდეგ ახალივით გამოიყურება.

მეუღლის ავტოფარეცხის კოსტუმიც გავრეცხე, რომელსაც ბევრი ზეთის ლაქა ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ძმარი ცხიმის ლაქებს შესანიშნავად უმკლავდება, ამიტომ კოსმეტიკის, ოფლის და პარფიუმის ლაქებსაც მარტივად მოაშორებს.

თუ ტანსაცმლის განახლება, უსიამოვნო სუნის და ლაქების მოშორება გსურთ, 1 ჭიქა ძმარი რეცხვის დროს თამამად გამოიყენეთ.