10 სახიფათო მცენარე, რომელსაც თქვენს სახლში ადგილი არ აქვს

2240

ყველა დიასახლისი ოცნებობს, რომ საკუთარ ბინაში პატარა ტროპიკული ბაღი გააშენოს. ოთახის ყვავილებს სახლში მყუდროება შემოაქვს და ყვავილებით თვალს ახარებს. თუ მცოდნე არ ხართ, შეიძლება შემთხვევით სახიფათო მცენარე შეიძინოთ. იქნებ, ერთი ასეთი „ბოროტმოქმედი“ თქვენს ფანჯრის რაფაზე უკვე ბინადრობს. Vivien–მა გამოცდილი ფლორისტების დახმარებით სახიფათო ოთახის მცენარეების სია შეადგინა. მათ თქვენს ბინაში ადგილი არ აქვთ.

სახიფათო მცენარეები, რომლებიც სჯობს მოიშოროთ

ბონსაი

მინიატურული ხე ინტერიერში აღმოსავლური მოტივების მოყვარულთა შორის ძალიან პოპულარულია. ნამდვილად, ყველა ბონსაი მავნებელი არაა. საქმე იმაშია, რომ უმეტესობა მათგანისთვის ღვია გამოიყენება, რომელიც სახიფათო მცენარედ ითვლება. ღვია, თუნდაც მინიატურული, ძლიერი ალერგენია, ამიტომ მისმა არსებობამ შეიძლება რინიტის ხშირი შეტევა გამოიწვიოს.

ოლეანდრე

ეგზოტიკური მცენარე თავისი ლამაზი ყვავილებით ბევრს იზიდავს. ერთი შეხედვა საკმარისია, რომ სახლში ასეთი ცოცხალი თაიგულის ქონა ისურვოთ. რთული დასაჯერებელია, რომ მცენარე შხამიანია. ბუნებრივ გარემოში ცხოველებიც გვერდს უვლიან. ადამიანის ორგანიზმში მისი წვენის მოხვედრამ შეიძლება მოწამვლა და გულის პრობლემები გამოიწვიოს.

სუკულენტები

სუკულენტები პოპულარული ოთახის მცენარეები. პატარა და პრაქტიკული მცენარე განსაკუთრებულ ზრუნვას არ საჭიროებს, მაგრამ როგორც ადამიანისთვის, ასევე შინაური ცხოველებისა და მეზობელი ყვავილებისთვის სახიფათოა. პირველ რიგში, სუკულენტები ნაცროვან ცრუფარიანას ძალიან უყვარს. მავნებლებით დაინფიცირებული ერთი ყვავილის შეძენა საკმარისია, რომ ყველა ოთახის მცენარე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. მეორეც, სუკულენტის წვენი ცხოველებისგან თავდასაცავად გამოიყენება – ძალიან შხამიანია. თუ თქვენს კატას ფანჯრის რაფაზე მწვანილის დაღეჭვა უყვარს, მაშინ სუკულენტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ.

დიფენბახია

როგორც სუკულენტი, დიფენბახიაც შეიძლება შინაური ცხოველებისთვის სახიფათო იყოს. მისი ფოთლები შხამიან ელემენტს, კალციუმის ოქსალატს შეიცავს. კატები და ძაღლები მის სუნს ვერ იტანენ და შეიძლება საყვარელი ცხოველების დიდი ხნით მკურნალობა მოგიწიოთ.

კალადიუმი ან სპილოს ყური

მცენარე თავისი კაშკაშა გარეგნობით გვიზიდავს. მისი ვარდისფერი ფოთლები ნებისმიერ ინტერიერს ამშვენებს. ასეთი სილამაზე ძლიერ შხამს მალავს. ადამიანის ლორწოვან გარსში მოხვედრისას ძლიერ შეშუპებას იწვევს, რომლის დამოუკიდებლად მოშორება შეუძლებელია. სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგიწევთ.

მონსტერა

გასაკვირია, თუ როგორ ხვდება ეს სახიფათო მცენარე მუდმივად დიზაინერის ინტერიერში. მოდური გარეგნობა არ ღირს ჯანმრთელობის პრობლემებად, რომელსაც ლორწოვან გარსში მონსტერას შხამიანი წვენის მოხვედრისას მიიღებთ. დამწვრობა და ძლიერი ალერგია უზრუნველყოფილი გაქვთ.

პალმა არეკა

ამ ტროპიკულ მცენარეს სახლში ყველა დგამს, ვისაც საცხოვრებელში ცოტა ტროპიკული დეტალის შემოტანა სურს. ეგზოტიკური მცენარე შესანიშნავი ადგილია ისეთი მავნებლების გასამრავლებლად, როგორიცაა ობობის ტკიპა ან ნაცროვანი ცრუფარიანა. პალმიდან სხვა მცენარეებზე ადვილად გადადის.

ფიკუსი

მოულოდნელია, არა? ჩვენთვის ნაცნობი ფიკუსიც სახიფათო მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. ყველასთვის საზიანო არაა, მაგრამ ალერგიული ადამიანები მის ნეგატიურ გავლენას იგრძნობენ. ფიკუსს შეუძლია რინიტის და ხელით შეხებისას კონტაქტური დერმატიტის გამოწვევა.

ტრიხოცერეუსი

კაქტუსის სახეობა, რომელიც საკმაოდ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. ამ მცენარის წვენი შეიცავს შხამს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ჰალუცინაციებს და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებს იწვევს.

რძიანა

მცენარის ძლიერი წვენი ტოქსინებს შეიცავს. ბუნებაში ცხოველები მას არასდროს ჭამენ და გვერდს უვლიან. ადამიანისთვისაც სახიფათოა. მისი წვენი კანზე მოხვედრისას ალერგიას იწვევს. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, როგორ იზრუნონ მათზე უსაფრთხოების ზომების დაცვით.

დროა, თქვენს  ფანჯრის რაფაზე „მაცხოვრებლებს“ გადახედოთ. შესაძლოა, მათ შორის სახიფათო მცენარეები აღმოაჩინოთ, რომლებიც ზიანს გაყენებენ. თავს გაუფრთხილდით და დაე, თქვენს სახლში მხოლოდ სასარგებლო ოთახის მცენარეები იზრდებოდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს