პალმის ზეთი ტროპიკული მცენარეული ზეთია, რომელიც ზეთის პალმის ნაყოფიდან მიიღება. დაბალი ფასის გამო პროდუქტი მწარმოებლებს შორის პოპულარულია. რძის პროდუქტებში საკმაოდ ხშირად გვხდება, თუმცა შეფუთვაზე შემადგენლობაში ნახსენები არაა. Vivien გასწავლით, როგორ აღმოაჩინოთ პალმის ზეთი რძის პროდუქტებში.
ამის გაკეთება სახლის პირობებში მარტივია. სიტყვაზე, ლაბორატორიაში პროდუქტის ხარისხის შემოწმება დაივიწყეთ. ისინი მხოლოდ მწარმოებელი კომპანიებს შეკვეთებს იღებენ. სხვა საკითხია, თუ კერძო ლაბორატორიებს მიმართავთ, თუმცა ისინიც ორაზროვან შედეგს იძლევიან. მხოლოდ თქვენი ძალის და პროდუქტის თვისებების შესახებ ცოდნის იმედად თუ იქნებით. სწორედ ასე შეძლებთ ჯანმრთელობისთვის მავნე ზეთის ამოცნობას.
როგორ შევამოწმოთ პროდუქტების პალმის ზეთის არსებობა სახლის პირობებში
პროდუქტების შესწავლისას ყურადღება უნდა მიაქციოთ:
- შემადგენლობა. მცენარეული ცხიმები, სავარაუდოდ, ჩვენი „პალმაა“. განსაკუთრებით ჰიდროგეზირებულ ზეთებს უფრთხილდით.
- შეფუთვაზე შემადგენლობის გრძელმა სიამ უნდა დაგაფრთხოთ. გამოდის, მასში ბევრი დანამატია.
- თუ რძის (ან ნებისმიერი სხვა) პროდუქტი სხვა მსგავს პროდუქტთან შედარებით გაცილებით იაფია, გამოდის მასში პალმის ზეთი ნამდვილად არის.
რძის შემოწმება
რძის არჩევისას მისი შენახვის ვადა ყოველთვის შეამოწმეთ. ციფრი შეფუთვის მიხედვით ოდნავ იცვლება. პაკეტში ახალი რძე 7 დღე ინახება. ბოთლში და ტეტრაპაკში – რამდენიმე დღით უფრო დიდხანს. შენახვის ძალიან დიდი ვადა ჩვენი ზეთის არსებობაზე მიგითითებთ, რადგან ის რძის ცხიმზე უფრო ნელა ფუჭდება.
ვადის გასვლის შემდეგ ნატურალური რძე უნდა ამჟავდეს. თუ კონსისტენცია ძველებური დარჩა, მაგრამ მძაფრი სუნი გაჩნდა, ეს პალმის ზეთის კიდევ ერთი ნიშანია.
რძის გარეგნობაც ბევრ რამეს გეუბნებათ. იდეალურად თეთრი რძე, მსუბუქი ცისფერი ელფერით „პალმას“ ააშკარავებს. როგორც მაცივარში გაჩერებული რამდენიმე დღის შემდეგ ნაღების ფენის არ ქონა.
ხაჭოს შემოწმება
ხაჭოში მავნე დანამატის გამოვლენა მარტივია. საკმარისია თავსახურიან თასში ოთახის ტემპერატურაზე 12 საათით გააჩეროთ. ნატურალური ხაჭო ამჟავდება, მაგრამ გარეგნულად უცვლელი დარჩება. ყვითელი ნადები კი არასასურველი შემადგენლობის ნიშანია.
ყველის შემოწმება
ხაჭოს მსგავსად ყველის ნაჭერი მაგიდაზე დატოვეთ, მაგრამ არაფერი დააფაროთ. რამდენიმე საათში ყველი უნდა გახმეს. მხოლოდ ცხიმის წვეთები გეტყვით, რა საიდუმლოს მალავს ყველი.
დანამატების მქონე ყველი სტრუქტურითაც განსხვავდება. ის უფრო რეზინას ან ფირფიტას ჰგავს. დაჭრისას შეიძლება დაიფშვნას, ხოლო ნაჭრები დანას მიეკრას. უმჯობესია ასეთ „დელიკატესზე“ უარი თქვათ.
არაკეთილმოსურნე მწარმოებლები გულუბრყვილო მომხმარებლებზე მეტი ფულის გამომუშავებას ცდილობენ. ისინი ილუზიას ქმნიან, რომ პალმის ზეთი უსაფრთხოა. ახალი ზეთი – დიახ, მაგრამ თერმული დამუშავების შემდეგ ნელი მოქმედების ბომბი ხდება და უცნობია, როდის ამოქმედდება.