როგორ გადავჭრათ იუკა სწორად, რომ ბევრი ყლორტი მივიღოთ

1550

ოთახის იუკა უპრეტენზიო მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. მას 2 მ–მდე გაზრდა შეუძლია. პრობლემაში იმაში მდგომარეობს, რომ ზრდის პროცესში ქვედა ფოთლები ცვივა. შედეგად, ლამაზი დეკორატიული მცენარის ნაცვლად ვიღებთ შიშველ ღეროს მწვანე ქოჩორით. Vivien გიზიარებთ პირად გამოცდილებას, როგორ გადაჭრათ იუკა ისე, რომ პალმას ლამაზი ფორმა დაუბრუნოთ.

პირველად შეცდომა დავუშვი. პალმას ძალიან თხელი ღერო (5 სმ–ზე ნაკლები) ჰქონდა და გადაჭრის შემდეგ ასეთი დარჩა. ახალი გამონაზარდიც დიდი ძალით არ გამოირჩეოდა. შეცდომები მეორე ხის ფორმირებისას გავითვალისწინე. მასთან ყველაფერი მშვენივრად გამომივიდა და ახლა ყველა დეტალს გიზიარებთ.

როდის და როგორ უნდა გადაჭრათ იუკა

როდის გადავჭრათ – ყველაზე შესაფერისი დრო: თებერვალი – მარტი. ამ დროს პალმა ზამთრის ძილიდან იღვიძებს და პროცედურას მარტივად გადაიტანს. თუ გადაჭრას გააჭიანურებთ და მოგვიანებით შეასრულებთ, მცენარე შეიძლება წვენისგან დაიცალოს და დაიღუპოს. პირველად, გვირგვინის ფორმირება მაშინ შეასრულეთ, როცა მცენარე მინიმუმ 2 წლის იქნება. ახალგაზრდა გამონაზარდები შეგიძლიათ გასამრავლებლად მოჭრათ, მაგრამ წელიწადში მაქსიმუმ 2–ჯერ. თუ რაიმე მიზეზით პალმის ფესვი ლპება, დაუყონებლივ ზედა თავი და ჯანმრთელი ყლორტები მოაჭერით. ახალი ნერგები სწრაფად რომ გაფესვიანდეს, გადანაჭერის სიგრძე მინიმუმ 10-15 სმ უნდა იყოს.

გადაჭრის დეტალური ინსტრუქცია – წინასწარ მოემზადეთ, გადაჭრამდე 2 დღით ადრე მორწყვა შეწყვიტეთ. ბასრი ინსტრუმენტები გამოიყენეთ, წინასწარ სპირტით ან ცხელი წყლით დეზინფექცია გაუკეთეთ.

დამატებით დაგჭირდებათ:

  • პარაფინის სანთელი ან ბაღის მურაცხი
  • ანტისტრესული პრეპარატი ან აქტივატორი – ციტოკინინის პასტა (სუსტი და დაავადებული მცენარისთვის)
  • ხის ნაცარი ან აქტივირებული ნახშირი
  • ჭურჭელი, დრენაჟი, მიწა და პარკი სათბურის შესაქმნელად, რომ მცენარის ზედა თავი გააფესვიანოთ

დეტალური ინსტრუქცია:

  1. იუკას გადასაჭრელად მიწიდან 50 სმ მონიშნეთ და ზედა თავი მკაცრად მიწის პარალელურად, ერთი მკვეთრი მოძრაობით მოაჭერით. არ გახერხოთ და ქერქის ნარჩენები არ მოაშოროთ, ასე მცენარეს მხოლოდ დააზიანებთ.
  2.  დარჩენილ ღეროს და კალმებს 2 საათით გაშრობა აცადეთ.
  3. ანტისტრესული საშუალებით, მაგალითად, „ეპინით“ დაამუშავეთ. მისი დახმარებით კვირტებს გააღვივებთ, რომლებიც პალმის ზრდის პროცესში განვითარებას გააგრძელებენ.
  4. სანთელი აანთეთ და ცვილით გადანაჭერი დაბეჭდეთ. ასე წვენს შეაჩერებთ და ღია „ჭრილობიდან“ დაავადებების პათოგენების მოხვედრას ხელს შეუშლით.
  5. ახლა პალმა ნახევრად ჩრდილში გადაიტანეთ და 2 თვე გააჩერეთ. 1-2 კვირა აღდგენის დრო მიეცით, შემდეგ მორწყეთ. ცოტა წყალი დაგჭირდებათ, რადგან მცენარემ გვირგვინი დაკარგა. შემდეგში 7-10 დღეში ერთხელ მორწყეთ. სასუქი გამორიცხეთ.
  6. 2-3 კვირაში ახალი ყლორტები გამოჩნდება. თუ ღერო თხელია (6 სმ–მდე), მხოლოდ 2 ძლიერი ტოტი დატოვეთ, დანარჩენი მოაშორეთ. დროთა განმავლობაში მაინც დაიღუპება, პალმას კი მათზე ძალა არ ეყოფა. გადანაჭერი აუცილებლად მურაცხით დაფარეთ.

კალმების გაფესვიანება

  • თუ იუკას გამრავლებას აპირებთ, 25 სმ სიგრძის კალმები დატოვეთ. სადეზინფექციოდ ნახშირის ფხვნილი მოაყარეთ. კალმები 2 საათით გააჩერეთ.
  • კალმები ჭიქა წყალში ან მსუბუქად ტენიან სუბსტრატში (ქვიშა + ტორფი) კარგად გაფესვიანდება. ძირში აუცილებლად დრენაჟი მოათავსეთ. ფოთლების თავი პარკით დაფარეთ და ასე სრულ გაფესვიანებამდე გააჩერეთ. პროცესს 1-2 თვე დასჭირდება.

ეს წესები ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ იუკა სწორად გადაჭრათ და ზიანი არ მიაყენოთ. ასე ჯანმრთელი და ლამაზი ხე გექნებათ და თან არა ერთი. როგორ გამოიყურება თქვენი მწვანე ლამაზმანი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს