ბევრმა მებაღემ კიტრის დარგვა მის საბოლოო ადგილას უკვე დაიწყო. ზოგი ამას ნერგებით აკეთებს, ზოგი პირდაპირ ღია გრუნტში თესავს. მოკლედ, ყველა იმ მეთოდს იყენებს, რომელიც მოწონს. კიტრის დარგვის მეთოდის მიუხედავად, ადრე თუ გვიან კიტრის ფორმირების საკითხი თავს იჩენს. რა თქმა უნდა, მთავარი სადავო თემაა, საერთოდ საჭიროა თუ არა კიტრის ფორმირება ან გადაჭრა. Vivien გიამბობთ, როდის გადაჭრათ მცენარის თავი, რა უყოთ გვერდითა ყლორტებს და რომელი მთავარი პრინციპები უნდა დაიცვათ კიტრის სწორად გადასაჭრელად.
- როდის უნდა გადაჭრათ კიტრის თავი – ბევრი მებოსტნე ახალგაზრდა კიტრის თავის გადაჭრას გვირჩევს. თუმცა სინამდვილეში ეს ყველა კიტრს არ სჭირდება. უმეტესობა მათგანი ამ პროცედურის გარეშეც კარგად იზრდება და ნაყოფიერდება.
- მცენარეს თავის გადაჭრა მხოლოდ 2 მიზეზის გამო სჭირდება:
- ფუჭყვავილა. გადაჭრა დაგეხმარებათ, თუ კიტრს ბევრი ფუჭყვავილა აქვს და მდედრ ყვავილებს არ იძლევა (პატარა კიტრებით ღეროსა და ყვავილს შორის). გადაჭრის შემდეგ გვერდითა ყლორტები გაიზრდება, მათზე კი მდედრი ყვავილები განვითარდება. საბოლოოდ, ფუჭყვავილას რაოდენობა შემცირდება.
- რამდენიმე ღეროს გაზრდა. გადაჭრის შემდეგ გვერდითა ყლორტების აქტიური ზრდა იწყება. სწორედ ამიტომ, თუ კიტრის რამდენიმე ღეროზე გაზრდა გსურთ, შეგიძლიათ მისი თავი გადაჭრათ. გირჩევთ, 2–ზე მეტი აქტიური ყლორტი არ დატოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე ძლიერ დასუსტდება და ნაკლებ ნაყოფს მოგცემთ.
- როდის სჯობს გვერდითა ყლორტების გადაჭრა – აი, გვერდითა ყლორტებს ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭრა სჭირდება. თუ მათ ზრდას არ გააკონტროლებთ, მცენარე სწრაფად დასუსტდება. ძალა და მკვებავი ნივთიერებები უბრალოდ არ ეყოფა ამდენი ნასკვის და ღეროს ფორმირებისთვის. თუ კიტრის ნაყოფიერების მაქსიმალურად გაზრდა და ლამაზი, მსხვილი ნაყოფის მიღება გსურთ, მისი ზრდა აკონტროლეთ: კიტრზე მაქსიმუმ 1-2 ღერო დატოვეთ, დანარჩენი მოაშორეთ.
- როგორ გადავჭრათ კიტრი: მთავარი წესები – რამდენიმე ძირითადი პრინციპი არსებობს, რომლებიც კიტრის გადაჭრის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- მცენარის თავის გადაჭრა რამდენიმე ნამდვილი ფოთლის განვითარების შემდეგ შეიძლება. სჯობს მე-3 ან მე-4 ფოთლის ზემოთ გადაჭრათ. ამ ასაკში უკვე ყვავილობას იწყებს და გასაგები ხდება ფუჭყვავილა იზრდება თუ არა.
- გვერდითა ყლორტების გადაჭრა შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდით: ყველა გვერდითა ყლორტის მოშორება (შესაძლო ნასკვებს და ფოთლებს მათზე განვითარების საშუალება არ მისცეთ) ან 2-3 ნამდვილი ფოთლის ფორმირების შემდეგ გადაჭრა (რომ მათგან მცირე მოსავალი მიიღოთ). პირველი მეთოდი მარტივია, რადგან მცენარეს უხვი მოსავლის მისაღებად და დასუსტების რისკის შესამცირებლად დამატებითი კვება არ სჭირდება. თუ კიტრის მოყვანის დიდი გამოცდილება არ გაქვთ სჯობს მხოლოდ 1 ღერო დატოვოთ და ყველა გვერდითა ყლორტი მოაშოროთ.
- გადაჭრის მეთოდი. პროცედურა შიშველი ხელებით არ შეასრულოთ. აუცილებლად მაკრატელი ან სეკატორი გამოიყენეთ. სწორი გადანაჭერი უფრო სწრაფად ხორცდება, ანუ ჭრილობიდან დაინფიცირების რისკი მინიმალურია.
- გადაჭრა და მორწყვა. კიტრი მორწყვის შემდეგ არ გადაჭრათ და გადაჭრის შემდეგ იმწამსვე არ მორწყათ. მორწყვის დროს სითხე მცენარეში აქტიურად მოძრაობს, ამიტომ ჭრილობის შეხორცების პროცესი გაჭინაურდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს