საზამთროს გაზრდა თქვენს ბოსტანში: ყველა საჭირო ხრიკი

1173

ვის არ უყვარს ნატურალური ხილი და ბოსტნეული. მაგალითად, შინაურულ საზამთროზე ვგიჟდები. ის ყოველთვის უფრო წვნიანი და ტკბილია, ვიდრე შეძენილი. გასულ წელს გადავწყვიტე, რომ საკუთარ აგარაკზე საზამთრო გამეზარდა, მაგრამ მივხვდი, რომ ამის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. Vivien გიზიარებთ საიდუმლო ხრიკებს, როგორ გაზარდოთ საზამთრო თქვენს ბოსტანში.

საზამთროს გაზრდის თავისებურებები ნატურალურ სასუქზე

რით დავიწყოთ საზამთროს გაზრდა

საზამთრო შეგიძლიათ გაზარდოთ როგორც თესლით, ასევე ნერგით. აქ ადგილობრივი კლიმატი უნდა გაითვალისწინოთ. თუ გაზაფხულზე, მცენარის დარგვის დროს თქვენს რეგიონში ჯერ კიდეც ცივა, თესლი ცივ მიწაში გაზრდას ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში ნერგი შესანიშნავი გამოსავალია. შეგიძლიათ მზა ნერგი იყიდოთ ან თავად დარგოთ. ნერგის გასაზრდელად თესლი დათესეთ. წინასწარ მარგანცოვკის სუსტ ხსნარში ჩაალბეთ. ამის შემდეგ პლასტმასის ჭურჭელში ქვიშით და ნეშომპალით ნოყიერ მიწაში დათესეთ.

საზამთროს გაზრდას სწრაფ საქმეს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ მიწაში თესლის დათესვა ან ნერგის დარგვა სჯობს შუა აპრილში სამხრეთ რეგიონებში და მაისის დასაწყისში ჩრდილოეთ რეგიონებში. თუ ნერგს ამზადებთ, გრუნტში გადარგვამდე დეზინფექციისთვის მარგანცოვკის ხსნარით მორწყეთ. ნერგი გადასარგავად მზადაა, როცა 2-3 ფოთოლი გამოჩნდება.

როგორ დავრგოთ საზამთრო

საზამთროს დარგვა ადგილის შერჩევით დაიწყეთ. საზამთროს მზიანი და თბილი ადგილი უყვარს, ამიტომ ჩრდილი მისთვის შესაფერისი არაა.  თესლი მცირე ორმოებში ერთმანეთისგან 70-100 სმ–ს დაშორებით დათესეთ. ნერგის დარგვისას გრუნტის სიღრმე, დაახლოებით 20 სმ უნდა იყოს. შემდეგ ნერგი ჭურჭლიდან ამოიღეთ ისე, რომ ფესვები არ დააზიანოთ და ორმოში გადარგეთ. მცენარეს მიწა მოაყარეთ, შემდეგ მიწა კარგად დატკეპნეთ და უხვად მორწყეთ.

საზამთროს ზრდის დასაჩქარებლად მიწას ჩალა დააფინეთ და ფირი დააფარეთ, კუთხეებში აგურები დაადეთ.  ასე სათბურის ეფექტი შეიქმნება, რომლის წყალობით ფირის ქვეშ სითბო და ბუნებრივი ტენიანობა შენარჩუნება, საზამთროს ზრდა კი დაჩქარდება.

როდის და რით გამოვკვებოთ საზამთრო

საზამთროს გაზრდისას გამოკვების ეტაპი არ უნდა დაგავიწყდეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნებისმიერი აზოტის სასუქი შეიძინოთ, მაგრამ რა საჭიროა, თუ მის მომზადებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. ჩვენ ხომ 100% ნატურალური პროდუქტის მიღება გვსურს?! ამ მიზნით ბალახების ნაყენი გამოგადგებათ. დაგჭირდებათ ნებისმიერი ბალახი, რომელიც თქვენს აგარაკზე იზრდება. დიდ კასრში ჩაყარეთ ისე, რომ კასრის 2/3 გაავსოთ. შემდეგ წყალი დაასხით ისე, რომ კასრის ავსებამდე 20 სმ დარჩეს.

მთავარი პროცესი ნაყენის მოსამზადებლად – დუღილი. ამისთვის დაგჭირდებათ ბაქტერიები, რომლებიც თქვენი ბოსტნის გრუნტში ცხოვრობენ. უბრალოდ კასრში ცოტა მიწა ჩაყარეთ და აურიეთ. ნაყენი გარეგნულად სასიამოვნოდ არ გამოიყურება, მაგრამ საზამთროსთვის კარგი ეფექტი აქვს! საზამთრო ძალიან კონცენტრირებულია, ამიტომ 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ. სასუქის მიწოდებამდე მცენარე უხვად მორწყეთ.

პირველად საზამთრო გრუნტში გადარგვიდან 10 დღის შემდეგ გამოკვებეთ, შემდეგ ყოველ 15 დღეში მანამ, სანამ საზამთრო ბატის კვერცხის ზომა არ გახდება. ამის შემდეგ აზოტის სასუქი შეცვალეთ. მის მომზადებასაც სახლში შეძლებთ: ხის ნაცარი 10 ლ წყალს აურიეთ. ასეთი სასუქი საზამთროს დამწიფებამდე 2-3-ჯერ მიაწოდეთ.

იმის მიუხედავად, რომ საზამთროს მოყვანა შრომატევადი პროცესია, შედეგი ამად ღირს. ეს ხომ ასეთი სიამოვნებაა ზაფხულში საკუთარ ნაკვეთზე ნატურალური ტკბილი საზამთროს მოსავალი აიღოთ და ახლობლებს და მეგობრებს გაუმასპინძლდეთ. თქვენ როგორ ზრდით ხილსა და ბოსტნეულს ქიმიკატების გარეშე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს