საფუარი მცენარეებისთვის: სარგებელი და გამოყენების მეთოდები

1505

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მცენარეების გაზრდა ფანჯრის რაფაზე და ბაღში ერთმანეთისგან განსხვავდება. ქოთანში მიწა მიკროელემენტებით საკმაოდ მწირია, ამიტომ სასუქის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ყვავილების მაღაზიაში გაქცევა არ იჩქაროთ, რადგან სამზარეულოში შესანიშნავი სასუქი გაქვთ. Vivien გირჩევთ მცენარეების გამოსაკვებად საფუარი გამოიყენოთ – მარტივი გადაწყვეტილება თქვენი ყვავილების გადასარჩენად.

ასეთი სასუქი თქვენს მცენარეს ნორმალური ზრდისა და ყვავილობისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მიკროელემენტებს მიაწვდის. ამასთან, მოსამზადებლად მარტივია.

საფუარის სარგებელი მცენარეებისთვის

საფუარი მიკროელემენტების, ამინომჟავების და ფიტოჰორმონების შესანიშნავი წყაროა. საფუარში მრავლდება მნიშვნელოვანი ბაქტერიები, რომლებიც მიწას აფხვიერებენ, ჰაერით ამდიდრებენ. ასეთი ეფექტი ფესვების ზრდას ააქტიურებს, რომლითაც მცენარე ნივთიერებებს შთანთქავს.

ასევე საფუარში იპოვით მცენარისთვის მნიშვნელოვან ელემენტს, ციტოკინინს, რომელიც უჯრედების დაყოფას, ანუ ზრდას ხელს უწყობს. საფუარი ისე ზრდის ყვავილებს, როგორც თქვენს ცომს. საფუარის სასუქის შედეგს სწრაფად დაინახავთ. უკვე რამდენიმე დღიანი გამოყენების შემდეგ თქვენი „ფავორიტი“ მცენარე უკეთ და უფრო ჯანსაღად გამოიყურება.

როდის გამოვიყენოთ საფუარი ოთახის მცენარეებისთვის

პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ: შეძენიდან 3 თვის განმავლობაში ყვავილი არ გამოკვებოთ. მიწა, რომლითაც ყვავილების მაღაზიაში იყიდება, სპეციალურად კარგად განაყოფიერებულია. დროთა განმავლობაში მიწა იფიტება და ამას შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ: ყვავილები ქრება, ფოთლები ყვითლდება და ჭკნება.

საფუარი შეგიძლიათ სეზონურად გამოიყენოთ. 3 ძირითადი პერიოდი არსებობს, როცა ყვავილს გამოკვება სჭირდება, თუნდაც გარეგნულად კარგად გამოიყურებოდეს.

1. გაზაფხულის დასაწყისი

ეს ოთახის მცენარის აქტიური ზრდის პერიოდია. იმის მიუხედავად, რომ ოთახის მცენარეა, ყვავილი მზის სეზონის მოახლოებას მაინც გრძნობს. ზრდისა და ყვავილობისთვის ბევრი ენერგია სჭირდება. სწორედ ამიტომ, გამოკვება მნიშვნელოვანია. საფუარი ამ პერიოდისთვის იდეალურია.

2. ზაფხული

ზაფხულში ოთახის მცენარის გამოკვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ნაყოფს ისხამს. ახალი ყლორტების და ნაყოფის ფორმირება მიწაში სასარგებლო ელემენტების არსებობას მოითხოვს.

3. შემოდგომის შუა და ბოლო პერიოდი

როგორც გაზაფხულის შემთხვევაში, ქოთნის ყვავილიც სიცივის დადგომას გრძნობს და ნივთიერებათა ცვლას ანელებს. საფუარი მშვიდი ფაზისთვის მინერალების და ვიტამინების აუცილებელ მარაგს ქმნის.

როგორ გამოვიყენოთ საფუარი მცენარეებისთვის

საუკეთესო ვარიანტი: ხსნარი. მისი მომზადება ძალიან ადვილია. 10 გრ მშრალი საფუარი 1 ჩ/კ შაქარს აურიეთ და 1 ლ წყალი დაასხით. ხსნარი ბნელ ადგილას 3 საათით გააჩერეთ. თუ სასუქს მთელი ორანჟერეისთვის ამზადებთ, კონცენტრაცია გაზარდეთ: 30 გრ საფუარი და 2 ს/კ შაქარი ამავე რაოდენობის წყალზე აიღეთ. მზა სასუქი გამოყენების წინ დაყენებულ წყალში 1:10 პროპორციით გააზავეთ.

ახლა საფუარის სარგებლის შესახებ ყველაფერი იცით. ასეთი სასუქის გამოყენების შემდეგ თავისი ლამაზი ყვავილებით და გარეგნობით კიდევ დიდხანს გაგახარებთ. თქვენ რომელ სასუქს იყენებთ ოთახის მცენარეებისთვის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს