აყვავებული ეზო, რომელსაც არ დავთმობ, რამდენი ფულიც არ უნდა შემომთავაზონ 

1244

ბევრისთვის ბაღში ყვავილების გაზრდა ერთგვარი მედიტაციაა. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მძიმე პროცესია. უბრალოდ დარგვა და დროდადრო მორწყვა საკმარისი არაა. მცენარეს სრულყოფილი მოვლა სჭირდება, რომელიც ბევრ დროს და ძალას გვართმევს. თუმცა შედეგი ამად ღირს!

დღეს Vivien გიამბობთ კაშკაშა ყვავილებზე, რომელთა სილამაზე ნებისმიერ გაწეულ ძალისხმევას ჩრდილავს. ასეთი დიდებული ყვავილობისთვის შრომა კიდევ უფრო მეტად მოგინდებათ. უბრალოდ ამ საუცხოო მცენარეებს შეხედეთ!

ყვავილების გაზრდა ბაღში

გამოუცდელი მებაღეები უპრეტენზიო მცენარეებს უპირატესობას ანიჭებენ. მათ მინიმალური მოვლა და მარტივი პირობები სჭირდებათ. მაგრამ შეძლებენ თქვენი ბაღის ისე დამშვენებას, როგორც ლამაზი ყვავილები ჩვენი სიიდან? მოდით, გაგაცნობთ.

ტიტა

ტიტა – მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთხელ დარგავთ და წლები კლუმბზე არ იდარდებთ. ტიტას მისი ჯიშიდან გამომდინარე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

უფრო მეტიც, მასზე უნდა იზრუნოთ როგორც ყვავილობამდე, ასევე ყვავილობის შემდეგ. ბოლქვების ამოთხრას გვერდს ვერ აუვლით.

რა თქმა უნდა, ტიტების ბოტანიკური ჯიშებიც არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ რამდენიმე წელი არ ამოთხაროთ. თუმცა შეძლებენ ბუთხუზა ან ფოჩიანი ჯიშების საოცარ სილამაზესთან შედარებას? ალბათ, ვერა.

ფრინტა და ბალბიფოთოლა

ფრინტა – კეთილშობილი ყვავილი, რომელიც ჩრდილშიც კარგად იზრდება. მართალია, მცენარის გაღვივებაზე თამაში მოგიწევთ, რადგან ეს ადგილობრივ პირობებზეა დამოკიდებული.

შემოდგომაზე ფრინტას ბოლქვები უნდა ამოთხაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე ზამთარს უბრალოდ ვერ გადაურჩება. გაზაფხულამდე უნდა შეინახოთ შენობაში, შემდეგ კვლავ მიწაში ჩარგოთ. გარდა ამისა, მიწასთან დაკავშირებით დეტალები არსებობს. ფრინტასთვის ერთი და იგივე ადგილას შეგიძლიათ მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ დარგოთ.

ბალბიფოთოლა საერთოდ ოთახის ყვავილია. განა ეს შეაჩერებს გულმოდგინე მებაღეს? მცენარე ბაღის კლუმბის კონცეფციას წარმატებულად ერგება. მართალია, სათანადო მოვლას გვერდს ვერ აუვლით. მაგალითად, ყვავილობის შემდეგ ყვავილედი მყისიერად უნდა მოჭრათ, რომ მცენარემ თავისი ძალა არ დაკარგოს.

შემოდგომაზე ბალბიფოთოლა უნდა ამოთხაროთ, თან ფესვებიანად. რამდენიმე კალამი შეგიძლიათ დატოვოთ, გადანაჭერი გააშროთ და გააფესვიანოთ. გაზაფხულზე აყვავებული ბუჩქები გრუნტში დასარგავად მზად იქნება.

ბაია და ხმალა

ბაია წელიწადში მხოლოდ 3 კვირა ყვავილობს. თუმცა ამ დიდებული და კაშკაშა ყვავილებისთვის ოფლის დაღვრა ღირს. თესლი დარგვამდე უნდა გააღვივოთ.

მცენარე მადლობას გეტყვით, თუ მასზე ისე იზრუნებთ, როგორც ვარდზე. ყვავილობის დასრულებისთანავე უნდა ამოთხაროთ და ბოლქვები გააშროთ. შემდეგ ფუნგიციდებით დაამუშავეთ, კიდევ გააშრეთ და შეინახეთ.

ხმალასთან საქმე უფრო რთულადაა. მრავალწლიან მცენარეს უქარო, მზიანი ადგილი და კარგი დრენაჟით მოწყობილი მიწა სჭირდება. კვლები შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ, დარგვის წინ კვლავ დაბაროთ და სასუქი დაუმატოთ. ეს მთელი პროცესის მხოლოდ მცირე ნაწილია. სხვათა შორის, ყვავილობის შემდეგ მისი ბოლქვებიც უნდა ამოთხაროთ.

სუმბული და ქრიზანთემა მულტიფლორა

სუმბული არა მხოლოდ შესანიშნავად გამოიყურება, არამედ საოცარი სურნელი აქვს. მცენარის ბოლქვებს სექტემბერში ან ოქტომბერში რგავენ. ყვავილობის შემდეგ, როცა ფოთლები გაყვითლდება, ბოლქვები აუცილებლად უნდა ამოთხაროთ. ეს ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ხდება.

მცენარე კარგად განათებულ ადგილას უნდა დარგოთ. მნიშვნელოვანია, მიწის ტენიანობას ყურადღება მიაქციოთ, სეზონზე 2-3-ჯერ გამოკვებეთ. გარდა ამისა, სუმბული ბაღის მავნებლებისა და დაავადებებისგან უნდა დაიცვათ.

ქრიზანთემა მულტიფლორა დიდებული ყვავილებით თითქმის მთელი შემოდგომა გვახარებს. არსებობს გვიანი ჯიშებიც, რომლებიც თითქმის პირველ თოვლამდე ყვავილობენ. გასაგებია, რომ ასეთ ფუფუნებას ყველა ვერ აღწევს. ყვავილს შესაფერის პირობებში გამოზამთრება სჭირდება. სწორედ ამიტომ, ქრიზანთემას თხრიან და ქოთანში რგავენ.

აივანზე ან ფანჯრის რაფაზე დადეთ. გამოზამთრების შემდეგ მცენარე გახმება, თუმცა ნიადაგიდან ახალი ყლორტები ამოვა. შეგიძლიათ ახალი სეზონისთვის კალმები გააკეთოთ. ქრიზანთემას მოვლა მის სახეობაზეა დამოკიდებული.

რედაქციისგან

ვის წარმოუდგენია ბაღი უვარდოდ? ამბობენ, რომ რაც უფრო ნაკლებად იზრუნებთ ამ ყვავილზე, უფრო ნაკლები ყვავილებით გაგახარებთ. მოვლა ნამდვილად სჭირდება.

გვიამბეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ბაღში ყვავილების გაზრდა. რომელ მცენარეებს ანიჭებთ უპირატესობას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს