სოდა – ბოსტნის მხსნელი: უბრალოდ სარწყავს ვუმატებ და კვლებში მივდივარ

3790

რთულია იპოვოთ სოდაზე უფრო უნივერსალური პროდუქტი: პურში, მანქანაში თუ ჯანმრთელობისთვის. ეს თეთრებად ღირებული ნივთი ბევრი ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს. ჩვენ არაერთხელ გიამბეთ, თუ როგორ გამოიყენოთ სოდა კულინარიასა და ყოველდღიურ საქმიანობაში, თუმცა ეს მისი შესაძლებლობების ზღვარი არაა. აღმოჩნდა, რომ სოდა ბევრი მებოსტნისთვის შეუცვლელია. დღეს Vivien გიზიარებთ უხვი მოსავლის საიდუმლო ხრიკს: სოდით მორწყვა.

სოდა ეფექტური და გამოცდილი ვარიანტია ბოსტნის გამოსაკვებად. ის ძვირადღირებული სასუქის შესანიშნავი ალტერნატივაა. ტექნიკა მარტივია: გარკვეული რაოდენობის სოდა წყალს დაუმატეთ და კვლები მორწყეთ.

რას აკეთებს სოდა?

სოდა არა მხოლოდ ნაყოფიერებას ზრდის და აუმჯობესებს, არამედ ნატურალური ფუნგიციდი და ინსექტიციდია, ანუ მცენარეს მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება.

სოდით მორწყვა

სოდამ შეიძლება მიწის განჟანგვა გამოიწვიოს, ამიტომ მჟავე ან ოდნავ მჟავე ნიადაგში გამოიყენეთ. თუ ნიადაგი ტუტეა, სჯობს სოდა არ გამოიყენოთ. აღსანიშნავია, რომ სოდა მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ, რომ საკუთარ თავს და ბოსტანს ზიანი არ მიაყენოთ.

კვლების მოსარწყავად 2 ს/კ საკვები სოდა 10 ლ დაყენებულ წყალში გახსენით. ფესვების ქვეშ მორწყეთ – 500 მლ თითო მცენარეზე. მცენარე სოდის ხსნარით სეზონზე 3-ჯერ მორწყეთ.

სოდა ადვილად უმკლავდება ნაცროვან სოკოს, რომელიც კენკრის, ბოსტნეულის და ხილის მცენარეებს ხშირად აზიანებს. 4 ს/კ სოდა და 50 გრ თხევადი დიასახლისის საპონი 10 მლ დაყენებულ წყალში გააზავეთ. ნარევი პულვერიზატორში გადაასხით. მცენარე ყველა მხრიდან დანამეთ. თუ პირველივე ცდაზე ნაცროვანი სოკოს ყველა სპორს ვერ მოაშორებთ, პროცესი 1 კვირაში გაიმეორეთ.

საოცარია, როგორ ჯადოსნურად მუშაობს უბრალო სოდა. რატომ არ უნდა გამოიყენოთ დროდადრო ძვირადღირებული და აგრესიული სასუქების ნაცვლად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს