ერთი შეხედვით, ყველა მცენარე ერთმანეთს ჰგავს. თითოეულს აქვს ფესვი, ღერო და ფოთოლი. ასეთი გარეგნული მსგავსების მიუხედავად მათი მოვლის წესი კარდინალურად შეიძლება განსხვავდებოდეს. ის, რაც ერთ მცენარეს ზიანს აყენებს, მეორესთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა. ნემსიწვერა სწორედ ასეთ პარადოქსულ მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. მისთვის საუკეთესო სასუქია ის, რომელსაც სხვა მცენარეებს არ აწვდიან.
ნემსიწვერა, როგორც უპრეტენზიო და სასარგებლო მცენარე, ბევრ სახლში იზრდება. კარგი მოვლის პირობებში დიდ ზომებს და, რაც ყველაზე მთავარია, დიდ თანაყვავილედს აღწევს. თუმცა კარგი შედეგის მისაღებად მხოლოდ წყალი და მზის სინათლე საკმარისი არაა. ამისთვის ცოტა ეშმაკობა უნდა გამოიყენოთ, რომელსაც დღეს Vivien გასწავლით.
ბევრ ფლორისტს ნემსიწვერაში ნაცრის დამატება და წყალში შერეული იოდით მორწყვა უყვარს. ვისაც ფული არ ენანება სპეციალურ მინერალურ სასუქს ყიდულობს, რომელიც თავისი სარგებლობით წყალში გარეული იოდისგან დიდად არ განსხვავდება. ბანალური სასუქები გვერდზე გადადეთ და არ გაიხსენოთ. მათ შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ისინი ნემსიწვერას მაქსიმალურად ყვავილობას ვერ აიძულებენ.
არსებობს ერთი სასუქი, რომელიც მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან (ერთი წყალია) შედგება. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი მარტივი და უჩვეულო სასუქი იმდენად ეფექტური აღმოჩნდებოდა, რომ ჩემ სახლთან ჩავლილი ხალხი შემეკითხებოდა, თუ როგორ გავზარდე ასეთი ნემსიწვერა. იმდენად დიდი და ლამაზია, რომ ყურადღებას იპყრობს.
მეთოდი ძველ გაზეთში ამოვიკითხე, რომელიც წლების განმავლობაში შეშის დასაწვავად კარადაში ინახებოდა. ყურადღება მიიქცია სათაურმა, სადაც 100 მლ რძის დამატების შემდეგ შესანიშნავ ნემსიწვერას გვპირდებოდნენ. ამ ყვავილისთვის სასუქს ისედაც ვეძებდი, აქ, კი მარტივი რეცეპტი აღმოვაჩინე – უბრალოდ 1 ლ წყლისთვის 100 მლ რძე უნდა დამემატებინა. რძე ყოველთვის მაქვს და დაუყონებლივ ასე გავაკეთე.
გადაჭარბების გარეშე, ნემსიწვერა რამდენიმე კვირაში წარმოუდგენლად შეიცვალა. ყვავილები ზომაში გაიზარდა, ხოლო ღერო გაძლიერდა. ყვავილი დღემდე იზრდება და ყველაფერი 2 დღეში ერთხელ „რძით“ მორწყვის დამსახურებით. ვინ იფიქრებდა, რომ რძე ნემსიწვერაზე ასეთ დადებით გავლენას ახდენს. აი, სხვა მცენარეებს მას არ უმატებენ. თავად სცადეთ და შეაფასეთ.