როგორ ვიზრუნოთ ტიტებზე ყვავილობის შემდეგ

1197

ყოველწლიურად გაზაფხულზე წითელი, ყვითელი და იისფერი ტიტები ბაღებს ამშვენებენ. ტიტები ბევრს უყვარს, მაგრამ ყველამ არ იცის, როგორ იზრუნოს მათზე ყვავილობის შემდეგ, რომ მომავალ სეზონზე მათი ყვავილობით კვლავ დატკბნენ. Vivien გიზიარებთ სასარგებლო რჩევას, თუ რა გაუკეთოთ ტიტებს ყვავილობის შემდეგ.

ყვავილობის შემდეგ მცენარეს კარგი მოვლა სჭირდება, რომ მომავალ სეზონზე ასაყვავებლად დამატებითი ბოლქვები განავითაროს.

ტიტების მოვლა

როცა ყვავილობას დაასრულებს, ფოთლები არ გადაჭრათ, რადგან ასე ბოლქვები აღარ განვითარდება. ჯერ ყვავილის ყუნწი მოჭერით, ასე ბოლქვებს დასუსტებისგან დაიცავთ. 2-3 კვირის განმავლობაში ტიტები ზომიერად მორწყეთ და კომპლექსური მინერალური სასუქით გამოკვებეთ. როგორც კი ყველა ფოთოლი გაყვითლდება და გახმება, შეგიძლიათ გადაჭრათ.

ტიტების შენახვა

როგორც კი ყვავილის მიწისზედა ნაწილი გახმება და ბოლქვები განვითარდება, ამოთხარეთ. შემოწმების მიზნით ჯერ 2-3 ბოლქვი ამოთხარეთ. თუ მათ ფესვები კარგად განვითარებული აქვთ, ყველა ბოლქვი მიწიდან ამოიღეთ. ბოლქვები დაზიანებისგან რომ დაიცვათ, ნიჩაბი მიწაში ღრმად ჩაარჭეთ. დამპალი ბოლქვები გადააგდეთ, ხოლო ჯანმრთელები 5%–იანი კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკა) ხსნარით დაამუშავეთ.

ტიტები ნასვრეტებიან ყუთებში ჩააწყვეთ და მშრალ, ბნელ, კარგი ვენტილაციის მქონე ადგილას შეინახეთ. თავიდან პირველი კვირა ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსი უნდა იყოს, შემდეგ 20 გრადუსამდე შეამცირეთ. ხოლო დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე შეამცირეთ.

ტიტების დარგვა

როცა ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 7 გრადუსამდე შემცირდება, შეგიძლიათ ტიტები დარგოთ. ბოლქვებმა ყინვებამდე გაფესვიანება უნდა მოასწროს, ასევე სოკოსა და პარაზიტებისგან დაცული უნდა იყოს.

დარგვამდე 3 კვირით ადრე მიწა მოამზადეთ: მინერალური სასუქი დაუმატეთ, მოთხარეთ და გააფხვიერეთ.

ბოლქვები კარგად გადაარჩიეთ, კალიუმის პერმანგანატის ხსნარით დაამუშავეთ და სამი ნიჩბის სიღრმეში ჩარგეთ. ბოლქვები ერთმანეთისგან 10-15 სმ–ს დაშორებით დარგეთ. მსხვილ ბოლქვებს შორის მანძილი გაზარდეთ.

ასე გააკეთეთ, რომ მომავალ გაზაფხულზეც კლუმბები ტიტების ყვავილებით დაამშვენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს