პირველი ყაბაყი: როგორ მივიღოთ პირველი მოსავალი ყველაზე ადრე.

2269

ყაბაყის პირველ მოსავალს უფრო მოუთმენლად ველოდები, ვიდრე მარწყვს. ვინაიდან, კენკრის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა შემიძლია, საყვარელი კერძის გარეშე – არა. დამწნილებული ყაბაყი, ბოსტნეულის ლაზანია, ყაბაყი კლიარში – ყველა ეს გემრიელობა წლების განმავლობაში ჩემთვის ზაფხულის მთავარ ატრიბუტად რჩება.

სწორედ ამიტომ, საკუთარი მოსავლის სწრაფად აღება მსურს. ჩვეულებრივ, პირველი „ტალღის“ პროდუქტის ფასები ძალიან მაღალია. Vivien გთავაზობთ ძველ, კეთილ მეთოდს, რომლის დახმარებით ყაბაყის მოსავალს 2 ან თუნდაც 3 კვირით უფრო ადრე მიიღებთ, სანამ მათი ფასი დაეცემა.

ნაადრევად დამწიფებული ყაბაყი

ყაბაყს ღია ნაკვეთზე მაისის შუა რიცხვებამდე რგავენ, მაგრამ წელს ცივი გაზაფხულის გამო ბევრმა ნერგები სათბურებში გააჩერა. ასე მხოლოდ გამოცდილი მეაგარაკეები არ მოიქცნენ.

როცა თქვენი მცენარე დასარგავად მზადაა, ყველაზე საინტერესო იწყება. ამ მეთოდის შესახებ ბევრმა მებოსტნემ იცის, მაგრამ გაკეთება ეზარებათ. სულ ტყუილად! რთული არაფერია, თან დროსაც დაზოგავთ.

მიწის მომზადება ყაბაყის დასარგავად

  • პირველ რიგში, ყველაფერი მოაწყვეთ. ნიჩბით ნაკვეთს მიწის ზედა ფენა მოაშორეთ.
  • ახლა ნაკვეთს დააფინეთ მშრალი ტოტები, გასული წლის ბალახი და ფოთოლი.
  • ზემოდან ნაკელი ან ცოტა ახალ მოკრეფილი ბალახი დაუმატეთ.
  • ყველაფერი შარდოვანას ხსნარით მორწყეთ (10 ლ წყალი 30 გრ შარდოვანაზე).
  • მიწის ზედა ფენა ადგილზე დააბრუნეთ. მან სასუქის ფენა მინიმუმ 20 სმ–ით უნდა დაფაროს.
  • კვლები მორწყეთ, ფირი დააფარეთ და ნიადაგს მომწიფება აცადეთ. ამას დაახლოებით 3-7 დღე დასჭირდება.

როგორ დავაჩქაროთ ყაბაყის მომწიფება

ყაბაყის დარგვამდე ორმოები მოამზადეთ. თითოეულ ორმოში ცოტა ახალი ჭინჭარი და 20 გრ კალციუმის ნიტრატი ჩაყარეთ. ასევე შეგიძლიათ რამდენიმე კოვზი თევზის ფქვილი დაუმატოთ.

ახლა მთავარი! ყაბაყის სწრაფად გაზრდაში ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი დაგეხმარებათ. თქვენი ნერგები მზა მიწაში ჩარგეთ და თითოეული ღერო ბოთლებით (ძირი მოაჭერით) დაფარეთ.

შედეგად, თითოეული მცენარე დაცული გუმბათის ქვეშ იქნება. თბილ ამინდში თავსახური მოხსენით, ხოლო ღამით ან ყინვების დროს – დაახურეთ. ასე ყაბაყს ტემპერატურის ცვლილებისგან დაიცავთ.

ეს ყაბაყის დარგვის ერთ–ერთი სწორი მეთოდია. ოღონდ ნერგები ძალიან ღრმად არ ჩარგოთ, რადგან ნეშომპალასთან ახლოს მიწის ტემპერატურა მაღალია. ვიმედოვნებთ, რომ ეს სააგარაკო ხრიკი ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს