პომიდვრის ნერგებს სხვადასხვა დროს ვრგავ, რაც მათი ზრდის პირობებზეა დამოკიდებული. ვცდილობ, სათბურში პომიდორი მაისის პირველ ნახევარში დავრგო.
ღია მიწაში (საფარის ქვეშ) პომიდვრის ნერგებს უკვე 20 მაისის შემდეგ ვრგავ, როცა ტემპერატურა +16+18 გრადუსამდე გათმბარია და ყინვების საფრთხე შემცირებულია.
რა შეიძლება ჩავდოთ ორმოებში პომიდვრის დარგვის დროს?
ნიადაგის მომზადება
იდეალური ვარიანტი: პომიდვრისთვის კვლების მომზადება შემოდგომიდან დაიწყეთ. პომიდორს ნეიტრალური ან ოდნავ მჟავე მიწა უყვარს. მიწა ნაცართან და დოლომიტის ფქვილთან (ცარცი) ერთად დაბარეთ, რომ მიწა ოდნავ დამჟავდეს. სექტემბერში სათბურში სიდერატები დარგეთ და 1,5 თვეში მიწას აურიეთ.
ნერგების მომზადება დასარგავად
დარგვამდე 1 კვირით ადრე ნერგებს ორი ქვედა ფოთოლი მოაშორეთ, რომ დაზიანებულმა ნერგებმა გამოჯანმრთელება და ინფექციების თავიდან აცილება შეძლონ. ეს იმისთვის კეთდება, რომ უფოთლო ადგილმა უფრო მეტი ფესურა და კვების სივრცე მოგვცეს.
ამის შემდეგ ხსნარით „ეპინი“ დანამეთ, რომ გადაჭრილი მცენარე სტრესისგან დაიცვათ.
რა ჩავდოთ ორმოებში პომიდვრების ქვეშ
დარგვამდე თოხის ხიშტის სიღრმე ორმოები ამოთხარეთ. დარგვის სქემა: 50×50 (მაღალი და საშუალო სიმაღლის მცენარეებისთვის) და 30-40 სმ (დაბალი მცენარისთვის).
ორმოები აუცილებლად მორწყეთ. 1 ვედრო ცხელ წყალში (მიწა უკეთ რომ გათბეს) გახსენით 150 გრ სუპერფოსფატის ხსნარი (წინასწარ 100 გრ სასუქი 1 ლ ცხელ წყალში გააზავეთ და 1 დღე დააყენეთ. პერიოდულად აურიეთ).
წყლით სავსე ჭურჭელს 1 კოვზი კალიუმის სულფატიც დაუმატეთ. ნარევი კარგად აურიეთ და თითოეულ ორმოში 3-3 ლ ხსნარი ჩაასხით.
თბილი წყლის ხარჯზე ოთახის პირობებში გაზრდილი მცენარე დიდ სტრესს აღარ განიცდის, ფესურა პირდაპირ კომფორტულ გარემოში მოხვდება (იმის მიუხედავად, რომ დარგვამდე გამოახშირეს).
პომიდვრის გამოსაკვებად აზოტის სასუქს თავი აარიდეთ (ბუჩქები გასქელდება). ამ მცენარისთვის ფოსფორის და კალიუმის სასუქი უკეთესია.
ორმოებში ასევე შეგიძლიათ ჩაყაროთ 1 ს/კ დოლომიტის ფქვილი (იმის მიუხედავად, რომ შემოდგომაზე მიწის დამჟავება მოახდინეთ), 2 ს/კ ხის ნაცარი, 2 ს/კ ნეშომპალა და 1 ს/კ ძვლის ფქვილი.
სასუქი ორმოში აურიეთ. ორმოს ძირში შემოდგომიდან დარჩენილი სიდერატების ნარჩენები მოათავსეთ.
მასში შეგიძლიათ ხსნარი „ფიტოსპორინი“ ჩაასხათ და „გლიოკლადინის“ აბები ჩადოთ.
დარგვამდე პომიდვრის ნერგები წყლით მორწყეთ, რომ მიწა ჭურჭელში დატენიანდეს. ჭიქებიდან ფრთხილად ამოიღეთ, ორმოებში გადაიტანეთ და მიწით დაფარეთ. ხელისგულებით დატკეპნეთ. კიდევ ერთხელ თბილი წყლით მორწყეთ. ღეროები აიღეთ და მცენარეებს მიამაგრეთ. ზემოდან აგროფიბრი დააფარეთ, რომ მზისგან დაჩრდილოთ.
სჯობს პომიდვრები საღამოს ან მოღრუბლურ ამინდში დარგოთ.
რა გავაკეთოთ დარგვის შემდეგ
სასურველია, პომიდვრის დარგვის შემდეგ მიწა ტორფით, თივით ან დაჭრილი ბალახით დაფაროთ, რომ ტენიანობა დიდხანს შეინარჩუნოს.
10-14 დღეში მორწყეთ. ამ დროში პომიდვრის ფესვების სისტემა ცოტა განვითარდება.