ზაფხულში მეზობლებს კიტრს ვედროებით ვურიგებ, მიზეზი დანამატშია.

21388

ზამთარ–ზაფხულ იმდენი კიტრი მაქვს, რომ ნათესავებს და მეზობლებს ვურიგებ. დაე,ზამთარში ვედროებით ვერ ვახერხებ, მაგრამ ზაფხულში მართლაც ძალიან ბევრია – დაკონსერვებას და სალათების გაკეთებას ვერ ვასწრებ. Vivien გიზიარებთ საიდუმლო მეთოდს, რომლის დახმარებით კიტრის უხვ მოსავალს მიიღებთ. ალბათ, გამოცდილმა მებოსტნეებმა უკვე იციან, მაგრამ დამწყებებს გამოადგებათ.

გასაგებია, კიტრით პირი რომ ჩაიტკბარუნოთ და იხრაშუნოთ, კარგი მოსავალი უნდა მიიღოთ. დაფის დაკვრა და შელოცვა არ შველის – უკვე ვცადე, შედეგი ნული. თუმცა საფუარის სასუქის მიწოდების შემდეგ ეფექტს დაუყონებლივ დაინახავთ.

სასარგებლო რჩევა, როგორ გაზარდოთ ვედრობით კიტრი 

პირველ რიში, საფუარის სასუქის მიწოდების სქემა გაითვალისწინეთ. როგორც ნებისმიერი საკვები დანამატი, დოზირებას და მიღების დროს მოითხოვს. მთელი სეზონის განმავლობაში 3–ჯერ უნდა გამოიყენოთ.

  • 1–ლი მიწოდება: კიტრის ნერგის ღია მიწაში გადარგვიდან 5 დღის შემდეგ. თუ თესლი პირდაპირ ღია ნაკვეთში დათესეთ, პირველად მე-6 ფოთლის გამოჩენის შემდეგ გამოკვებეთ. ასე მცენარეს ახალ ადგილზე დამკვიდრებასა და გაძლიერებაში დაეხმარებით. ფესვების და ღეროს ზრდის სტიმულს მისცემთ.
  • მე–2 მიწოდება: პირველი ყვავილების გამოჩენისას. სასუქი ახალი ყვავილების გამოღებას ხელს უწყობს. მცენარეს დაავადებების და ცუდი ამინდის პირობების მიმართ უფრო გამძლეს ხდის.
  • მე–3 მიწოდება: ნასკვების გამოჩენისას. მცენარის დამუშავება ნასკვების რაოდენობას გაზრდის, გემოს გააუმჯობესებს და ზრდას დააჩქარებს.

როგორ მოვამზადოთ საფუარის სასუქი: რჩევები

საფუარის სასუქის მომზადების 2 რეცეპტია. თავად გადაწყვიტეთ, თუ რომელს აირჩევთ.

  • 1–ლი რეცეპტი: 100 გრ რბილი (არა მშრალი) საფური 1 ლ თბილ რძეში გახსენით (უმჯობესია სახლის რძე გამოიყენოთ), აურიეთ და 2-4 საათით დააყენეთ. ამის შემდეგ 1:10 თანაფარდობით თბილ წყალში გააზავეთ. მიღებული ხსნარით კიტრი დილას ან საღამოს დანამეთ. ყველაზე წვრილი თავის მქონე პულვერიზატორი გამოიყენეთ.
  • მე–2 რეცეპტი: 10 ლ თბილ წყალში 10 გრ ხმელი საფუარი და 2 ს/კ შაქარი აურიეთ. სითხე 4 საათით სითბოში გააჩერეთ. მოსარწყავად 1:5 თანაფარდობით თბილ წყალში გააზავეთ და იმწამსვე მორწყეთ. ნათესარის ფესვების ქვეშ დაგჭირდებათ 200-200 მლ ხსნარი, ხოლო ზრდასრული ღეროს ქვეშ – 1 ლ ხსნარი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს