სათბურში კიტრის დარგვის დრო მოვიდა და Vivien გასწავლით, როგორი ფორმა მისცეთ კიტრს და რატომ.
ზოგი თვლის, რომ კიტრის ნერგი დარგო, დაამაგრა, ფოჩი გაიზარდა და გამოდის, ყველაფერი კარგადაა. ახლა მხოლოდ მოსავალს უნდა დაელოდოს. არადა ასე არაა.
კიტრს, როგორც პომიდორს, ნამხრის აცლა სჭირდება. ასევე სასურველია, ერთ ღეროზე ფორმირება. კიტრის ყველა ჯიშს ერთ ღეროზე ვტოვებ. რატომ უნდა მოიქცეთ ასე?
პირველ რიგში, ნაადრევი მოსავალი უფრო მეტი მოსავალია. გასქელებული არაა, ანუ სამუშაოდ მოსახერხებელია. მეორეც, კარგ ვენტილაციას იძლევა, რაც მცენარის კომფორტულად განვითარებას ხელს უწყობს, სხვადასხვა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ წინააღმდეგობის უნარს ზრდის.
მოკლედ, კიტრი დავთესე და თითოეული ბუჩქი ძაფზე დავახვიე. ძლიერ არ გავკვანძე, რადგან მცენარე ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს. ღეროს ძაფზე ზრდის მიხედვით ვახვევ.
მთავარ ღეროსა და ფოთლებს შორის იზრდება ნამხარი (ზედმეტი ყლორტი). მას ვაშორებ.
ნამხარი გვხდება პომიდორზე, ყურძენსა და ბევრ სხვა მცენარეზე. რატომ არის აუცილებელი მისი მოშორება? მისი მოშორების გარეშე კიტრი გასქელდება (მწვანე მასა გაიზრდება). ეს ზრდის მაღალ წერტილს ზიანს აყენებს. თქვენი მიზანია კიტრი ერთ ღეროში მოათავსოთ. ნამხრის აცლით კიტრი მთელ ძალას ზრდის ზედა წერტილს აწვდის. მთელი ღერო სრულყოფილად იკვებება. ყველა ულვაშსაც ვაშორებ.
ულვაშები არ გვჭირდება. კიტრი დახვეულია და ულვაშებზე ზედმეტ ძალას ხარჯავს, მისი აუცილებლობა არაა. ყველა მკვებავი ნივთიერება ნაყოფის ფორმირებას მოხმარდება.
ყოველ 2-3 დღეში პიკირებას ვაკეთებ. ნამხრებს სქელ ყლორტებად გადაზრდის საშუალებას არ ვაძლევ. თითქმის ძალიან პატარას ვჭრი. კიტრი სტრესს ცუდად უძლებს, არ უყვარს, როცა ჭრიან, ამიტომ ვცდილობ ჭრილობები მინიმალური იყოს. ნესტიან ამინდში ამ ჭრილობიდან მცენარეში შეიძლება სხვადასხვა დაავადებები მოხვდეს. სწორედ ამიტომ, ძალიან პატარა ნამხარს ვაჭრი, რომ მცენარე ნაკლებად დაზიანდეს.
შემდეგ ქვედა, ყვითელ ფოთლებს ვაჭრი, როცა უკვე აღარ მჭირდება.
თითო–თითო ან ორი ფოთოლი. პომიდვრის მსგავსად ერთდროულად ბევრის მოშორება არ შეიძლება. თუ პომიდორს ზედმეტი ტვირთის მოშორება მოსწონს, კიტრი ამაზე ცუდად რეაგირებს. კიტრს ეს არ უყვარს – სტრესს განიცდის.
კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: პატარა ნასკვებს ვაშორებ, რომლებიც ჯერ კიდევ ნერგის ეტაპზე ჩნდება.
მათი მოშორება აუცილებელია, რომ მცენარემ მათზე ენერგია არ დახარჯოს. ნასკვებს პირველი სამი და ზოგჯერ ოთხი ფოთლების სინუსებიდან ვიღებ. ნასკვებს ვაშორებ, რომ მცენარემ მათზე ენერგია არ დახარჯოს. მათი დახმარებით უფრო ნაადრევ მოსავალს ვერ მივიღებთ. აუცილებელია ბუჩქის მინიმუმ 1 მეტრამდე გაზრდას დაელოდოთ, რომ ფოთლები გამსხვილდეს. ძლიერი მცენარე უფრო მეტ მოსავალს იძლევა. არ დაგენანოთ და კიტრს პირველი ნასკვები მოაშორეთ. კიტრის ყველა სახეობას პირველ ნასკვებს ვაშორებ. მცენარე მსხვილდება და ძლიერ მოსავალს იძლევა.
ყველა ნამხარს, ულვაშს მანამ ვაშორებ, სანამ ღერო 2 მეტრამდე გაიზრდება. შემდეგ ხელს აღარ ვახლებ, ნამხრის აცლას ვწყვეტ. ღერო იხვევა და ქვემოთ ზრდას იწყებს. კიტრის სეზონი დასრულებულა და ნამხარზე კიტრები ჯერ კიდევ მაქვს. მოსავლის აღება გრძელდება. ყველაფერი იმიტომ, რომ მცენარე ძლიერია და ნაყოფის მოცემა შეუძლია.
ესეც, მთელი საიდუმლო კიტრის უხვი მოსავლის მისაღებად.