ჩვენ, ყველა ვიყენებთ საპონს ჭურჭლის თუ ტანსაცმლის გასარეცხად, ასევე ტანის დასაბანად. სამწუხაროდ, საპონთან მიმართებაში ბევრი მცდარი მოსაზრება არსებობს და დღეს Vivien ყველაზე გავრცელებულ მითებს გიზიარებთ.
1. საპონს მიკრობების გადატანა შეუძლია
ხალხს ეშინია გამოიყენოს საპონი, რომელიც სხვებმა უკვე გამოიყენეს. ეს გასაგებიცაა, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მიკრობები საპნიდან ჩვენს სხეულზე ვერ გადმოვა.
რჩევა: უბრალოდ დარწმუნდით, რომ საპონი გამოყენებამდე სრულად გაშრა. ამის შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გაავლეთ.
2. ანტიბაქტერიული საპონი ჩვეულებრივზე უკეთესია
CDC–ის თანახმად, ანტიბაქტერიულ საპონს რიგი უპირატესობები აქვს, მაგრამ ჩვეულებრივი საპონი არანაკლებ ეფექტურია, როცა საქმე დაავადებების გამომწვევი მიკრობების განადგურებას ეხება. ანტიბაქტერიული საპონი უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ საპონში დამატებულია აქტიური ანტიმიკრობული ინგრედიენტები.
FDA რწმუნებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ანტიმიკრობული საპნები ადამიანის ჯანმრთელობას უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე ჩვეულებრივი საპნები.
3. მყარი საპონი კანს აშრობს
ნატურალური საპონი შეიცავს უფრო მეტ ცხიმოვან ზეთს, რომლებიც კანს კვებავენ, ატენიანებენ და აღადგენენ. ბევრი თვლის, რომ თხევადი საპონი აბრეშუმისებრი გლუვი ტექსტურის გამო კანს უკეთ ატენიანებს, მაგრამ ასე არაა! მყარი ნატურალური საპონი კანისთვის გაცილებით უკეთესია.
4. მყარი საპონი თხევადზე ძვირია
სინამდვილეში, მყარ საპონთან შედარებით უფრო მეტ თხევად საპონს ვიყენებთ. ალბათ, იმიტომ, რომ ბოთლიდან ადვილად იღვრება. შედეგად, მეტი საპონი ტყუილად იხარჯება.
5. თხევადი საპონი მეტ ნარჩენებს ქმნის
სინამდვილეში, თხევადი საპონი გარემოს დაბინძურებაში დამნაშავეა. ყოველწლიურად დაახლოებით 270 მლნ პლასტმასის ბოთლი და დისპენსერი ნაგავში იყრება, რადგან ხელმეორედ არ მუშავდება.
როგორც წესი, თხევადი საპნის შექმნის პროცესი კონტეინერების წარმოებისა და განადგურებისთვის მეტ ენერგიას მოითხოვს. მყარი საპონი მხოლოდ პატარა მუყაოს ყუთს მოიცავს, რომელიც სწრაფად ნადგურდება.