სახლებში დაბინძურებული ჰაერის გამო სხვადასხვა სახის ალერგიის და დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ვართ. სახლებში ყველაზე გავრცელებული დამაბინძურებელი ნივთიერებები აქვს ხალიჩებს, პენოპლასტის საიზოლაციო მასალებს, ასევე საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებებს და დაპრესილი ხის ნაწარმს.
Eartheeasy–ის თანახმად, „შინაგანი დამაბინძურებლები, რომლებიც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენენ, არის ფორმალდეჰიდები, ბენზოლი და ტრიქლორეთილენი. ასევე ასევე ჰაერში შემავალი ბიოლოგიური დამაბინძურებლები, ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტის ოქსიდი, პესტიციდები, ფენოლი და რადონი.
შედეგად ალერგიის სიმპტომებს, თავის ტკივილს, დაღლილობას, ნერვული სისტემის დარღვევას, სიმსივნეს და სიკვდილს იწვევენ.
NASA–ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით მეცნიერებმა დაასახელეს 50 ოთახის მცენარე, რომლებიც ზემოთ ნახსენებ ბევრ დამაბინძურებელ ნივთიერებას და გაზებს შთანთქავენ. NASA–მ პიკაიუნში, ვაშინგტონის შტატში დოქტორი ვულვერტონის ხელმძღვანელობით ორწლიანი კვლევა ჩაატარა.
მცენარეების და ჰაერის ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ ოთახის მცენარეები, რომლებიც სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებებით სავსე ჰერმენტულ კამერებში ჰქონდათ მოთავსებული, ამ ქიმიურ ნივთიერებებს აქრობდნენ. შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მცენარეს შენობის დამაბინძურებლებისგან გაწმენდა შეუძლია.”
Vivien გთავაზობთ 10 ყველაზე ეფექტურ მცენარეს, რომლებიც ჰაერს დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან წმენდენ.
1. სპატიფილუმი (Spathiphyllum)
დეკორატიული მცენარე ჰაერიდან შთანთქავს ბენზოლს, სპირტს, აცეტონს და ტრიქლორეთილენს. დარწმუნდით, რომ მცენარე ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელია, რადგან მისი ჭამა არ შეიძლება.
2. ბამბუკის პალმა (Chamaedorea seifrizii)
ჰაერის შესანიშნავი დამატენიანებელი მცენარე, რომელიც მას ბენზოლისა და ტრიქლორეთილენისგან წმენდს.
3. სანსევიერა (Sansevieria Trifasciata)
მცენარეს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ჟანგბადს გამოყოფს და ნახშირორჟანგს შთანთქავს. თქვენი ხალიჩების და დაპრესილი ხის ავეჯიდან გამოყოფილ ფორმალდეჰიდებს ეფექტურად აქრობს.
4. ინგლისური სურო (Hedera Helix)
კვამლიდან კანცეროგენებს ეფექტურად შთანთქავს.
5. დრაკონის ხე (Dracaena Draco)
ამ სუბტროპიკულ მცენარეს ძლიერ გამწმენდი თვისებები აქვს. ფილტრავს ქსილოლს, ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც გამოყოფს საღებავები, სიგარეტები და ავტომობილის გამონაბოლქვი აირები.
6. ქლოროფიტუმი (Chlorophytum Comosum)
მცენარე ბუხართან ან სამზარეულოში დადეთ, რომ დაგროვილი ნახშირბადის მონოქსიდი შთანთქას. მას ბევრი ბუნებრივი სინათლე, ასევე მინიმალური მორწყვა სჭირდება.
7. დრაცენა (Dracaena deremensis)
გამხსნელებისა და ლაქებისგან ტრიქლორეთილენს აქრობს. მისი გაზრდა ადვილია. ცოტა მზის სხივი და წყალი სჭირდება.
8. ბოსტონის გვიმრა (Nephrolepis Exalta Bostoniensis)
ჰაერის ძლიერი დამატენიანებელი მცენარე, რომელიც ჰაერს ფორმალდეჰიდებისგან წმენდს.
9. ოქროსფერი ეპიპრემნუმი (Epipremnum Aureum)
საუკეთესო მცენარე იმისთვის, რომ ჰაერი ფორმალდეჰიდებისა და ნახშირბადის მონოქსიდისგან გაწმინდოთ.
10. მაღალი რაპისი (Rhapis Excelsa)
მცენარის მსხვილი მწვანე ფოთლები შენობას დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან ეფექტურად წმენდს. ყურადღება მიაქციეთ, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში ბევრი წყალი სჭირდება.
ეს ძლიერი გამწმენდი მცენარეები სახლში იქონიეთ და სუფთა ჰაერით და პოზიტიური ენერგიით დატკბით!