ყვავილების ქოთნებში შავი ბუზების გაჩენის პრობლემას უკვე არა ერთხელ შევეჯახე. ეს სენი სწრაფად მრავლდება და თუ მიუშვებთ, მთელ სახლს გაავსებს. მავნებლების მოშორება რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შავი ბუზები ნერგებს გაუჩნდა. ძლიერი ქიმიური საშუალებებით ახალგაზრდა ყლორტების დამუშავება მათზე დადებითად არ იმოქმედებს. თუმცა ნერვიულობა ადრეა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
სციარიდები, რომლებიც მცენარეებს უტევენ, კოღოს სახეობაა. მათ გაჩენას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ზოგჯერ, დამნაშავე თავად ვართ. მთავარი საკითხია, როგორ მოვიშოროთ შავი ბუზები სწრაფად და უსაფრთხოდ. ეს იდეა შემთხვევით გამიჩნდა და მის ეფექტურობაში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ ცდა გადავწყვიტე. ჩემდა სასიხარულოდ, გაამართლა.
შავი ბუზების გაჩენის მიზეზები
- მწერების კვერცხები შეძენილ მიწაში – როცა მაღაზიაში მიწას ვყიდულობთ, ვიმედოვნებთ, რომ ხარისხიან და მკვებავი ნივთიერებებით სავსე მიწას ვიყიდით. არადა მხოლოდ პრობლემებს და თავის ტკივილს ვიღებთ. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ნიადაგის ნარევს მავნებლების ლარვებისგან ცუდად წმენდენ. შავი ბუზები ჩვენს სახლში ხშირად ამ გზით ხვდება.
- ხელსაყრელი გარემოს შექმნა – მცენარის გამოკვების მცდელობისას, ქოთანში მომზადებულ ჩაის ჩენჩოს, ბანანის ქერქს და სხვა ნარჩენებს ვდებთ. ეს შავი ბუზებისთვის უბრალოდ იდეალური გარემოა.
როგორ მოვიშოროთ სციარიდები – თქვენ შეგიძლიათ სხვადასხა სპეციალური პრეპარატი და ხალხური მეთოდი გამოიყენოთ. თუმცა დღეს მარტივ მეთოდს გიზიარებთ. თითქმის ყველას სახლში ფუმიგატორი აქვს. ეს მოწყობილობა ღამით მშვიდად ძილში გვეხმარება, რომ კოღოებმა არ შეგვაწუხოს.სციარიდები იგივე კოღოა, ამიტომ საშუალება მათზეც მოქმედებს. უბრალოდ მცენარე ერთ ოთახში შეიტანეთ და ფუმიგატორი ფირფიტით ან სითხით შეართეთ.პროცედურა 1 კვირის განმავლობაში გაიმეორეთ, ფირფიტები ყოველდღე გამოცვალეთ. პირველად მფრინავი მწერები დაიღუპება. შემდეგ დღეებში ახალ გამოჩეკილი მწერების მოშორებას შეძლებთ. ამრიგად, ყველა მწერს გაანადგურებთ.
ბევრი ამ მეთოდს გაწელილად ჩათვლის, მაგრამ, მეორე მხრივ, მცენარეებისთვის უფრო უსაფრთხოა. თან ფირფიტები თეთრები ღირს. თქვენ რომელ მეთოდს იყენებთ სციარიდების მოსაშორებლად?