არა ერთხელ მსმენია ზღაპრული ისტორიები, თუ როგორ ჩამოიტანეს დასასვენებელი ადგილებიდან დაფნის ტოტი. თითქოსდა, გადაჭრეს, წყალში ჩადეს და აი, ისიც ადგა და გაფესვიანდა. რთული დასაჯერებელია, რომ ფანჯრის რაფაზე დაფნის ფოთოლის ასე გაზრდა შეიძლება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაფნის თესლი 2–ჯერ დავთესე და ვერც ერთხელ წარმატებულად.
და მაინც, კეთილშობილი დაფნა (ის, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ) უპრეტენზიო მცენარედ ითვლება. სახლში დაფნის გასაზრდელად ყველაზე რთული ნაწილია დარგვა. საბედნიეროდ, ყვავილების მაღაზიაში მცენარის შეძენა დროულად მოვიფიქრე. Vivien.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იზრუნოთ დაფნაზე.
კომფორტული პირობები გასაზრდელად
პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ დაფნა სამზარეულოში, ფანჯრის რაფაზე მაქვს. ოთახში ყოველთვის თბილა. მცენარე ჭარბი მზით არ იტანჯება, რადგან ფანჯარა სამხრეთ მხარეს მდებარეობს. დაფნამ თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, მშობლიურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები უნდა შეუქმნათ. სწორედ ამიტომ, ზაფხულში აივანზე გამაქვს, ხოლო ზამთარში – გათბობის ბატარეებიდან შორს.
სიტყვაზე, ბევრი მზეც არ სჭირდება, რადგან ასე ფოთლები პატარავდება, არომატს კარგავს. დაფნას უხვად მორწყვა აუცილებლად სჭირდება. ნიადაგი მორწყეთ და ფოთლები დანამეთ. ზაფხულში დილას და საღამოს მორწყეთ. ორპირ ქარს მოარიდეთ – ეს არ უყვარს.
რამდენად ხშირად შეიძლება ფოთლების მოჭრა
ფოთლები ღეროს ადვილად შორდება. სწორედ ამიტომ, მათი მოცილება მცენარეს სტრესს არ უქმნის. პირადად, მე, ფოთლებს მაშინ ვაცლი, როცა მჭირდება. კერძებში თითქმის ყოველდღე ვიყენებ. სიტყვაზე, არომატულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასრესთ. თავად მცენარეს სურნელი არ აქვს.
დაფნას შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მიანიჭოთ. მისი ღეროები გადაჭერით, გადანასკვეთ, ისეთი ფორმა მიეცით, როგორც გსურთ. გირჩევთ ზაფხულის ბოლოს გადაჭრათ, როცა მცენარე ზრდას წყვეტს.
გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბევრი ნაცნობი დაფნას პირდაპირ ეზოში ზრდის. ზამთარში ბუჩქს თხრიან და სახლში მალავენ. თქვენ ზრდით დაფნას ფანჯრის რაფაზე? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ ვიზრუნოთ ამ ეგზოტიკურ მცენარეზე?