ყვავილი მარანტა, ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული მცენარეა, ამიტომ სანამ მას შეიძენთ მისი მოვლის შესახებ საკმარისი ინფორმაცია უნდა გქონდეთ. ამ სტატიაში იმ რეკომენდაციების სიას იხილავთ რომელიც ჯანმრთელი და ლამაზი მარანტას გაზრდაში დაგეხმარებათ!
როგორ უნდა მოვუაროთ მარანტას-პირველ რიგში მარანტა მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ, რადგან მას ფოთლები ადვილად ეწვება. მისთვის იდეალურ გარემოს ნახევრად ჩრდილი წარმოადგენს. თუ სახლში შესაფერისი განათების მქონე ადგილი არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ მცენარისთვის გარემო ჩვეულებრივი სანათებით შექმნათ. არანაკლებ მნიშვნელოვანი ნიუანსია ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა. ზაფხულში ის 22-24 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გყავდეთ, ზამთრის მოახლოვებასთან ერთად კი ტემპერატურას ნელ-ნელა უნდა დაუკლოთ და 18-16 გრადუსი გახადოთ, გამოცდილი მეყვავილეები გვირჩევენ მარანტა სველ კერამზიტზე ან სფაგნუმზე დადგათ. ეს ოთახში ჰაერს დაატენიანებს.რაც შეეხება მორწყვას: მარანტა მხოლოდ ნადგამი წყალით უნდა მორწყათ. მორწყვა რეგულარულად არის საჭირო, რადგან მისი ნიადაგი მუდმივას ნოტიო უნდა იყოს. არ დაგავიწყდეს ფოთლებისთვის “შხაპის” მოწყობაც, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში.
მარანტას ნიადაგის განოყიერება-მარანტას კომპლექსური, თხევადი სასუქი ესაჭიროება, დეკორატიულ-ფოთლოვანი მცენარებისთვის. განოყიერება აუცილებლად უნდა მოხდეს გაზაფხულ-ზაფხულის შუა პერიოდში. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ დროს იწყებს მარანტა სწრაფ ზრდას. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდში ჭირდება მას საკვები ნივთიერებების დამატება.
მარანტას გადარგვა-მარანტა ახალ, უფრო დიდ ქოთანში – მინიმუმ 2 წელიწადში ერთხელ უნდა გადაიტანოთ. იდეალურ ვარიანტში კი ეს ყოველწლიურად კეთდება. გადარგვის პროცესს დიდი დრო არ ჭირდება. ჯერ ახალ ქოთანში კერამზიტის მსხვილი ფენა ჩაყარეთ, ეს მცენარის ფესვებს ჭარბი სითხისგან დაიცავს. შემდეგ, მოაყარეთ დაბალი მჟავიანობის მქონე გრუნტი და ფრთხილად გადაიტანეთ მარანტა ახალ ქოთანში. ეხადეთ ფესვები არ დაუზიანოთ. ყვავილის მოთავსების შემდეგ ქოთანში მიწა მოათავსეთ და ბოლოდემ გაავსეთ.