რომელ მებოსტნეს არ სურს, რომ მისი კვლები უხვად ყვავილობდნენ და ნაყოფს იძლეოდნენ? ამისთვის შინაურული კვების პროდუქტების მოყვანაში მთელი სული უნდა ჩადოთ. თითოეული მცენარე ინდივიდუალურ მიდგომას, განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას და სწორად შერჩეულ სასუქს მოითხოვს. რაც შეეხება კიტრს, ხრაშუნა ბოსტნეულის გამოკვება შემოქმედებითი საქმეა. დიახ, დიახ, დღეს გიამბობთ რით გამოკვებოთ კიტრის ნასკვები და როგორ გაზარდოთ მოსავლიანობა.
რით უნდა გამოკვებოთ კიტრის ნასკვები
მებაღეობის მაღაზიაში სასუქები ბნელია, ყველა ერთნაირად სასარგებლო არაა. ჩვენ ხომ ნატურალურ პროდუქტებს იმისთვის არ ვზრდით, რომ ის ნებისმიერი რამით გამოვკვებოთ. ამ სიკეთით მაღაზია სავსეა. არ სჯობს სასუქი თავად მოამზადოთ?
ფესვების გამოკვება და დანამვა მონაცვლეობით გამოიყენეთ. ყველაფერი იმიტომ, რომ კიტრების ფესვების სისტემა ძლიერი არაა და სასუქს ნიადაგიდან იწოვს. ამინდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, მოღრუბლურ ამინდში სჯობს კიტრი დანამოთ და არ მორწყათ.
კიტრი ღია ნაკვეთზე შეგიძლიათ ბალახების ნაყენით გამოკვებოთ. აბზინდა, ჭინჭარი, სამყურა და სხვა ბალახები აურიეთ. ხსნარი 3 დღე დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ და წყალში გააზავეთ. ასეთი ხსნარი კიტრის აქტიურ ნაყოფიერებას ხელს შეუწყობს.
ფერმკრთალი კიტრი აზოტის დეფიციტზე საუბრობს. ამ შემთხვევაში ბოსტნეული შარდოვანით გამოკვებეთ. 2 ს/კ შარდოვანა 10 ლ წყალში გააზავეთ და კიტრის ბუჩქები დანამეთ. ასე დაუყონებლივ მოიქეცით, როგორც კი დაზიანებულ ქვედა ფოთლებს შეამჩნევთ.
თუ შეამჩნიეთ, რომ კიტრის ფოთლები გაყვითლდა, დაუყონებლივ გამოკვებეთ. ამისთვის 2 ლ კეფირის და 10 ლ წყლის ხსნარი გამოგადგებათ. ამ ხსნარით კიტრის ყველა ფოთოლი დანამეთ. ამავე ხსნარს შეგიძლიათ დაუმატოთ იოდი, დაახლოებით 10 წვეთი 10 ლ წყალზე.
კიტრის გაძლიერებას და ზრდის დაჩქარებას საფუარით შეძლებთ. 10 გრ ხმელი საფუარი 10 ლ თბილ წყალში გახსენით, აქვე 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ და 3 დღის შემდეგ თითოეული ბუჩქი ამ სასუქით მორწყეთ. კიტრი ხრაშუნა და სქელი იქნება.
როგორ გავზარდოთ კიტრის მოსავალი
ნასკვების რაოდენობა რომ გაზარდოთ, კიტრის ფოთლები უნდა გადაჭრათ. ბევრი მებოსტნე ამას არასწორად აკეთებს და კიტრის თავს ჭრის. ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
ბუჩქზე 2–ჯერ ან 3–ჯერ მეტი კიტრი რომ გაიზარდოს, ბუჩქის ყველაზე ქვედა ფოთლები უნდა გადაჭრათ. სხვა ფოთლებს არ უნდა შეეხოთ. მათი გადაჭრა სიტუაციას გაამწვავებს. ფოთლები და ულვაშები არ მოაშოროთ, ეს შეგიძლიათ მხოლოდ ქვედა ფოთლებზე გააკეთოთ.
კიტრი თქვენი აზრით ყველაზე შესაფერისი სასუქით დანამეთ და ქვედა ფოთლები გადაჭერით. ასე წარმატებით შეძლებთ მოსავლის გაზრდას. თქვენ როგორ ზრუნავთ თქვენს კვლებზე?