ამ ნათელმა და ჯადოსნურმა ყვავილებმა ბევრი ქალბატონის გული დაიპყრეს, არა მარტო თავისი ყვავილობით, არამედ გაზრდისა და მოვლის სიმარტივითაც. წელიწადის თბილ დროს მათი დადგმა აივანზეც შეიძლება.დღეს მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ ამ მცენარეებს გადარგვის შემდეგ.
როდის შევიტანოთ სასუქი
როგორც წესი პეტუნიებს თებერვლის ბოლოდან – აპრილამდე პერიოდში თესავენ. თუ ყველაფერი ნორმალურად განვიტარდა, პირველ წანაზარდებს 5-8 დღეში დაინახავთ, მაგრამ, მათი მაშინვე განოყიერება არ შეიძლება!სასუქი პირველი ამონაზარდის გაჩენიდან ორ კვირაში დაუმატეთ. თუ მას წანაზარდის გამოჩენისთანავე შეიტანთ, ახალგაზრდა პეტუნიები სასარგებლო ელემენტების ასეთ კონცენტრაციას ვერ გაუძლებენ.
როგორ გამოვიყენოთ სასუქი
- მცენარეს სასუქი სველ გრუნტზე უნდა მიაწოდოთ.
- გამოიყენეთ თხევადი სასუქი, მათ მიწა მაშინვე იწოვს
- მწენარეს სასუქი ზრდის სრული დროის მანძილზე ესაჭიროება. საშუალოდ 4-ჯერ.
- სასუქის შეტანას შორის ინტერვალი 10-12 დღე უნდა იყოს.
- იმისთვის, რომ მცენარეს ძლიერი ფესვთა სისტემა განუვითარდეს მებაღეები მის უკვე განაყოფიერებულ ნიადაგში დათესვას გვირჩევენ, დათესვამდე კი თესლი ქარვის მჟავაში უნდა ჩაალბოთ.
- გახსენით 2 გრამი მჟავა – 2 ლიტრ თბილ წყალში. ჩაალბეთ თესლი ხსნარში – მთელი რამის განმავლობაში, შემდეგ გააშრეთ და მაშინვე დათესეთ. ამგავარდ პეტუნია უკეთ გაუმკლავდება დაავადებებს და უფრო სწრაფადაც გაიზრდება.
სასუქი #1
- იმისთვის, რომ მცენარე უკეთ გაიზარდოს, მას დათესვისას სასუქი ესაჭიროება. ამისთვის ყვავილების ნებისმიერი კომპლექსური ტიპის სასუქი გამოგადგებათ.
- ამ პროცესში შარდოვანას ხსნარი დაგეხმარებათ. უბრალოდ გახსენით 4-5 გრამი შარდოვანა – 1 ლიტრ წყალში.
- ყვავილოვანი სასუქის ნაცვლად ნებისმიერი დამფესვიანებელიც გამოგადგებათ. ის ქარვის მჟავაში გახსენით.
სასუქი #2
- პეტუნიას მეორე სასუქი დათესვიდან 7-10 დრის შემდეგ უნდა მიაწოდოთ. ამ დროს მცენარე უკვე გაუმკლავდა სტრესს და ზრდაც დაიწყო.
- მეორე განოყიერებისთვის აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველი კომპლექსური სასუქები გამოიყენეთ.
- თუ ამ დროის განმავლობაში მცენარე მაინც არ გაიზარდა, რეკომენდებულია კალციუმის ნიტრატის გამოყენება (0.5 ჩ.კ. – 5 ლიტრზე). ასეთი სასუქი დაფესვიანებას უწყობს ხელს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს