როგორ მოვაშოროთ ქინქლები მცენარეებს: 4 მარტივი მეთოდი

2397

პატარა მწვანე კუთხე ნებისმიერ ბინაში არსებობს. ის თვალს ახარებს და შენობაში სუფთა ჰაერის ქონაზე ზრუნავს. ხშირად მცენარეებზე ელემენტარული მოვლა საკმარისია, მაგრამ მავნებლების გაჩენისგან დაზღვეული არავინაა.

შავი ქინქლები ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა. მათი მოშორება საკმაოდ რთულია, ისინი სწრაფად მრავლდებიან და მთელ სახლში ფრენას იწყებენ. ამ მწერების მოსაშორებლად ქიმიური საშუალებების გამოყენება არ იჩქაროთ. უფრო უსაფრთხო მეთოდიც არსებობს.

როგორ მოვაშოროთ ქინქლები მცენარეებს

ქინქლების მოშორებაში ეთერზეთები დაგეხმარებათ. ყველაზე ეფექტურია ნემსიწვერას, ჩაის ხის და ბეგქონდარას ზეთები. პროფილაქტიკის მიზნით მცენარეები 2 კვირაში ერთხელ ამ ნარევით (2-3 წვეთი ზეთი 1 ლ წყალზე) მორწყეთ. თუ ქინქლები უკვე გაჩნდა, მორწყვის რაოდენობა კვირაში 1-2-ჯერ გაზარდეთ.

ქინქლების გაჩენა შეიძლება ფესვების ლპობამ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ფესვების მდგომარეობა შეამოწმეთ. თუ ფესვების სისტემის დაზიანება შენიშნეთ, აუცილებლად დაამუშავეთ, მცენარე კი გადარგეთ.

ფესვების ლპობას ხშირად ცუდი სადრენაჟო სისტემა ან მისი არ არსებობა იწვევს. მცენარის გადარგვის დროს დარწმუნდით, რომ წყლის დაგუბება არ მოხდება. ნიადაგი ზემოდან ქვიშით დაფარეთ, ის კარგად შრება.

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი ქინქლების მოსაშორებლად – ასანთი. თითოეულ ქოთანში 4-6 ასანთის ღერო გოგირდის თავით ქვემოთ ჩაარჭეთ. ყოველ 2 დღეში შეცვალეთ, რომ მავნებლები საერთოდ გააქროთ.

მწერებს ნივრის ნაყენიც შესანიშნავად გაუმკლავდება, განსაკუთრებით ასანთთან კომბინაციაში. წვრილ სახეხზე გახეხეთ ან ერთი თავი ნიორი დაპრესეთ და 600 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 2-4 საათით დააყენეთ. მცენარეები ახალი ნაყენით დანამეთ, ხოლო რბილობი მიწის ზედა ფენას აურიეთ.

სახლში ქინქლები შეიძლება დაინფიცირებული ნიადაგით ან ახალი ქოთნით მოიტანოთ. სწორედ ამიტომ, პროფილაქტიკის რეგულარულად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხური მეთოდები ისეთივე ეფექტურია, როგორც ქიმიური საშუალებები, მაგრამ თქვენი და თქვენი მწვანე მეგობრებისთვის ბევრად უფრო უსაფრთხოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს