მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც ბედნიერების დონეს განსაზღვრავს იმ ხალხში, ვინც ახლა დაქორწინებულია, ადრე დაქორწინებული იყო ან მარტოხელაა. მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ, ახდენს თუ არა სიყვარული და ქორწინება საერთო კეთილდღეობაზე გავლენას. კვლევის შედეგები ჟურნალში Journal of Positive Psychology გამოქვეყნდა.
კვლევაში 18-60 წლის 7,5 ათასი ადამიანის ურთიერთობა შეაფასეს, რომ გაერკვიათ ცხოვრების ბოლოს ვინ უფრო ბედნიერია. მათ შორის 79% მთელი ცხოვრება ერთ ქორწინებაში, 8% მარტოხელა იყო, ხოლო 13%–ს რამდენიმე ქორწინება ჰქონდა. მონაწილეებს მათი ბედნიერების დონის შეფასება სთხოვეს.
„ჩვენ გაოცებული ვართ, მაგრამ მარტოხელა და დაქორწინებული ადამიანები ერთნაირად ბედნიერები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში სიყვარულის არ არსებობა ბედნიერების დონეზე გავლენას არ ახდენს“ – ამბობს მარი პუროლი, კვლევის თანაავტორი.
იმის მიუხედავად, რომ დაქორწინებულებმა დანარჩენ ორ ჯგუფთან შედარებით ბედნიერების დონის მცირე ზრდა აჩვენეს, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს უმნიშვნელო იყო.