ინდური ტრადიციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას იმსახურებს

3203

სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო ტრადიციების შესწავლისას, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, დაეწერა ინდოეთის მაცხოვრებელთა ყველაზე აღსანიშნავი ჩვეულებისა და ჩვევების შესახებ.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ ქცევის რომელი წესები იყო მიღებული ინდოეთში ასობით წლის წინ და რამდენი მათგანია შემორჩენილი დღემდე.

ინდოეთის კულტურა

როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ინდური ტრადიციების ჩამოყალიბებას ასობით წელი დასჭირდა. განსაკუთრებული გავლენა მათ ჩამოყალიბებაზე ინდური ტერიტორიების დამპყრობელთა რელიგიებისა და კულტურების თავისებურებებმა იქონია, მრავალრიცხოვანი ბრძოლის დროს.

ყოველ ახალ დამპყრობელს ინდოეთის კულტურაში რაღაც თავისი შეჰქონდა, ამიტომაა ამ ქვეყნის თანამედროვე კულტურა ამდენად მრავალფეროვანი და უჩვეულო. გასაკვირი არაა, რომ ახლა ინდოელების ზოგიერთი ტრადიცია სპარსების, არაბებისა და ოსმალების ტრადიციებს ძალიან ჰგავს, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ ყველაზე დიდი გავლენა ინდოეთის ტერიტორიაზე ამ ტრადიციების განვითარებაზე.

ბევრ ქვეყანაში, წლის განსაზღვრულ პერიოდში (უმეტესწილად, ზაფხულში) შეიძლება ჰოლის ფესტივალზე მოხვედრა. თუმცა, ყველასათვის არაა ცნობილი, რომ საღებავების ფესტივალი – ესაა უძველესი ტრადიციული ინდუისტური დღესასწაული. ინდოეთის მაცხოვრებლები მას გაზაფხულზე აღნიშნავენ.

როგორც სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ფესტივალებზე, ინდოელები ერთმანეთს ასხამენ წყალს, რომელშიც საღებავებია დამატებული, და ისვრიან ფერად ფხვნილებს. თუმცა, ვერც ერთ ფესტივალზე ვერ შეიგრძნობთ იმ ატმოსფეროს, რომელიც ინდოეთის ქუჩებშია გამეფებული ამ დღესასწაულის დროს.

რაც შეეხება ინდოელთა ქცევების თავისებურებებს, მათი უმრავლესობა დაკავშირებულია როგორც სხეულის, ისე სულის სისუფთავის შენარჩუნებასთან. მაგალითად, ინდოელებში მიღებულია საკვების აღება მხოლოდ მარჯვენა ხელით, რადგან მარცხენა უსუფთაოდ ითვლება.

ქართველისთვის შეიძლება უჩვეულო იყოს მისალმებაც, რომელსაც ინდოელები შეხვედრისას იყენებენ. ხელის ჩამორთმევა აქ უკიდურესად იშვიათია და მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება, როცა ადამიანებს სურთ, ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა გამოავლინონ.

ხშირად, ინდოელები უბრალოდ აერთებენ ხელის გულებს, წევენ ნიკაპამდე, თავს იქნევენ და წარმოთქვამენ სიტყვას “ნამასტე”.

საინტერესოა, რომ ინდოელების სახელებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენებისგან არამხოლოდ ხმოვანებით, არამედ სტრუქტურითაც. ინდოეთის მაცხოვრებელთა სახელები შედგება საკუთარი, მამისა და იმ კასტისა თუ სოფლის სახელებისგან, რომელშიც ცხოვრობენ.

ქალებისთვის კი განსაკუთრებული ჩვეულებები არსებობს. ქორწინების შემდეგ, ქალს რჩება საკუთარი სახელი, თუმცა, მის დოკუმენტებში იმასაც წერენ, თუ ვისი ცოლია. რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეეგუებოდნენ ჩვენი ქალბატონები ასეთ წესს, არა?

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც ამ შესანიშნავი ქვეყნის სტუმრობას აპირებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ნეგატიური ემოციების გამოვლენა, ასევე, კოცნა და ჩახუტება ხალხში, მკაცრად აკრძალულია. ასე, რომ მელანქოლიკებისა და ფლეგმატიკებისგან განსხვავებით, სანგვინიკებისა და ქოლეტიკებისთვის ინდოეთში ვიზიტი მარტივი არ იქნება.

არ შეიძლება არ ვახსენოთ ის, თუ რა რთულია ინდოელებისთვის სიმძიმეების გადატანა. ტვირთის ხელით გადატანა ძირეული მაცხოვრებლებისთვის სულაც არაა ჩვეული, ისინი მიჩვეულნი არიან ტვირთის თავით ტარებას.

ინდოეთში შეიძლება იმ ადამიანის პოვნაც კი, რომელსაც თავზე საკუთარ წონაზე სამჯერ უფრო მეტად მძიმე მოტოციკლის დადება შეუძლია და საერთოდ არ გრძნობს ტკივილს სიმძიმის ტარებისას. ამტანობისა და ბალანსის ასეთი მაგალითი არამხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებსაც ახასიათებთ.

უამრავი თავისებურება აქვს ინდურ ეროვნულ სამზარეულოსაც. ყველა მათგანი სხვადასხვა რელიგიის გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა. ქვეყნის ჩრდილოეთში, ძირითადად, მუსლიმები ცხოვრობენ, რომლებიც ხორცს მიირთმევენ, ხოლო სამხრეთით – ინდუისტები, რომლებიც უპირატესობას ვეგეტარიანულ კერძებს ანიჭებენ.

ინდოეთის ყოველ რაიონს განმასხვავებელი თვისებები აქვს, თუმცა, ყველა მათგანს, ამავდროულად, საერთო აქვს ისტორია. სწორედ ამიტომაა, რომ ინდური კულტურა გულგრილს არ დატოვებს არც ერთ ტურისტს, რომელიც ამ მკვეთრ, უჩვეულო ქვეყანას ეწვევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს