ბავშვის ტვინი ღრუბელივითაა – იწოვს მთელ ინფორმაციას, რომელსაც გარედან იღებს. სწორედ ბავშვობაში უნდა ჩაიყაროს ის საფუძველი, რომელზეც ადამიანი მომავალში თავის რეალიზებას ახდენს.
ბავშვები ძალიან სწრაფად ითვისებენ ახალ უნარებსა და ცოდნას. იმისათვის, რომ, როცა გაიზრდება, წარმატებული და კონკურენტუნარიანი გახდეს და ჰქონდეს კარგი თვითშეფასება, მას შემდეგი რამეები უნდა ასწავლოთ.
ბავშვის უნარები და ცოდნა
1. უცხო ენა
ბავშვები, რომლებმაც ერთი უცხო ენა მაინც იციან, მარტივად ეგუებიან ცვლილებებს, აქვთ კარგი მეხსიერება, არიან კომუნიკაბელური. გაზრდისას მათ აქვთ უპრობლემოდ მოგზაურობისა და კარიერის მოწყობის შესაძლებლობა.
2. ცურვა
ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის საწინდარია. ცურვა აძლიერებს კიდურებს, ავითარებს კოორდინაციას, ეხმარება წყლის შიშთან გამკლავებაში. წყალში ყოფნა ხსნის სტრესს და ადუნებს.
3. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა
ნებისმიერ მუსიკალურ ინტრუმენტზე დაკვრა ავითარებს სმენას, მელოდიურობას, ჰარმონიის შეგრძნებას. დაკვრის დროს, ჩართულია ტვინის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ადამიანისთვის, რომელსაც ინსტრუმენტზე დაკვრა შეუძლია, მარტივია თვითგამოხატვა და ემოციების მართვა.
4. ცეკვა
კოორდინაცია, სივრცის შეგრძნება, მოქნილობა, მოძრაობა – ცეკვას უამრავი დადებითი მხარე აქვს. ეს საქმიანობა ასწავლის ადამიანს სხეულის თავისუფლად მართვას, მისი შესაძლებლობების ათვისებას.
5. ეკოლოგიის დაცვა
ნაგვის შეგროვება ბუნებაში ბავშვს ასწავლის ეკოლოგიის საფუძვლების აღქმასა და დაცვას. როცა გაიზრდება, მას ექნება მადლიერების განცდა იმ სივრცისადმი, რომელშიც ცხოვრობს, თუნდაც საკუთარი სახლის დონეზე, და იზრუნებს სისუფთავეზე. ასევე, ისწავლით, რომ ბუნება არ უნდა დაანაგვიანოს.
6. სახლის დალაგება
ძირითადი საყოფაცხოვრებო უნარები ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. დალაგება ადამიანს აჩვევს წესრიგსა და ორგანიზებულობას. ითვლება, რომ სახლის დალაგების დროს ტვინიც “ლაგდება”. ყველა აზრი წესრიგდება და თავის ადგილს უბრუნდება.
7. ახალ ქალაქებსა და ქვეყნებში მოგზაურობა
მაშინაც კი, თუ პატარა ყველა ღირსშესანიშნაობას ვერ დაიმახსოვრებს, იგი გაეცნობა სხვა კულტურებს და თავისუფლად იგრძნობს თავს ახალ არეალში. ასევე, მოგზაურობის დროს ვითარდება შინაგანი ნავიგაცია, რომელიც ეხმარება სამომავლოდ მარშრუტების დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
8. საჭმლის მომზადება
როცა ბავშვმა იცის, რისგან შედგება ესა თუ ის კერძი, იგი უფრო შემოქმედებითად უდგება კერძების არჩევას. გაზრდისას, მას შეეძლება თავისთვის რაღაც გემრიელისა და სასარგებლოს მომზადება ნაცვლად იმისა, რომ სწრაფი კვების პროდუქტით იკვებოს.
9. ფულის გამოყენება
სკოლის ასაკის ბავშვებს უნდა მისცეთ გარკვეული რაოდენობის თანხა და ასწავლოთ მისი სწორად გამოყენება. აუხსენით, რომ ფული – ინსტრუმენტია და არა ჯილდო, და, რომ იგი ეკონომიურად კი არა, გონივრულად უნდა გამოიყენონ.
10. გრძნობების გამოხატვა
ბავშვს უნდა ასწავლოთ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების ერთმანეთისგან გარჩევა, მათი მიღება და სწორად გამოხატვა. ემოციური ინტელექტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. იგი პიროვნების ფორმირებაში დიდ როლს ასრულებს.
ამ უნარის განვითარებისთვის საუკეთესო მეთოდია შინაური ცხოველის ყოლა.
განუვითარეთ ბავშვს აუცილებელი უნარები და ცოდნა ცხოვრების პირველივე წლებში. ახალგაზრდობაში ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში.
გისურვებთ წარმატებებს შვილის სწორად აღზრდაში!