ამ ათ გასაოცრად უიღბლო ადამიანს აქვთ ნიჭი არასწორ ადგილას არასწორ დროში აღმოჩნდნენ ან სწორ ადგილას იყვნენ, მაგრამ დროულად წამოსვლა ვერ მოახერხონ.
როგორც ის უბედური, რომელიც ძალიან ახლოს იყო, რომ დიდებული როკ-ენ-როლის ჯგუფის დიდება გაეზიარებინა, ან მსოფლიოს ისტორიაში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მეტეორიტი დაეცა, ან ბიჭი პატარა ქალაქში, რომელმაც გამარჯვების მომტანი ლატარიის ბილეთი არ იყიდა.
1. რონ უეინი
სტივ ჯობსი, სტივ უოზნიაკი, რონ უეინი. მოიცადეთ, ეს ვინ არის?
დიახ, Apple Computer-ის მესამე თანადამფუძნებელს და უოზნიაკის კოლეგას რონ უეინი ერქვა. 1976 წელს ჯობსი და უოზნიაკი ნიჭიერი 20 წლის ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც ბიზნესის კეთების რეალური გამოცდილება არ ჰქონდათ, ამიტომ მათ 40 წლის უეინი აიყვანეს, რომ მას თანამშრომლებისთვის ყურადღება მიექცია და ტექნიკურ დოკუმენტაციაში დახმარებოდათ.
სწორედ უეინმა დაბეჭდა Apple-ის ყველაზე პირველი კონტრაქტი, სადაც კომპანიაში თითოეული ადამიანის როლი და მათი აქციების წილი იყო მითითებული: ჯობსი (45 %), უოზნიაკი (45 %) და უეინი (10%). უეინმა Apple-ის პირველი ლოგოც შექმნა – ნიუტონის გამოსახულება ცნობილი ვაშლის ხის ქვეშ ქსილოგრაფიის სტილში.
მაგრამ უკვე 12 დღის შემდეგ უეინმა კომპანია დატოვა. ის ამჩნევდა, რომ ენერგიული ახალგაზრდა გენიოსების გუნდს არ შეესაბამებოდა და კომპანიის მომავალში საკუთარ და საკუთარი იდეების ადგილს ვერ ხედავდა. გარდა ამისა, ნერვიულობდა, რომ ვალის დასაფარად საკუთარი აქტივების გამოყენება მოუწევდა, რის შეგროვებასაც მოახერხებდნენ (იმ ორისგან განსხვავებით, მას სახლი ჰქონდა).
სწორედ ამიტომ საკუთარი აქციები ჯამში 2 300-დან 800 დოლარის აქციები გაყიდა, მოგვიანებით კი დარჩენილი 1500-იც. 40 წლის შემდეგ ეს აქციები დაახლოებით 100 მლრდ დოლარი ღირს. ეს ბევრი დაკარგული ნულია.
საერთოდ, უეინი ამბობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების გამო არ ნანობს და, სავარაუდოდ, მანამ დატოვებდა კომპანიას, სანამ Apple რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ესეში აღიარა, რომ ალბათ სადღაც 1980 წლამდე დარჩებოდა, როცა Apple საჯარო გახდა, ხოლო ჯობსი და უოზნიაკი მილიონერები გახდნენ.
ეს მის ცხოვრებაში უკანასკნელი იმედგაცრუება არ იყო. უეინს Apple-თან პირველ კონტრაქტშიც არ გაუმართლა. უეინი მას 10 წელი მტვრიან ყუთში ინახავდა, სანამ 1990-იანი წლების ბოლოს კოლექციონერს 500 დოლარად არ მიყიდა. იგივე კონტრაქტი 2011 წელს აუქციონზე 1,59 მლნ დოლარად გაიყიდა.
2. ცუტომუ იამაგუტი
283 000 იაპონელისგან განსხვავებით, რომლებმაც 1945 წელს ჰიროსიმისა და ნაგასაკის ქალაქებში ატომური აფეთქებები გადაიტანეს, ცუტომუ იამაგუტი ყველაზე უიღბლო იყო. ორივე აფეთქებაში მხოლოდ 10 ადამიანი მოხვდა და ცუტომუ ერთ-ერთი მათგანი იყო.
1945 წელს 29 წლის იამაგუტი Mitsubishi Heavy Industries-ში ინჟინრად მუშაობდა და 6 აგვისტოს ჰიროსიმაში მივლინებით იმყოფებოდა. ტრამვაიდან გამოსვლისას თეთრი სინათლით დაბრმავდა. „პატარა“ პირველი ატომური ბომბი, რომელიც ომში გამოიყენეს, იამაგუტიდან მხოლოდ 3 კმ-ის მოშორებით აფეთქდა. ის გადარჩა, მაგრამ მთელი სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და ორივე შუა ყური გაუსკდა. მაშინ 80 000 მამაკაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა.
სახლში დაბრუნების სურვილით იამაგუტიმ ჰიროსიმის ცენტრში რადიაციული ცენტრის პიკს გაუძლო, რომ მეორე დღეს ნაგასაკში წასულიყო. 9 აგვისტოს, როცა ოფისში უფროსს ჰიროსიმაში მომხდარი საშინელების შესახებ უყვებოდა, ამერიკელმა მეომრებმა „მსუქანა“ ნაგასაკზე ისროლეს.
მაშინ ოთახი იმავე თეთრი სინათლით აივსო: „ვიფიქრე, რომ სოკოვანი ღრუბელი ჰიროსიმადან მომდევდა“ – უთხრა იამაგუტიმ ბრიტანულ გამოცემას Independent 2009 წელს. იამაგუტი ორმაგი დაბომბვის მსხვერპლის სტატუსის შესახებ 80-იან წლებამდე დუმდა, როცა დაწერა მემუარი სახელწოდებით „ორჯერ დამბომბეს, ორჯერ გადავრჩი“ და დენუკრეალიზაციის დამცველი გახდა.
„ეს ჩემი ბედი იყო, ორჯერ გამოვცადე და ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, რომ გიამბობთ იმის შესახებ, რაც მოხდა“ – თქვა მან, როცა 93 წლის იყო და სიმსივნის ბოლო სტადია ჰქონდა, რაც ორივე ატომური ბომბის დიდი რაოდენობით ზემოქმედებამ გამოიწვია.
3. ენ ჰოჯესი
1954 წლის 30 ნოემბერს ალაბამას მაცხოვრებელი, ენ ჰოჯესი მეტეორის დაცემის პირველი და შესაძლოა ერთადერთი მსხვერპლი გახდა. კოსმოსური ქვა, რომელიც 3,8 კგ-ს იწონიდა, ატმოსფეროში დაიწვა, მაგრამ ბოლომდე არა. მან ჰოჯესის სახლის სახურავი გახვრიტა, რადიოდან აისხლიტა და მას თეძოზე დაარტა, როცა დივანზე ეძინა.
ასტრონომის და მეტეორების შესახებ ექსპერტის, მაიკლ რეინოლდსის თქმით, მეტეორიტის დაცემის ალბათობა დასახლებულ პუნქტში, ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან უმნიშვნელოა. „ტორნადოს, ელვის და ქარიშხლის დარტყმის ერთდროულად მიღების შანსი უფრო მაღალია“ – ამბობს რეინოლდსი.
ჰოჯესის ცხოვრება ვარსკვლავთშორის მოგზაურის დარტყმის შემდეგ უკეთესი არ გახდა. ის თეძოს და ხელის დაზიანებით გადარჩა, მაგრამ ინციდენტმა მედიის სამიზნე გახადა. მის სახლთან შეგროვებული ხალხის რაოდენობით გაოცებული ჰოჯესი საავადმყოფოში მოხვდა.
პირველად ეს ფრაგმენტი BBC აშშ-მ გამოკვლევისთვის წაიღო. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მეტეორიტია, დაზარებულის მეუღლემ მისი გაყიდვის მიზნით მეტეორიტზე საკუთრების მოპოვება გადაწყვიტა. არსებობს მტკიცებულება, რომ ამ დროს მეტეორიტში 5000 დოლარს იძლეოდენ. ჰოჯესი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, ამიტომ საქმეში სახლის მფლობელი ჩაერია, რომელმაც ადვოკატი დაიქირავა და მეტეორიტის მფლობელობაზე პრეტენზია განაცხადა.
კანონით მისი პრეტენზიები უფრო წონიანი იყო, მაგრამ მან მეტეორიტი ჰოჯესს 500 დოლარად დაუთმო. თუმცა, ჰოჯესმა მისი მომგებიანად გაყიდვა ვერ შეძლო და 1956 წელს ქალაქ ტუსკალუსაში ალაბამის უნივერსიტეტის მუზეუმს გადასცა, სადაც დიდი ხნით ინახებოდა.
შემდეგ ჰოჯესს ნერვული შეტევა დაეწყო, ის მეუღლეს გაშორდა და 52 წლის ასაკში მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. მეტეორიტი ალაბამის მუზეუმში ბუნებრივი ისტორიით რჩება.
4. პიტ ბესტი
პიტ ბესტს „მუსიკაში ყველაზე უიღბლო ადამიანი“ უწოდეს იმის გამო, რომ 1962 წელს „ბითლზის“ დრამერის თანამდებობიდან რამდენიმე კვირით ადრე გაათავისუფლეს, სანამ სიმღერა „Love Me Do” ქვეყნის ჩარტში ნომერ მე-17 გახდებოდა.
ბესტი „ბითლზს“ პირველად 1950-იან წლებში შეხვდა, როცა მათ ჯერ კიდევ „Quarrymen-ს” უწოდებდნენ და კაფე „ლივერპულის“ პრემიერაზე გამოდიოდნენ, რომელიც ბესტის დედას ეკუთვნოდა. მაშინ ჯგუფში მუსიკოსები ხშირად იცვლებოდნენ, მათ შორის რამდენიმე დრამერი. მხოლოდ 1960 წელს ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი და ჯორჯ ჰარისინო Beatles-ში გაერთიანდნენ და გერმანიაში, ჰამბურგში კონცერტებისთვის დრამერს ეძებდნენ.
მათ სთხოვეს ბესტს, რომელიც საკუთარ ლივერპულურ ჯგუფში The Blackjacks-ში დრამერი იყო. ჰამბურგში ბითლზის დრო ახალგაზრდა როკერებისთვის ტრანსფორმაციული იყო. მათ საკუთარი საფირმო ბლუზის ხმა იპოვეს და ქარაფშუტა ფანების ბრბო შემოიკრიბეს. პიტერი მათ დაუმეგობრდა სანამ ჰამბურგის წითელი ფანრების უბანში ვიწრო ბინაში ცხოვრობდნენ.
როცა ჯგუფი 1962 წელს ინგლისში დაბრუნდა მოულოდნელ რამ მოხდა. ზუსტად რამდენიმე დღით ადრე, სანამ ბითლზი EMI-სთვის რამდენიმე სიმღერას ჩაწერდა, ჯგუფის მენეჯერმა ოფისში პიტი დაიბარა და ცუდი ამბავი შეატყობინა.
„მან მითხრა: პიტ, არ ვიცი როგორ გითხრა. ბიჭებს სურთ, რომ წახვიდე“ – იხსენებს პიტი. გათავისუფლების მიზეზი სავარაუდოდ ის იყო, მისი ჩანაცვლება რინგო სტარით გადაწყვიტეს. ბესტი მძიმედ განიცდიდა და 1960-იან წლებში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაც სცადა.
1968 წელს, როცა ბითლზი ჯერ კიდევ პოპულარული იყო, ის ოჯახის გამოსაკვებად პურის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ კი საჯარო მოხელე გახდა.
ბოლოს საკუთარი ჯგუფი დაარსა და საბოლოოდ 1995 წელს გამოშვებული „The Beatles Anthology”-ს სრული ჰონორარი მიიღო, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე მის ნაადრევ დემოს მოიცავდა. ჯონთან, ჯორჯთან და პოლთან აღარასდროს უსაუბრია.
5. მელანი მარტინესი
მელანი მარტინესს გაუმართლა, რომ ცოცხალია. 2012 წელს მარტინესი, მისი მეუღლე და მისი მოხუცებული დედა სარდაფში გამომწყვდეული აღმოჩნდა, როცა ქარიშხალმა ისააკმა ახალი ორლეანიდან სამხრეთით მისი სახლი დატბორა. ისინი სახურავიდან გამოსვლას ცდილობდნენ, სადაც ბოლოს 5 კატასთან და 3 ძაღლთან ერთად გადაარჩინეს.
მიუხედავად ამისა, სიცოცხლე ერთადერთია, რაშიც მელანის გაუმართლა. ფატალური შემთხვევით მან არა ერთი, ან ორი, არამედ ხუთი სახლი ხუთი სხვადასხვა ქარიშხლის გამო დაკარგა. მართალია, მარტინესმა სახლი ერთსა და იმავე ადგილას ლუიზიანაში ხუთჯერ გადააკეთა, მაგრამ რამდენია შანსი, რომ ქარიშხლები ბეტსი (1965), ჰუანი (1985), ჯორჯი (1998), კატრინა (2005) და ისააკი (2012) მის სახლს გააანადგურებდა?
ჭრილობაზე მარილი რომ დავამატოთ, მარტინესის სახლი რეალით შოუში A & E „სახლი თავშესაფარის“ 20 000 დოლარად რეკონსტრუქციისთვის შეარჩიეს. სახლში ახალი სამზარეულო, ახალი ტექნიკა და ახალი სამკერვალო ოთახი მხოლოდ მარტინესისთვის იყო დაყენებული. ტრანსფორმაცია ქარიშხლის მოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე აჩვენეს. ზედმეტია იმის თქმა, რომ ახლა არაფერი გადარჩა.
როცა კითხეს, ამავე ადგილას ცხოვრებას რატომ აგრძელებს, მან უპასუხა: „მე აქ დავიბადე, ეს ჩემი სახლია. მაგრამ ჩვენ გვსურს მთაზე სახლში გადავიდეთ“.
6. ჯეისონ კერნს-ლოურენსი და ჯენი
ჯეისონ კერნს-ლოურენსს და მის მეუღლეს, ჯენის ახალი ტურისტული აგენტი სჭირდებოდათ. იღბლიანმა ბრიტანულმა წყვილმა ავბედითი საერთაშორისო დღესასწაულების სერია 2000-იან წლებში დაგეგმა, რომელიც არანაირ ალბათობის თეორიას არ ექვემდებარება.
პირველი იყო ნიუ-იორკის შესწავლის ტური, რომლის დროსაც 2001 წლის 11 სექტემბერს „დიდ ვაშლში“ აღმოჩნდნენ, როცა გამტაცებლები ორი თვითმფრინავით მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეასკდნენ. აშშ-ში ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტის შედეგად 2700-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
რამდენიმე წლის შემდეგ ჯეისონმა და ჯენიმ სახლთან ახლოს დასვენება გადაწყვიტეს და 2005 წლის ივლისში ლონდონში რამდენიმე ღამე დაჯავშნეს. მათ ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელმა ლონდონის მეტრო ააფეთქა, 52 ადამიანი მოკლა და 700-ზე მეტი ადამიანი დაჭრა.
2008 წელს დასასვენებელ ადგილს ეძებდნენ და მუმბაი, ინდოეთი აირჩიეს. მათდა საუბედუროდ, ტერორისტებმა კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს და მდიდრულ სასტუმროს და რკინის სადგურს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად 174 ადამიანი დაიღუპა.
სამი დასვენება. სამი ყველაზე სასიკვდილო ტერორისტული თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოდთ, რომ საწყალი ჯეისონი და ჯენი შეიძლება CIA-ს სათვალთვალო სიაში იყვნენ.
7. ანტონიო მეუჩი
იტალიაში ალექსანდერ გრეიამ ბელის სახელის წარმოთქმა არ გაბედოთ. აქ სკოლის მოსწავლეებს უკვე საუკუნეზე მეტია ასწავლიან, რომ ტელეფონის ნამდვილი გამომგონებელი ანტონიო მეუჩი იყო – იტალიელი გამომგონებელი, რომელმაც საკუთარი „ტელეფონის“ წინასწარი პატენტი აშშ-ს ბელამდე 5 წლით ადრე მიყიდა, მაგრამ შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა და შედეგებს ვერ დაელოდა.
არა მხოლოდ იტალიელები, არამედ იტალიელი ამერიკელები თვლიან, რომ მეუჩი პირველი იყო. 2002 წელს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელმაც ტელეფონის გამოგონებაში მეუჩის წვლილი აღიარა.
ჯერ კიდევ 1830-იან წლებში ჰავანაში, კუბაში ცხოვრებისას მეუჩიმ აღმოაჩინა, რომ ხმა სპილენძის მავთულზე ელექტრონული იმპულსების სახით შეიძლება გადაიგზავნოს. 1850 წელს მეუჩი და მისი ცოლი კუბაზე გადავიდნენ. აქ მეუჩი რიგ უსიამოვნებას და წარუმატებლობას შეხვდა. მისი ცოლი დაავადდა და პარალიზებული გახდა.
მასთან კავშირის შესანარჩუნებლად, სახელოსნოსა და საძინებელს შორის ტელეკტროფონის სატესტო ვერსია დააყენა. 1860 წელს უკანასკნელი ფულის დახარჯვის შემდეგ მან იტალიურ გაზეთში გამოაქვეყნა, რომ მრავალწლიანი შრომის შემდეგ „მავთულზე მოსიარულე ხმები“ – ტელეკტროფონი გამოიგონა.
ეს კომპანია „ვესტერნ უნიონის“ კლერკს თვალში მოხვდა. მან გამომგონებელი მოძებნა და მოკრძალებული საფასურის ხარჯზე ტელეკტროფონის ყველა ნახაზი, ნახატი და დანარჩენი დოკუმენტაცია შეიძინა.
მეუჩის თანამშრომლობას დაპირდნენ. 1871 წელს იტალიელმა საკუთარ გამოგონებაზე პატენტი მოითხოვა და მას დაელოდა. კომპანია „ვესტერნ უნიონი“ ყველა მის მოთხოვნას პასუხობდა, რომ დოკუმენტაცია დაიკარგა. ასე გაგრძელდა 1876 წლამდე, როცა გაოცებულმა მეუჩიმ ამერიკულ გაზეთში დაინახა შეტყობინება, სადაც ალექსანდერ ბელის დიდებულ გამოგონებაზე, ტელეფონზე წერდნენ, რომელიც კომპანია „ვესტერნ უნიონის“ მხარდაჭერით შეიქმნა.
მეუჩიმ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მაგრამ საკმარისი ფული არ ჰქონდა, რომ საკუთარი უფლებები დაეცვა. მხოლოდ 1887 წელს შეძლო „ვესტერნ უნიონის“ არქივიდან საკუთარი პატენტის მიღება. ნიუ-იორკის სასამართლო მისი პრიორიტეტი აღიარა, მაგრამ მეუჩის საკუთარი გამოგონების გამოყენება უკვე აღარ შეეძლო, რადგან საპატენტო ვადა ამ დროისთვის უკვე გასული იყო.
მეუჩი სიღარიბეში 1889 წელს გარდაიცვალა. მისი დროის ხალხმა გამოგონებაზე მეუჩის ავტორობა არ აღიარეს. მკვლევარების თქმით, ამაში ხელი სიღარიბემ, ინგლისური ენის ცუდად ცოდნამ და ძლიერი კონკურენტების წინააღმდეგ საკუთარი ინტერესების მკაცრად დაცვის უუნარობამ ხელი შეუშალა.
8. კოსტის მიკოტაკისი
ყოველ შობას, ესპანურ სოფელში სოდეტოში დიასახლისების ასოციაცია (ჯგუფი, რომელიც სოფელში ბინის მფლობელებს წარმოადგენდნენ) ლატარიის ბილეთებს ყიდის და საერთო წვეულებისთვის თანხას აგროვებს. ესპანეთში სპეციალურ საშობაო ლატარეას EL Gordo (მსუქანა) ეწოდება, რადგან წლის ყველაზე მაღალ ხელფასს წარმოადგენს. ამასთან მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უწყვეტი ლატარეაა, რომელიც პირველად 1812 წელს ჩატარდა.
2011 წელს ჯეკპოტმა 950 მლნ დოლარს მიაღწია – ყველაზე დიდი ფული მთელ ისტორიაში. მიუხედავად ამისა, სოდეტოს ზოგიერთ მაცხოვრებელს 26 დოლარად ბილეთის შეძენა არ სურდა, რადგან ესპანეთი ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა და გვალვა გრძელდებოდა. საქმე კეთილ საქმეს ხმარდებოდა, ამიტომ 70 ოჯახიდან თითოეული წევრი გაერთიანდა, რომ ბილეთების ნაწილი მაინც შეეძინათ.
ყველა ერთი ადამიანის გარდა. რეჟისორი კოსტის მიცოტაკისი ქალაქგარეთ, ძველ სარდაფში ცხოვრობდა, რომელსაც არემონტებდა, ხოლო ასოციაციის წევრი ქალები იმ წელს იქ არ მისულან. არაფერია საშიში, არა? არასწორია.
წარმოუდგენელი შანსის მიუხედავად, სოდეტომ ჯეკპოტი მოიგო და თითოეულმა ოჯახმა საპრიზო ფონდიდან 130 ათასი დოლარიდან რამდენიმე მლნ მოიგო. ფერმერები ქალაქში საკუთარი ტრაქტორებით წავიდნენ, მერი კი ქუჩაში გამოვიდა, რომ მათთვის მიელოცა.
მიკოტაკისი სოდეტოში 8 წლის წინ გადმოვიდა, რომ საკუთარ შეყვარებულთან ერთად ყოფილიყო. რომანტიკა დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ მიცოტაკისს ეს ადგილი შეუყვარდა დარჩენა გადაწყვიტა. ის ბედნიერი იყო მოკრძალებული ფერმერების ოჯახების შემხედვარე, რომლებიც მძიმედ შრომობდნენ და ახალი დოკუმენტური ფილმისთვის იდეალური საბაბიც იპოვა.
9. რიჩარდ ჯუელი
ეს მოხდა 1996 წელს ატლანტაში, ჯორჯიას შტატში. 27 ივლისს დილით ადრე, როცა ათასობით ადამიანი ასწლიან ოლიმპიურ პარკში კონცერტზე შეიკრიბა, დაცვამ სახელად რიჩარდ ჯუელიმ მიწაზე დადებული საეჭვო მწვანე ზურგჩანთა აღმოაჩინა.
ჯუელიმ და სხვა ოფიცრებმა მაყურებლები ჩანთას აფეთქებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე მოაშორეს. თვითნაკეთი ბომბა ლურსმენს და ხრახნებს შეიცავდა, რომლებიც სხვადასხვა მხარეს გაიფანტა. შედეგად 1 ქალი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. უდაოდ, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა, ჯუელს მთავრობა რომ არ გაეფრთხილებინა და ტერიტორიის გაწმენდა არ დაეწყო.
თავდაპირველად გმირი უწოდეს, მაგრამ მალე აფეთქების ეჭვმიტანილი გახდა. მეორე დღეს ადგილობრივმა გაზეთმა Atlanta Journal-კოსტიტუციამ სპეციალური გამოცემა გამოაქვეყნა, სადაც ჯუელი მთავარ ეჭვმიტანილად დასახელდა და ეროვნულმა მედიამ მის მაგალითს მიბაძა.
მედიის ფურგონები ჯუელის სახლის წინ გაჩერდნენ და მას კითხვებით დასდევდნენ. ადგილობრივმა პოლიციამ და ეფბიაიმ მრავალი გამოძიება ჩაატარა. საბოლოოდ მხოლოდ ოქტომბერში გამართლდა.
ზიანი უკვე მიყენებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი დამნაშავე, ერიკ რუდოლფი დაიჭირეს და დაადანაშაულეს, ჯუეილის სახელი მცდარი ბრალდებებით უკვე შებღალული იყო.
ის 2007 წელს 44 წლის ასაკში დიაბეტის გართულებით გარდაიცვალა. თუმცა მოასწრო და NBC და CNN სარჩელი მოუგო და 2006 წელს ოლიმპიურ თამაშებზე სიცოცხლის გადარჩენისთვის ჯორჯიას გუბერნატორისგან, სონი პერდიუსგან ჯილდოც მიიღო.
10. ფრანო სელაკი
ადამიანები მას მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად მიიჩნევენ, რადგან 7 სხვადასხვა კატასტროფას გადაურჩა, მაგრამ 89 წლის მუსიკის ყოფილი მასწავლებელი ხორვატიიდან სხვანაირად ფიქრობს:
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ გამიმართლა, მაგრამ ვერ დაარწმუნებ ადამიანებს იმაში, რისი დარწმუნებაც მათ არ სურთ“ – უთხრა სელაკმა The Telegraph-ს 2010 წელს.
პირველი სასიკვდილო ნომერი თავს 1962 წელს დაატყდა, როცა მისი მატარებელი სარაევოდან დუბროვნიკამდე რელსებიდან გადმოვიდა და გაყინულ მდინარეში ჩავარდა. 17 მგზავრი დაიხრჩო. თავად სელაკი ხელის მოტეხილობით და სხეულის გაყინვით გადარჩა. 1 წლის შემდეგ, როცა პირველი და ერთადერთი ფრენა განახორციელა, თვითმფრინავი ჩამოვარდა და 19 ადამიანი დაიღუპა. გასაოცარია, მაგრამ სელაკი გაუმართავი კარიდან გამოვარდა და თოვლში უსაფრთხოდ დაეცა.
როგორ საშინლადაცარ უნდა ჟღერდეს, ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. სელაკი ავტობუსში იყო, რომელიც გზიდან კიდევ ერთ გაყინულ მდინარეში გადავარდა. მისი ორი მანქანა დაიწვა, ერთმა მისი თმა დაწვა. ზაგრებში ავტობუსმა გაიტანა. 1996 წელს გზიდან გადაუხვია, რომ სატვირთო მანქანასთან შეჯახება თავიდან აეცილებინა და ბოლო წამს გათავისუფლება შეძლო, სანამ მისი მანქანა 91 მეტრის კლდიდან გადავარდებოდა.
ერთადერთი, როცა ნამდვილად გაუმართლა მაშინ იყო, როცა 1 მლნ დოლარი მოიგო. ბილეთი 2005 წელს მეხუთე ქორწინების აღსანიშნავად იყიდა. „ვფიქრობ, ყველა წინა ქორწინებებიც კატასტროფა იყო“ – ხუმრობს სელაკი.
არცერთ ადამიანს უბედურება არ დაუმსახურებია და მათი ტანჯვის გამო არავინ იტანჯება. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ წარუმატებლობა, როგორიცაა დავიწყებული გასაღები ან გამოტოვებული ფრენა, შეიძლება თქვენი სიცოცხლის გადამრჩენელი იყოს.
თქვენ ცხოვრებაში გლობალური შეცდომები ან ბედნიერი წარუმატებლობა გქონიათ?