ბრიტანეთში ბამბის ჩხირების გამოყენება აკრძალეს. ახლა რით გავისწოროთ მაკიაჟი?

1744

ერთი შეხედვით მრავალფუნქციური ბამბის ჩხირები, რომელიც ვიზაჟისტებსა და ქალებს მთელ მსოფლიოში უყვარს, ცუდი არაა. მისი გამოყენება ჰიგიენისთვისაც შეიძლება და წვრილი ზედაპირების გასაწმენდად და მაკიაჟის გაკეთების დროსაც კომფორტული გამოსაყენებელია. დიდ ბრიტანეთში კი ასე არ ფიქრობენ და სწორად იქცევიან. გარემოს, სურსათის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მათი გაყიდვა და წარმოება აკრძალა და მომავალი წლის აპრილიდან სუპერმარკეტების დახლებიდან უნდა გაქრეს.

ასეთ საჭირო ინსტრუმენტს რა დაემართება, სხვა ქვეყნებიც აკრძალავენ და ეს ნამდვილად გადაარჩენს კაცობრიობას? ამის შესახებ „ვივიენი“ გიამბობთ.

პლასტმასის ზიანი

საქმე იმაშია, რომ დიდ ბრიტანეთში 1 წელში 1,8 მლრდ ჩხირს აგდებენ – 10% უნიტაზში ირეცხება. მთავარი პრობლემა პლასტმასის ჩხირია, რომელზე უვნებელი ბამბა ეხვევა.

დღეს ბრიტანეთში სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენების აკრძალვას ეხება, მაგალითად, ისეთი ერთჯერადი ნივთები, როგორიცაა კოქტეილის საწრუპები. როგორც კი კონსულტანციის პროცესი დასრულდება, აკრძალვა ძალაში 2019 წლის ოქრომბრიდან 2020 წლის ოქტომბრის პერიოდამდე შევა.

ნახევარი მლნ ტონა პლასტმასი ოკეანესა და მდინარეში ყოველდღიურად 100 ათასობით ზღვის ცხოველებს კლავს. ისინი ამ ნარჩენებს ან ჭამენ, ან უბრალოდ მათში ეხლართებიან. ოკეანეში დიდი ნაგვის ლაქა ან კუნძული იქმნება. ამ დროისთვის ასეთი ხუთია: ორ-ორი წყნარ ოკეანესა და ატლანტიკის ოკეანეში და 1 ინდოეთის ოკეანეში.

ბუნებრივია, წყალში არა მხოლოდ ბამბის ჩხირები, არამედ პარკები, ბოთლები, ბადეები და პლასტმასის სხვა ნარჩენები ცურავენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავრობა პლასტმასის პროდუქტების წარმოების შემცირებას ცდილობს.

გასაგებია, რომ ბამბის ჩხირებს კატეგორიულად აკრძალვას არავინ აპირებს – უბრალოდ ახლა აიძულებენ გააკეთონ არა პლასტმასისგან, არამედ ბამბუკის ან სხვა ხისგან. აქ სხვა საკითხი ჩნდება – ეს რამდენად სწორია? ჰიგიენური ჩხირების მოხმარების რაოდენობას თუ გამოვიყენებთ, ეს ხის მოჭრას გაზრდის, რომლის არსებობაც ჩვენი პლანეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პლასტმასით დაბინძურების საფრთხის თავიდან აცილების აუცილებლობის მიუხედავად, ამ მასალის შეზღუდვის ან შემცირების არგუმენტები ხშირად უკმაყოფილო არიან. მაგალითად, პლასტმასის ჩანაცვლება ალტერნატიული მასალით, როგორიცაა სხვადასხვა ლითონი ან მინა ძვირი იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გარემოს დაცვის კუთხითაც.

მიზეზი გამოყენებულ ენერგიასა და რესურსში, მათ შორის წყალშია, რომელიც ალტერნატიული პლასტმასის მასალის დამუშავებისთვის საჭიროა. სპეციალისტების თქმით, სჯობს პლასტმასი ლტერნატიულ ენერგიად გარდაქმნან და ოკეანის გაწმენდას ხელი შეუწყონ. მაგალითად, ერთი გადამუშავებული პლასტმასის ენერგია საკმარისია იმისთვის, რომ 60 ვატიანი ნათურა 6 საათით ანთებული იყოს.

პლასტმასის ხელმეორე გამოყენება 2/3 ენერგიის ეკონომიას იძლევა იმისთვის, რომ ნედლეულიდან პლასტმასი აწარმოონ.

ყოველდღე ადამიანის აქვს არჩევანი: მინერალური წყალი მინის ბოთლში იყიდოს, თუ პლასტმასი, პიკნიკზე ქაღალდის ერთჯერადი ჭურჭელი წაიღოს თუ პლასტმასის თეფშები, მრავალჯერადი სავაჭრო ჩანთა გამოიყენოს თუ ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული: ნაგავს დაახარისხებს თუ არა, სანაგვე ყუთში ჩააგდებს თუ სადაც თვალს გაუხარდება, ეკონომიურად გამოიყენებს თუ…

მაგალითად, 23 წლის დანიელმა გამომგონებელმა და მეწარმემ ბოიან სლატმა გარემოს დაცვის საკუთარი მეთოდი გამოიგონა. დაივინგის დროს მან ოკეანეში დიდი რაოდენობით პლასტმასი შენიშნა და გადაწყვიტა საკუთარი დრო ოკეანის ამ ნაგავისგან გათავისუფლებაში დაეთმო. მისმა გუნდმა The Ocean Cleanup ნაგვის შესაგროვებლად პასიური დრიფტული მოწყობილობა შეიმუშავა. ის ნარჩენების გამოსადევნად ძალას იყენებს.

გარემოს დაცვაზე უკვე დღეს უნდა იფიქროთ. მის მდგომარეობაზეა არა მხოლოდ მცენარეებისა და ცხოველების, არამედ ბავშვებისა და შვილიშვილების მომავალია დამოკიდებული.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს