პირველი დახმარება: რა უნდა გავაკეთოთ თუ კრაზანამ გვიკბინა.

28715

მწიფე კენკრის და ხილის სეზონი ახლოვდება. ამ სასიხარულო ამბავთან ერთად სიფრთხილე არ უნდა დაგავიწყდეთ, რადგან ტკბილი და წვნიანი ვაშლის, მსხლის თუ გარგარის გვერდით აგრესიული კრაზანა „მორიგეობს“. მის ნაკბენს კი ბევრი უსიამოვნების მოტანა შეუძლია.

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ უნდა მოიქცეთ კრაზანას ნაკბენზე, თუ ეს უსიამოვნება მაინც მოხდა. ხშირად მწერის ნაკბენს სათანადოდ არ ვაფასებთ და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ კრაზანამ გვიკბინა

კრაზანას ან ფუტკრის ნაკბენზე შეგრძნება ერთნაირია – ტკივილი და წვა. ნაკბენი ადგილი წითლდებდა და შეშუპებული ხდება. თუ სხეულზე შეშუპება 1-2 საათში ქრება, სახე შეიძლება მთელი დღე შეშუპებული დარჩეს. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში საქმე ძალიან ცუდად არის.

მხოლოდ ერთი ნაკბენის შემთხვევაში დაზიანებული ადგილი შეამოწმეთ. თუ ფუტკარმა გიკბინათ, მაშინ ნესტარს აღმოაჩენთ, რომელიც უნდა ამოიღოთ რომ შხამი ორგანიზმში არ გავრცელდეს.

ნესტარის ამოღებამდე ნაკბენი ადგილი სუფთა წყლით დაიბანეთ, ჭუჭყი და შხამის ნარჩენი მოიშორეთ. შემდეგ ნესტარის ამოსაღებ ინსტრუმენტებს, იქნება ეს პინცეტი თუ ნემსი, დეზინფექცია გაუკეთეთ. დეზინფექცია დაზიანებულ ადგილსაც სჭირდება. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება მიიღეთ, ასევე ტკბილი, ცხელი ჩაი დალიეთ.

თუ კრაზანამ გიკბინათ, პირველ რიგში მწერი გააგდეთ, რადგან მან შეიძლება ხელმეორედ გიკბინოთ, შემდეგ ჭრილობა დაამუშავეთ. რამდენიმე ადგილას კბენის შემთხვევაში შეიძლება ტოქსიკური რეაქცია გქონდეთ, ამიტომ სჯობს სამედიცინო დახმარებას მიმართოთ.

დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ მწერმა ტუზე, ენა ან ხორხზე გიკბინათ, აქ წარმოქმნილმა შეშუპებამ შეიძლება მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

ალერგიის მქონე ადამიანებს კრაზანას კბენის შემდეგ შეიძლება თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის სწრაფი შემცირება (ანაფილაქტიკური შოკი) და გონების დაკარგვა აწუხებდეს.

კრაზანას და ფუტკრის ნაკბენი განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა. თუ სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელია, ზემოთ მოცემული ზომები მაინც მიიღეთ და ბავშვს ბევრი სითხე დაალევინეთ, რომ ტოქსინები სწრაფად გამოვიდეს.

სამედიცინო დახმარების მიღება არ დააყოვნოთ, თუ ბავშვი ძალიან პატარაა (3 წლამდე). ასეთ შემთხვევაში ხალხური საშუალებებით ექსპერიმენტებს მოერიდეთ. ამან სიტუაცია შეიძლება უფრო გაამწვავოს.

მწერების ნაკბენი საკმაოდ ხშირად ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ამის ერთხელ გადატანა ყველას უწევს. სწორედ ამიტომ, პანიკაში არ ჩავარდეთ. საკმარისია იმის ცოდნა, თუ როგორ მოიქცეთ და ხელთ ალერგიის საწინააღმდეგო აბები გქონდეთ.

აღსანიშნავია, რომ ონავარი და კრაზანა და მით უმეტეს ფუტკარი ადამიანზე თავდასხმას მიზნად არ ისახავს. ის თავს გესხმით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვას ცდილობს.

სწრაფი მოძრაობა, მაგალითად ხელის ქნევა, მწერების მიერ აგრესიად აღიქმება და კბენისკენ უბიძგებს. ამასთან ფუტკარი და კრაზანა მძაფრ სუნებს ვერ იტანენ. დაფიქრდით, რამდენად ღირს ბუნებაში სეირნობის დროს პარფიუმი ან სურნელოვანი კოსმეტიკა გამოიყენოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს