ეს ქალბატონი არ მოერიდა ადამიანებისგან დაცინვასა და დამცირებს, რათა შვილები გამოეკვება

3800

რას არ გააკეთებს მოსიყვარულე დედა თავისი შვილებისთვის, და არც მერი ენ ვებსტერი(ბევანი გათხოვების შემდეგ) იყო გამონაკლისი. შვილების გამოსაკვებად, იგი არ შეუშინდა დაცინვის ობიექტად ქცევას.

მერი ენი დაიბადა 1874 წლის 20 დეკემბერს, ლონდონში, დიდ და ღარიბ ოჯახში. მან ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა მედდად, 29 წლის ასაკში კი ფლორისტ ტომას ბევანს გაჰყვა ცოლად და 4 შვილი გააჩინა. თუმცა, დაქორწინების შემდეგ დაიწყო მისი გარეგნობის შეცვლა.

დაავადებისგან დამახინჯებული სახე

მერი ენი დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა თავის ჯანმრთელობას(აწუხებდა შაკიკი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი) და გამოფიტვამდე მუშაობდა, რათა შვილების გამოკვება შეძლებოდა. ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რა მოსდიოდა მას. თუმცა, როცა მარიას სახე გაეზარდა და მამაკაცს დაემსგავსა, გასაგები გახდა, რომ მას გაურკვეველი ჰორმონალური ცვლილებები აწუხებდა.

-“ეს აკრომეგალია – ნეიროენდოკრინული დარღვევაა, რომელიც იწვევს ძვლების, შინაგანი ორგანოებისა და რბილი ქსოვილების გადიდებას. დაავადებას თან ახლავს თავისა და კუნთების ხშირი ტკივილები. ხშირ შემთხვევაში, აკრომეგალია კეთილთვისებიანი სიმსივნის, ცნობილი, როგორც ჰიპოფიზის ადენომა, გამო ვითარდება.

დღეს ექიმებს შეუძლიათ ამ დაავადების განკურნება, თუმცა 20-ე საუკუნის დასაწყისში, მარია უიმედო მდგომარეობაში იყო. ყოველდღე ხედავდა, როგორ ქრებოდა მისი სილამაზე, თუმცა მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ეს მისი უბედურების მხოლოდ დასაწყისი იყო. მისტერ ბევანი მხარს უჭერდა და ამხნევებდა ცოლს, თუმცა ბედისწერას თავისი გეგმები ჰქონდა ამ წყვილთან დაკავშირებით. ქორწინებიდან 11 წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა, ხოლო მარია ბავშვებთან ერთად თითქმის უფულოდ დარჩა.

სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მარია ნებისმიერ სამსახურს თანხმდებოდა, რასაც იშოვიდა, ოღონდ შვილები გამოეკვება. თუმცა, მისი ამაზრზენი გარეგნობის გამო, მისი მიღება არსად უნდოდათ. ქუჩაში მას დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ყოველი გამომუშავებული დოლარის უკან მისი თავდაუზოგავი შრომა იდგა.

სიტუაცია სულ უფრო უარესდებოდა, როცა მერიმ გაიგო, რომ მიმდინარეობდა მზადება კონკურსისთვის “ყველაზე მამაკაცური ქალი”. მან მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, რამდენადაც ფულადი ჯილდო საკმაოდ დიდი იყო. კონკურსში გაიმარჯვა კიდევაც, თუმცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მასზე უსიამოვნო სტატიებს წერდნენ, რომელთა წაკითხვაც მარიასთვის ძალიან რთული გახლდათ.

სხვათაშორის, ეს კონკურსი ინგლისში ჯერ კიდევ პოპულარულია, თუმცა ახლა აქცენტს სახის ბრაზიან გამომეტყველებაზე აკეთებენ.

საცირკო და ფრიკ-შოუები

1920 წელს იგი აშშ-ში, Dreamland-ის შოუში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს კონი-აილენდზე. მან მონაწილეობა მიიღო ყველა ამ წარმოდგენაში, სადაც უწევდა თავისი გარეგნობის დემონსტრირება გარკვეული აქსესუარების ჩაცმით, რომლებიც ხაზს უსვამდნენ მის მამაკაცურ სახეს.

ამ შოუებში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ უჩვეულო თავისებურებებით: წვერიანი ქალი, ჯუჯები, გოლიათები და სიამის ტყუპები – ყველა ეს ადამიანი მაყურებელს აცინებდა და აგრძნობინებდა, რომ მან რაღაც უჩვეულო ნახა. ხალხს ძალიან მოსწონდა ეს მკაცრი შოუები, მერი კი თავის ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო.

ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ მარიას შვილებთან ერთად: მისი უფროსი შვილი მეზღვაურის კოსტუმში, უმცროსი – შარვალ-კოსტუმში, ხოლო გოგონები – ლამაზ კაბებში. იმ დროს სტუდიური ფოტოსესიები ძალიან გავრცელებული არ იყო, და ბავშვების მოვლილი გარეგნობაც იმაზე მეტყველებს, რომ მერი მზრუნველი და მოსიყვარულე დედა იყო.

თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მერი ენმა ცირკში გაატარა. მას ევროპაში დაბრუნების შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ, 1925 წელს მიეცა, როცა პარიზში, გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, რომ მერი ენმა თავისი უბედურება, თუ წარმატებად არა, შემოსავლის მუდმივ წყაროდ მაინც აქვია.

სამწუხაროდ აკრომეგალიით დაავადებულთა უმრავლესობას მალევე იღუპება. მერი 1933 წელს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან შვილებს ინგლისში დასაფლავება სთხოვა.

“არ გაბედოთ სიცილი!”

სულ რამდენიმე წლის წინ, ამერიკულმა კომპანია Hallmark-მა გამოუშვა ბარათების სერია მერი ენ ბევანის ფოტოებით, გაცნობის შოუს მონაწილის როლში, დამცინავი წარწერებით. ბარათები მთელ მსოფლიოში იყიდებოდა. ერთ-ერთი მათგანი გერმანელი ექიმის ხელში მოხვდა, რომელმაც გაიგო ქალის სიმახინჯის მიზეზი.

ექიმი იმდენად შეძრწუნებული იყო, რომ პროტესტი გაუგზავნა ამერიკულ კომპანიას და გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მოითხოვდა იმ ქალის დაცინვის შეწყვეტას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მედდად მუშაობდა და, დაავადებისა და გარშემომყოფებისგან ამაზრზენი დამოკიდებულების მიუხედავად, შეძლო თავისი ოჯახისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. მალევე, კომპანიამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში და შეწყვიტა ბარათების გამოშვება.

ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, მერი ენი ისევ მახინჯად მიგაჩნიათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს