6 ნაბიჯი იმისათვის, რომ ბავშვმა მოგისმინოთ დაყვირების გარეშე.

1183

ბავშვები ყოველთვის არ აკეთებენ იმას, რასაც მშობლები სთხოვენ. თუმცა, მუდმივი ყვირილი გამოსავალი როდია. თქვენ შეიძლება ასჯერ გაიმეოროთ ერთი და იგივე – შედეგი მაინც არ გექნებათ. მხოლოდ თქვენ დარჩებით იმედგაცრუებული.

თუმცა, არსებობს რამდენიმე ეშმაკური პრაქტიკა, რომელიც ბავშვს ჩვენს მოსმენასა და გათვალისწინებას აიძულებს.

1. მიიქციეთ ბავშვის ყურადღება

მიდით მასთან, დაელოდეთ, სანამ იმ “საქმისგან” შეისვენებს, რასაც ახლა აკეთებს, და დაადეთ მხარზე ხელი. დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი. როცა სრულ ყურადღებას მიიღებთ, მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვეთ ის, რაც გინდათ მისგან.

2. დაეხმარეთ

თუ იცით, რომ თქვენმა შვილმა გაიგონა თქვენი ნათქვამი, თუმცა ისე იქცევა, თითქოს ვერაფერი გაიგო, შესთავაზეთ დახმარება. მაგალითად: “ლუკა, გთხოვ, ჩაიცვი ფეხსაცმელი, სკოლაში წასვლის დროა.” ლუკა გიყურებთ, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს არ ესმის. თქვენ უნდა მიხვიდეთ და უთხრათ, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაში დაეხმარებით. რაც მთავარია, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.

3. პაუზა

ნუ აიძულებთ ბავშვს რამის გაკეთებას, როცა თქვენ თვითონ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ. უმჯობესია, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და კონცენტრირდეთ მხოლოდ თხოვნაზე. წარმოთქვით ბავშვის სახელი, გააკეთეთ პაუზა. შემდეგ დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი და ნელა თქვით, რას ითხოვთ მისგან. შემდეგ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაელოდეთ პასუხს. ბავშვები ინფორმაციას გაცილებით ნელა ამუშავებენ, ვიდრე უფროსები.

4. გამეორება

გამოიყენეთ ერთი ან ორი სიტყვა შესახსენებლად, არ გაიმეოროთ მთლიანი კითხვა. თუ წესად გაქვთ, რომ საკვების ყოველი მიღების შემდეგ ბავშვმა უნდა მიიტანოს თავისი თეფში ნიჟარასთან, არაა საჭირო ყოველ ჯერზე ამ წესის სრულად გამეორება, საკმარისია მარტივი შეხსენება: “ლუკა, თეფში!”

5. ასწავლეთ ბავშვს პასუხის სწორად გაცემა

ხანდახან, თქვენს შვილს ესმის თქვენი და მზადაა თხოვნის შესასრულებლად, თუმცა, მას არ შეუძლია კითხვაზე პასუხის ნორმალურად გაცემა. ბავშვებს, ხანდახან, მცირედი დახმარება სჭირდებათ ამისთვის.

6. წინასწარ განიხილეთ მოლოდინები

თუ თქვენი შვილისთვის გაჩნდა სიტუაცია, რომელიც, თქვენი აზრით, მისთვის რთული იქნება, განიხილეთ მოლოდინები წინასწარ.

თქვენ როგორ აიძულებთ ბავშვს მოსმენას? ასრულებს იგი თქვენს თხოვნებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს