ბავშვებში მეტყველების ფორმირება და ადრეული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ბავშვს მეტყველების ფორმირებასა და განვითარებაში ეხმარებით, არა მხოლოდ სკოლისთვის, არამედ ზოგადად ცხოვრებისთვის ამზადებთ. საზოგადოებაში აუცილებელი მთავარი უნარია საკუთარი აზრის მკაფიოდ და გასაგებად გამოხატვის საშუალება. მშობლებს ხშირად ეშინიათ რომ შეცდომას დაუშვებენ, ამიტომ პირად ჩარევაზე უარს ამბობენ და ბავშვი სხვადასხვა წრეებსა და სპეციალისტებთან დაჰყავთ, რომლებიც მათი აზრით ბავშვს ამ უნარის განვითარებაში დაეხმარება.
თუმცა ექიმი კომაროვსკი ირწმუნება, რომ სწორედ მშობლები ახდენენ ყველაზე დიდ გავლენას ბავშვის მეტყველების ფორმირებაში. „მთავარი, რაც მშობლებმა უნდა გააკეთონ – ბავშვის მეტყველების განვითარება თვითნებაზე არ უნდა მიუშვან“ – ამბობს ის.
„ვივიენმა“ გაიგო, თუ ექიმი კომაროვსკი რა რეკომენდაციას იძლევა ბავშვის სწორი და ჰარმონიული მეტყველების განვითარებისთვის.
ლოგოპედის რჩევები
1. თქვენს ყველა მოქმედებას კომენტარი გაუკეთეთ. დაბადებისთანავე ბავშვი ზრდას და გარშემო სამყაროზე დაკვირვებას იწყებს. საკუთარი ქმედებები და მოვლენები გაახმოვანეთ, ნივთებს საკუთარი სახელი დაარქვით. ასე ბავშვს სხვადასხვა ცნებებზე სწორ წარმოდგენას შეუქმნით. კვლევამ აჩვენა, რომ პირველი სამი წლის მანძილზე ბავშვს რაც უფრო ბევრი სიტყვა ესმის, მომავალში მით უფრო წარმატებულად ვითარდება.
2. ბავშვთან კომუნიკაციის დროს ჩიფჩიფი გამორიცხეთ. მომავლში ბავშვმა მკაფიოდ და გამართულად რომ ილაპარაკოს, მან ადრეული წლებიდან მხოლოდ მკაფიო და დაუმახინჯებელი სიტყვები უნდა მოისმინოს.
3. აღნიშნეთ და ბავშვის ყურადღება ირგვლივ მოცემულ ხმებზე მიაქციეთ. იქნება ეს ძაღლის ყეფა, მანქანის სიგნალი, ფრინველის ჭიკჭიკი, ძლიერი ქარი თუ სხვა. აუცილებლად აუხსენით, თუ საიდან მოდის ხმა და რას ნიშნავს. ამასთან ის ემოცია უნდა გამოხატოთ, რომელსაც ესა თუ ის ხმა იწვევს.
4. ბავშვისთვის კითხვების დასმა არ დაგავიწყდეთ. ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას დაინტერესდით რაღაცით, რაც ბავშვს დიალოგის გაგრძელების სურვილს გაუჩენს. შეგიძლიათ ჰკითხოთ, თუ რას აკეთებს ბავშვი ან რომელი ცხოველები მოწონს, წინასწარ თქვენი საყვარელი ცხოველის შესახებ უამბეთ და აუხსენით, თუ რატომ გიყვართ.
5. სასარგებლოდ ითამაშეთ. სათამაშოს ყიდვის დროს, დარწმუნდით, რომ მასში ბევრი აღწერითი ელემენტია. შესანიშნავი მაგალითია თამაში „ფერი და ფორმა“, სადაც ერთნაირი ფერის ან ფორმის ფიგურები უნდა შეაგროვოთ. ბავშვმა ფიგურები სრულ სიჩუმეში რომ არ შეაგროვოს, წინა რჩევა გამოიყენეთ და ჰკითხეთ: „ეს ნივთი რა ფერისაა?“ ან „ეს ფიგურა აქ რატომ უნდა იყოს?“. ასე ყოველდღე უნდა ითამაშოთ, თუნდა რამდენიმე წუთით, მაგრამ სისტემატიურად.
6. ბავშვის მეტყველება განსაზღვრული ობიექტების დახმარებით განავითარეთ. ობიექტების ნიშნებისა და მსოფლიოში მისი წარმოდგენის შესახებ გაგებაში რომ დაეხმაროთ, სიტყვას აღწერა დაუმატეთ. მაგალითად, თუ „ლარნაკი“ ეს დედისაა, „ჩაი“ – ცხელი, „ფანჯარა“ – მინის.
7. ლექსები ხმამაღლა წაიკითხეთ. რითმული სტრიქონები ბავშვის სმენის განვითარებასა და რითმის შეგრძნებას ხელს უწყობს.
8. მკაფიოდ და პაუზებით ილაპარაკეთ. პატარა ბავშვს ინფორმაციის გადასამუშავებლად უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ზრდასრულს. სწორედ ამიტომ, როცა რამეს ეტყვით ან რამეს სთხოვთ, დრო მიეცით, რომ ინფორმაცია მიიღოს.
9. ბავშვის მოტორულ განვითარებას ყურადღება მიაქციეთ. მასთან ერთად დახატეთ, ძერწეთ, ხელსაქმით დაკავდით, თასმების შეკვრის უფლება მიეცით. რაც უფრო მარტივად გაუმკლავდება ამ ამოცანებს, მით უფრო კარგად განუვითარდება მეტყველება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.