არსებობს მოსაზრება, მამაკაცები ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რომ არ დაქორწინდნენ. ნამდვილად, ზოგიერთ მამაკაცს, თუნდაც ყურებამდე შეყვარებული იყოს, დაქორწინება არ ეჩქარება. ითვლება, რომ სიტუაციის შეცვლა ქალებს შეუძლიათ, რომელმაც იციან თუ სად უნდა დააჭირონ. სინამდვილეში, ბევრი მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებითაც მამაკაცები ქორწინებაზე აზრს შეიცვლიან.
მიზეზები, რის გამოც მამაკაცი ოჯახის შექმნას ცდილობს.
1. დაქორწინებულ მამაკაცს მეგობრების და უფროსების თვალში ავტორიტეტი ემატება
ქორწინება – სერიოზული პასუხისმგებლობაა, როგორც ფინანსური, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით. “დიახ”-ის თქმით მამაკაცი ყველას ეუბნება, რომ მზადაა სიტყვის პასუხისმგებლობა (როგორც მინიმუმ ცოლის წინაშე).
სწორედ ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ უფროსობა ბეჭდიან თანამშრომელს როგორც გონიერ და ეფექტურ კადრს ისე აღიქვამს. ოჯახური ბიუჯეტს გაუმკლავდით – ანუ ის ნებისმიერი სამსახურის შესრულებას შეძლებს. ჟურნალ TIME-ის კვლევის შედეგად, დაქორწინებულს ხელფასი ეზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე დაუქორწინებელს.
თუმცა თუ ქორწინების სურვილი გრძნობით გამყარებული არ არის, მომავალი მეუღლე ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება, რადგან პირველ ადგილას მისთვის სამსახური იქნება.
2. კრედიტის და ვიზის მიღების შანსი
მთავრობის და ფინანსური წარმომადგენლების თვალში დაქორწინებული ადამიანი კარგ გადამხდელად ითვლება, რადგან მან ოჯახისთვის ბევრი უნდა გამოიმუშაოს. სწორედ ამიტომ პასპორტში ეს ნიშანი კრედიტის მიღების შანსს ზრდის.
ასევე ბევრ საელჩოში კითხულობენ, თუ გყავთ მეუღლე და საქმე თავაზიანობაში არაა. საქმე იმაშია, რომ დადებითი პასუხი წარმოადგენს გარანტიას, რომ ადამიანი სამშობლოში დაბრუნდება: მას ხომ ოჯახი ჰყავს.
3. სულიერი სიმშვიდე
ადრე თუ გვიან, მუდმივი პაემნები, გაჭინაურებული ღიმილი, უხერხული წუთები სუფრაზე გბეზრდებათ. ასეთ დროს მამაკაცი უკვე არჩევანს აკეთებს. ასე უფრო კარგი იქნება მისი ფინანსების შესანარჩუნებლად. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სულიერი სიმშვიდე და სხვა ბონუსი, რაც ოჯახს მოაქვს, სიცოცხლეს ზრდის და ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
და ბოლოს, ოჯახური ცხოვრება ტელევიზორის ყურება და პიცის ერთად ჭამა არაა. ესაა ერთად მოგზაურობა, რომანტიული საღამოები, ბავშვების აღზრდა. თვეში ერთხელ სახლში დარჩენა და ჩახუტებული ყოფნა ხომ ძალიან კარგია.
4. ყოფილის ჯინაზე, რომელიც გათხოვდა
“მან შეძლო და მე რით ვარ უარესი? დაე ნახოს, რომ ყველაფერი კარგად მაქვს” – ასე ფიქრობენ მამაკაცები, რომელთაც იშვიათად მაგრამ, ზოგჯერ მაინც ენატრებათ. ისინი ყოფილების სოციალურ ქსელებს ათვალიერებენ. საქორწილო კაბაში სურათი და სტატუსის განახლება მათ დაქორწინებისკენ უბიძგებთ. ასე მის პროფილზეც გაჩნდება საქორწილო სურათი და საამაყო სტატუსი “დაქორწინებული”. თუმცა ყოფილს უკვე ეს არ ადარდებს, ასეთი ქორწინებიდან კი კარგი არაფერი გამოდის.
5. სტაბილური ინტიმური ცხოვრება
დაქორწინებული ადამიანისთვის ფიზიკური კავშირი ერთადერთი ძიების პროცესია, ასევე განტვირთვის საშუალება. ამასთან უხერხულობის განცდა აღარ მოგიწევს, თუ რაღაც არ მოგეწონა, რადგან ორივემ უკვე ყველაფერი კარგად იცის, თუ როგორ ასიამოვნონ ერთმანეთს.
მამაკაცების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა ჩაატარა, დაქორწინებულს ინტიმური ცხოვრება უფრო ემოციური და მგრძნობიარე აქვს, ვიდრე მარტოხელებს.
6. რადგან საათი მიქრის!
დიახ, დიახ, მამაკაცებიც ამაზე ფიქრობენ, თუ როგორ სწრაფად გადის ბიოლოგიური დრო. ამ დასკვნამდე ამერიკელი მკვლევარი ჯონ მოლი მივიდა. 121 მამაკაცის გამოკითხვის შედეგ უმეტესობამ გამოთქვა შიში, რო ასაკთან ერთად ბავშვის გაჩენის ალბათობა მცირდება, მათ სურთ იყვნენ ახალგაზრდა მამები, რომ ბავშვებს ყველაფერი ასწავლონ: ველოსიპედზე სეირნობა, თევზაობა, ფეხბურთის თამაში და ა.შ. იმის შემხედვარე თუ როგორ სწრაფად იზრდებიან თანამშრომლების ბავშვები, მარტოხელები ოჯახის შექმნაზე ფიქრობენ.
7. საოჯახო საქმეების და ბუღალტერიის გადანაწილება
ასაკთან ერთად მამაკაცი კომფორტის და სიმშვიდის დაფასებას იწყებს. საცხოვრებელი ადგილის წესრიგის შენარჩუნება უფრო ადვილად შეძლებენ, თუ მოვალეობებს გადაინაწილებენ. ასე თავისუფალი დრო ჩნდება, რომელიც ერთმანეთზე შეუძლიათ დახარჯონ.
თუ მამაკაცი, რომელიც შეიძლება თქვენი მეუღლე გახდეს, გთხოვთ უფრო მეტი დრო დალაგებას დაუთმოთ, დაფიქრება ღირს. კანონიერ ქორწინებაში ხშირად გაიგონებთ “ქალის ადგილი სამზარეულოშია” “დალაგება – მამაკაცის საქმე არაა” და სხვა სტერეოტიპული ფრაზები.
8. რადგან ეს მშობლებს სურს
ბევრი ქვეყნის კულტურაში მიღებულია, რომ სწორედ ბიჭის დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას მშობლები ღებულობენ. ეს ტრადიცია, რომელსაც დღემდე ინარჩუნებენ. ასეთი ქორწინება რომანტიული არაა, რადგან ყველაფერი განსაზღვრულია. თუმცა ისე ხდება, რომ მსგავსი ტრადიცია მამაკაცს სერიოზული ურთიერთობისკენ უბიძგებს და შეიძლება ქალს ბედნიერები მომავალი შესთავაზოს.
9. სურს იყოს ლიდერი
ბუნებრივ ინსტინქტებს ვერ მოატყუებთ. ნებისმიერი მამაკაცი თავისებური ლიდერი, შემოსავლის მომტანი და დამცველია. ასეთი სუპერმენობა სურს მათ საკუთარი ოჯახისთვის, რომ მისით იამაყონ, აღფრთოვანდნენ და მიბაძონ. ერთადერთი მეთოდი იყო გმირი – პირადი სიამაყის სივრცის შექმნა.
10. რადგან ყველა დაქორწინებულია
ადრე თუ გვიან მარტოხელა თავს არაკომფორტულად გრძნობს, რადგან ირგვლივ ყველა დაქორწინებულია. თან სულ იმაზე მიუთითებენ, რომ დროა ოჯახი შექმნას. ბოლოს და ბოლოს მეგობრების მაგალითი ზეგავლენას ახდენს. ის ოჯახის ყველა დადებით მხარეს ხედავს და ხვდება, რომ ქორწინების შიში უბრალოდ სისულელეა.
11. სიყვარული
საუკეთესო და ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ქალი ქორწინების შეთავაზებას თანხმდება. ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად უყვარს და ყოველთვის სხვადასხვანაირად ვლინდება. როცა მამაკაცს გრძნობები იპყრობს ის ყველა შიშს ქორწინების შესახებ უკან იტოვებს.
ყველა მამაკაცს ქორწინების საკუთარი მიზეზი აქვს. თუმცა არცერთი მიზეზი არ იქნება მყარი და ბედნიერი ოჯახის გარანტი, რადგან ქორწინება დინამიურია, სადაც ორივე პარტნიორი მის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა ეს ყველაფერი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია.
თქვენ რატომ გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?