რა უნდა ვიცოდეთ პეტუნიას მოვლის შესახებ, რომ ჩვენი მცენარე მუდამ მდიდრულად ყვავილობდეს.

9217

პეტუნია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ყვავილია, მართლაც შეუძლებელია არ გხიბლავდეს და გიზიდავდეს მისი ნაირფერი ყვავილით გადაპენტილი მომცრო ბუჩქები. მისი ყვავილობა მართლად საამო სანახავია მაგრამ ამ სილამაზის მისაღწევად აუცილებელია ვიცოდეთ როგორ მოვუაროთ მას სწორად.

არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ზედა წამონაზარდების წატეხვა და მოშორება. თუ მცენარეს კორექტირებას არ მოახდენთ, მაშინ ის ბუჩქის ფორმირებას ვერ მოახდენს, მთლიანად ზრდაში წავა და ეს მის სილამაზეს მხოლოდ დააზიანებს.

პეტუნიას “გასხვლა” უნდა დაიწყოთ მაშინ, როდესაც ღერო სიმაღლეში ზრდას დაიწყებს. ძირიდან ღეროს სეაცალეთ 3-5 ფოთოლი და ხელით წაატეხეთ ზევიდან წამოზრდილი ყლორტიც -ეტუნიის ზრდის წერტილი. ამის შემდეგ ბუჩქის ყვავილობა მცირედით შენელდება, სამაგიეროდ დაიწყება გვერდითი ყლორტების სწრაფი ზრდა. შედეგად პეტუნია მოგვცემს უფრო დიდ კოკორს. ერთი თვის შემდეგ საჭიროა კვლავ გავიმეოროთ პეტუნიას “გასხვლა”.

დამწყებმა მეყვავილემ აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ და სად წაატეხოს თავი მცენარეს. რთული არაფერია, მაგრამ არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტი.

  • არ ღირს ამ პროცედურის გადადება, უმჯობესია ეს ადრიანად გავაკეთოთ ვიდრე დავაგვიანოთ.
  • ნუ წაატეხავთ ზედმეტად ბევრს, დატოვეთ 5-6 ფოთოლი და მოტეხეთ რერო მათ ზევით.
  • ჩაატარეთ პროცედურა თვეში რამოდენიმეჯერ

თქვენ ასევე შეგიძლიათ მოათავსოთ გადატეხილი ღერო წყლით სავსე ქილაში და დაელოდოთ, როდის გამოიღებს პატარა ფესვებს. შემდეგ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნერგის სახით ახალი პეტუნიის გასაზრდელად. მისი მიწით სავსე კონტეინერში გადატანის წინ საჭიროა ღეროს ყველა ფოთოლი მოაცალოთ, დატოვეთ მხოლოდ ზედა წყვილი.

სასარგებლო რჩევა:

ყურადღებით ადევნეთ თვალი პეტუნიას აყვავებულ ბუჩქს. შეაცალეთ ყვავილი როგორც კი ის მორჩება ყვავილობას. ეს დაეხმარება თქვენს მცენარეს ახალი კოკრების გაფურჩქვნაში. გარდა ამისა გამხმარი ფოთლები ნამდვილად არ გამოიყურება ლამაზად და აფუჭებს ამ დეკორატიული ბუჩქის იერს, განსაკუთრებით იმ ჯიშების რომელსაც დიდი ყვავილი აქვთ.

გთავაზობთ უყუროთ ვიდეოს პეტუნიას მოვლაზე დათესვიდან ყვავილობამდე, ამის შემდეგ პეტუნიაზე სხვა ვიდეოს შეგიძლიათ აღარც უყუროთ – ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს