არსებობს შემთხვევები, როცა განსაზღვრული ქცევა შეიძლება ერთდროულად სწორიც და არასწორიც იყოს. ასეთ შემთხვევებს უწოდებენ ეთიკურ პრობლემებს – მიუხედავად იმისა, რომელ ვარიანტს აირჩევთ, თქვენ მაინც გაგაგრიტიკებენ. დღეს რამდენიმე ასეთი ეთიკური პრობლემის მაგალითს მოგიყვანთ, რომელთაც საზოგადოება უკვე ათწლეულებია ვერ უმკლავდება.
1. ტატუ “რეანიმაციაზე უარი”
ბევრი ექიმი და ზოგიერთი ადამიანი სხეულზე იკეთებს ტატუს “რეანიმაციაზე უარი” ან “უარი ხელოვნურ სუნთქვაზე”. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს საავადმყოფოში წაიყვანენ, მას არ სურს, რომ მკერდი გაუჭრან და გულის მასაჟი გაუკეთონ, ელექტროენერგია შეუშვან და მილები ჩაუსვან.
როცა ექიმი მსგავს მოვლენას ეჯახება, მის წინ ამოცანა დგას: აქვს თუ არა ტატუს გარკვეული იურიდიული ძალა თუ ეს უბრალოდ ხელწერაა. 2012 წელს იყო შემთხვევა, როცა ბიჭს მსგავსი ტატუ ჰქონდა, მხოლოდ იმის გამო რომ თამაშში წააგო, საბედნიეროდ დოკუმენტმა დაადასტურეს, რომ მას ნამდვილად სურს ცხოვრებს და რეანიმირება.
სხვა შემთხვევა მოხდა 2017 წელს, როცა 70 წლის მამაკაცი საავადმყოფოში უგონო შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე. ერთადერთი მას ჰქონდა ტატუ წარწერით: რეანიმაცია არა. დახმარების გაწევამდე, ექიმებს კონსულტანციის გაწევა მოუწიათ, რომელმაც განსაზღვრა, რომ ტატუ ნამდვილად შეიძლება პაციენტის სურვილს ამბობდეს.
ასეთი საკითხები შეიძლება საკამათო იყოს. პაციენტის ოჯახმა შეიძლება უჩივლოს ექიმს, რომელმაც ადამიანის დახმარებაზე ტატუს გამო უარი თქვა. მაგრამ პაციენტი შეიძლება გამოფხიზლდეს და უჩივლოს ექიმს, რომ მისი სურვილი არ გაითვალისწინეს. შედეგი ექიმი გამოუვალ მდგომარეობაშია.
თქვენ როგორ მოიქცეოდით ექიმის ადგილას?
2. ადვოკატური საიდუმლო მღვდელივით არის, მაშინაც კი თუ უდანაშაულო ადამიანი მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს
უილსონი სხვა მკვლელობის გამო მაინც დაიჭირეს. პირველი შემთხვევის შესახებ მან ადვოკატებს უამბო, რადგან იცოდა რომ ადვოკატური საიდუმლოს დაცვა მათ გაჩუმებას აიძულებდა. ეს ადვოკატები ლოგანის სასამართლო განჩინებაზე იმყოფებოდნენ. თუ მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ, შეეძლოთ სიმართლის თქმა, რომ მისი სიცოცხლე გადაერჩინათ. მაგრამ ეს არ მოხდა. ელტონ ლოგანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
იულსონი 2007 წელს ციხეში გარდაიცვალა და მხოლოდ მაშინ თქვეს ადვოკატებმა სიმართლე და ლოგანი 2008 წელს გაათავისუფლეს. ამ დროისთვის მას უკვე ნახევარი ცხოვრება ციხეში ჰქონდა გატარებული.
ადვოკატის ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით – ფიცის გატეხა ღირდა?
3. სამედიცინო პრეპარატების ცდები
სანამ ახალი მედიკამენტის გაყიდვებს დაიწყებენ, მას კლინიკური გამოცდის ჩაბარება უწევს, სადაც ერთ ჯგუფს რეალურ მედიკამენტს, მეორეს კი პლაცებოს აძლევენ.
ბევრი ქვეყნის კანონში მედიკამენტების ორსულებზე გამოცდა აკრძალულია. შედეგად ექიმი ვერ მისცემს ორსულს წამალს, მაშინაც კი თუ ეს მის სიცოცხლეს გადაარჩენს, რადგან მედიკამენტი ორსულებზე გამოცდილი არ იყო. შედეგი ჩვენ გვაქვს არჩევანი: გამოუცდელი მედიკამენტის მიღება ან მედიკამენტის გამოცდა ორსულებზე. ორივე შემთხვევაში ერთი კი არა, ორივე ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.
თქვენ რას აირჩევდით?