13 პრობლემა ქორწინებაში, რომელთაც ჭკვიანი წყვილი ადვილად უმკლავდება. თქვენც გამოგივათ.

2283
13 პრობლემა ქორწინებაში, რომელთაც ჭკვიანი წყვილი ადვილად უმკლავდება. თქვენც გამოგივათ.
13 პრობლემა ქორწინებაში, რომელთაც ჭკვიანი წყვილი ადვილად უმკლავდება. თქვენც გამოგივათ.

თითოეული ოჯახის ცხოვრებაში დგება კრიზისი – დიდი ან პატარა. ზოგიერთი წყვილი 2-3 წლის შემდეგ თანაცხოვრებას წყვეტენ, ზოგი კი დიდი ხნის განმავლობაში ოჯახის შენარჩუნებას ახერხებს. აქ საქმე გამართლებაში არაა, უბრალოდ ბედნიერი ცოლ-ქმრისთვის ცნობილია ჭეშმარიტება: ოჯახური ცხოვრების პრობლემებს ერთად უნდა გაუმკლავდეთ.

გთავაზობთ მთავარ პრობლემებს, რომელთაც ბედნიერი ოჯახებიც კი აწყდებიან. როგორც აღმოჩნდა, მათი გადაწყვეტა და პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

1. ზედმეტი წონა


ქორწინების შემდეგ, ბევრი წყვილი წონაში მატულობს. გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალ დაქორწინებულები ოჯახური ცხოვრების პირველ წლებში საშუალოდ 1,5-2 კგ-ს იმატებენ. საერთო ჯამში ქორწინებაში მყოფი ადამიანები 6 კგ-ზე უფრო მეტს იწონიან, ვიდრე დაუოჯახებლები. ხშირად წონის მატება ფსიქოლოგიურ კომფორტზე არის დამოკიდებული: პარტნიორები საკუთარ თავში დარწმუნებული არიან და ამიტომ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას აძლევენ.

რა გავაკეთო? ერთად გახდომა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ. თქვენ გვერდით ხომ არის ადამიანი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ სწრაფვას გაიზიარებს. თუმცა დიეტოლოგები გაფრთხილებენ: მამაკაცები უფრო სწრაფად იკლებენ, რამაც ქალებში შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს. სხეულის ფორმების წესრიგის მოყვანის შესანიშნავი მეთოდია – ველოსიპედით სეირნობა, ლახტით ხტუნვა და ძილის წინ ბანალური სეირნობაც კი.

2. ბავშვების გაჩენამ ფინანსური კრიზისი გამოიწვია


ახალგაზრდა ოჯახში ბავშვების გაჩენას ფინანსური პრობლემები ნამდვილად მოაქვს. NerdWallet-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლები თითქმის ყოველთვის შვილის გაჩენისთვის მზად არ არიან, ამასთან ეს ოჯახის კეთილდღეობაზე არაა დამოკიდებული: საშუალო კლასის ოჯახი და წყვილები უფრო მცირე შემოსავლებით ერთნაირად განიცდიან ფულის ნაკლებობას.

რა გავაკეთოთ? ფულის გადადება ბავშვის გაჩენამდე დაიწყეთ და არასაჭირო ხარჯი შეამცირეთ: ბავშვის ეტლი, ლოგინი და ზოგიერთი სახის ტანსაცმელი შეგიძლიათ მეორადი იყოთ, ხოლო კენგურო და მუსიკალური ტელეფონი შეგიძლიათ არ იყიდოთ.

3. დედამთილთან და სიდედრთან კონფლიქტები


ურთიერთობა “დედამთილი-რძალი” და “სიდედრი-სიძე” ხშირად გვხვდება ანეკდოტებში, კომიკურ სცენებში. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ურთიერთობა შეიძლება ძალიან დრამატული იყოს და ხშირად ორივე მხრის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენდეს.

განსაკუთრებით დაძაბულია დედამთილის და რძლის ურთიერთობა. 1954 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2/3 დედამთილი თავისი რძლით უკმაყოფილოა, ხოლო რძლები პირიქით ქმრების დედების მიმართ მტრულად არიან განწყობილი. იაპონელმა მეცნიერმა დაადგინა, რომ ქალები, რომლებიც დედამთილთან ცხოვრობენ, ხშირად გულის დაავადებას უჩივიან.

რა გავაკეთოთ? დედამთილთან კონფლიქტის თავიდან აცილების ყველაზე სწორი მეთოდია – ცალკე ცხოვრება. შესაძლოა, პირველ წლებში მარტო ცხოვრება გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს ამად ღირს. თუმცა, თუ მარტო ცხოვრების შესაძლებლობა არ გაქვთ, მთელი თქვენი დიპლომატია უნდა გამოიყენოთ და მშვიდად აუხსნათ ქმარს, რომ დედამთილთან ჩხუბი თქვენ როგორი უკმაყოფილო ხართ.

4. ფულს სხვადასხვანაირად ხარჯავთ


სტატისტიკის მიხედვით, განქორწინების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ფულთან დაკავშირებული კონფლიქტი. ქორწინების შემდეგ პირადი შემოსავალი უცებ საერთო ხდება და ბევრისთვის ეს ნამდვილ სტრესს წარმოადგენს, განსაკუთრებით თუ ერთ-ერთი მეუღლე უფრო მეტს გამოიმუშავებს. სამწუხაროდ, წარმოსახვითი სულგრძელობის გამო წყვილი ფინანსებზე საუბარს თავს არიდებს.

რა გავაკეთოთ? ფინანსური ექსპერტები გირჩევენ ფინანსური საკითხები ერთად განიხილოთ. აუცილებელია პრიორიტეტების დასახვა: თქვენი ოჯახი ფულს დააგროვებს თუ ინვესტირებას აირჩევს? მომავალ წელს მოგზაურობას აპირებთ თუ რემონტის გაკეთებას? ამ და სხვა  კითხვებზე პასუხი თქვენ ფინანსურ პრობლემებს გადაგიჭრით.

5. პარტნიორის ჩვევები ნერვებს გიშლით


ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მეორე ნახევრის ზოგიერთი ჩვევა შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს ბევრ წყვილს ემართება და იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული დასრულდა. გასაოცარია, რომ ის ჩვევები, რაც ადრე ძალიან მოგწონდა, ახლა თქვენს გაღიზიანებას იწვევს. სპორტის მიმართ სიყვარული, კითხვით გართობა, მეგობრებში პოპულარულობა – ეს და ბევრი სხვა რამ ამ ყველაზე მეტად გამაღიზიანებელ სიაში მოხვდა.

რა გავაკეთოთ? შეეგუეთ. სერიოზულად. საკუთარ თავს ხშირად შეახსენეთ, რომ საყვარელი ჩვევებს მას უფრო მიმზიდველს ხდის: ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ სწორედ ამის გამო შეგიყვარდათ ადამიანი. თუ წვრილმანების გამო ხშირად იშლით ნერვებს, უფრო მეტი დრო სამსახურს და მეგობრებს დაუთმეთ, რომ მეორე ნახევარი მოგენატროთ.

6. მნიშვნელოვანი თარიღები გავიწყდებათ


პარტნიორის გულმავიწყობამ შეიძლება ბევრი მტკივნეული წუთი მოიტანოს: ხშირად ამას პირად შეურაცხყოფად ღებულობენ. როგორ დაივიწყა ქორწინების თარიღი, საყვარელი ბებიის დაბადების დღე ან პირველი კოცნის ზუსტი დრო? აღმოჩნდა, რომ იდეალური ადამიანებიც კი ამ საკითხებს ივიწყებენ: შესაძლოა, ისინი ბევრს მუშაობენ ან ბოლო პერიოდში გაფანტულია. ხდება, რომ მეუღლისთვის ეს თარიღები მნიშვნელოვანი არაა და სამართლიანადაც ნაწილობრივ, რადგან ოჯახურ ცხოვრებაში მთავარია არა თარიღები, არამედ ურთიერთობა.

რა გავაკეთოთ? მეუღლეს მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები შეახსენეთ. ასე იმედგაცრუებას თავიდან აიცილებთ, პარტნიორი კი თავისი გულმავიწყობის გამო არ დაიტანჯება.

7. თქვენ მოიწყინეთ


ქორწინების პირველი წელი თაფლობის თვის გაგრძელებას ყოველთვის არ წარმოადგენს. მოლოდინის მიუხედავს, ყვავილები, რომანტიული საღამოები და სულიერი საუბრები ადრე თუ გვიან ქრება და მხოლოდ მოსაწყენი ერთობა რჩება. ხშირად გულგატეხილობა პარტნიორის მხრიდან დიდი მოლოდინით არის გამოწვეული, ხშირად კი ცხოვრებისეული გამოცდილების არ ქონის გამო. ბევრი წყვილი ამ ცვლილებას უმკლავდება.

რა გავაკეთოთ? დაქორწინებული ადამიანების პრიორიტეტები შეყვარებულის პრიორიტეტებისგან განსხვავდება: ახლა თქვენ საერთო ოჯახი, შემოსავალი, იპოთეკა და, შესაძლოა, ბავშვები გყავთ, ხოლო რომანტიული საღამოსთვის და სხვა რამეები წინასწარ უნდა შეათანხმოთ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ამაში უჩვეულო არაფერია: ოჯახური ცხოვრება გარკვეული გრაფიკის დაცვასთან არის დაკავშირებული და მოვალეობების განაწილებასთან. პაემანი, რომანტიული საღამო, კინოში წასვლა წინასწარ დაგეგმეთ და ოჯახური ცხოვრება თავის ხიბლს არ დაკარგავს.

8.  24/7 საათი ერთად ყოფნა მოსაბეზრებელია


არსებობს მოსაზრება, რომ ცოლ-ქმარმა თავისუფალი დრო ერთად უნდა გაატაროს, რადგან ეს ურთიერთობას აძლიერებს და საერთო ინტერესებზე გავლენას მოახდენს. თუმცა ზოგიერთ წყვილს მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაღიზიანება უგროვდებათ.

რა გავაკეთოთ? ყოველ წყვილს თავისი გართობის საშუალება აქვს, რომელიც სხვა ადამიანისთვის საინტერესოა რაა. საშიში არაფერია, თუ თავისუფალ დროს ცალ-ცალკე გაატარებთ. ეს ურთიერთობას გაამყარებს.

9. ცუდი მეგობრები


ქორწინების შემდეგ არა მხოლოდ ახალ ნათესავებს, არამედ ახალ მეგობრებსაც იძენთ, ხშირად მეუღლის ან ცოლის მეგობრები სახლში არასასურველი სტუმრები არიან. ახალდაქორწინებულებს მიაჩნიათ, რომ ოჯახის ცხოვრებაში მეგობრები ძალიან დიდ ადგილს იკავებენ და პარტნიორებზე ცუდ გავლენას ახდენენ.

რა გავაკეთოთ? მეორე ნახევარს საუკეთესო მეგობრის, რომელიც “თქვენ” არ ხართ, ყოლის უფლება მიეცით. შეიძლება ამის მიღება გაგიჭირდეთ, მაგრამ მისთვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ნამდვილად საინტერესოა. მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეფრი გრეიფი დარწმუნებულია: მეგობრები ოჯახის შიგნით ურთიერთობისთვის აუცილებელია, ამასთან არა მხოლოდ საერთო, არამედ ის “ძველი-ტკბილი“, რომელსაც პარტნიორი წლებია იცნობს.

თქვენთვის უსიამოვნო მეგობრის პირადი თვისებები არ გააკრიტიკო – გააკრიტიკეთ ქცევა. ეცადეთ მათთან დამეგობრდეთ ან ურთიერთობის შეცვლა: გახსოვდეთ, პირველი შთაბეჭდილება ხშირად შეცდომაა. და მეუღლეს მეგობრის ყოლის უფლება მიეცით, ბოლომდე მაინც ვერ გააკონტროლებთ.

10. დღის სხვადასხვა რეჟიმი გაქვთ


ХХ ს-ის 70-იან წლებში მეცნიერები ძილის რეჟიმებში გაერკვნენ და დაადგინეს, რომ არსებობენ ე.წ. ტოროლები, რომლებიც დილით გაღვიძებისთანავე თავს მხნედ გრძნობენ, და ბუები, რომლებიც უფრო მეტ აქტიურობას საღამოობით იჩენენ. რა უნდა გავაკეთოთ თუ ტოროლა და ბუ დაქორწინდა? ასეთი კავშირი შეიძლება არაკომფორტული იყოს და ჯანმრთელობისთვის საზიანოც.

რა გავაკეთოთ? სინამდვილეში სხვადასხვა ბიოლოგიური რიტმი ბედნიერ ქორწინებას ხელს ვერ უშლის, ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც კომპრომისზე წასვლა შეუძლია. მაგ., სანამ მეუღლეს სძინავს, შეგიძლიათ ბევრი ამოცანა შეასრულოთ, რომლებიც ოჯახს სარგებელს მოუტანს.

11. სახლის საქმეები ახლა მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს


მიუხედავად იმისა, რომ XXI ს-ში ვცხოვრობთ, ოჯახურ წყვილებს შორის სქესობრივი გზით ოჯახური მოვალეობები განაწილება მაინც ხდება: ქალებს სახლის საქმეები, მამაკაცებს კი ოჯახის რჩენა. ასეთი მდგომარეობა განაწყენებას და უთანხმოებას გამოიწვევს.

რა გავაკეთოთ? სახლის საქმეებთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ ქორწინებამდე განიხილეთ. სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი მაქსიმალურად გამოიყენეთ: ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი ან პურის საცხობი შეიძლება ბევრი დროის ეკონომია გაგიკეთოთ. ამას თუ კომუნალური ხარჯების ავტომატურ გადახდას დავუმატებთ, ჩხუბი, თუ ვინ გადაიხდის კომუნალურ ხარჯებს, დღის წესრიგიდან ამოვარდება. თანამედროვე ოჯახის საბედნიეროდ, ადრინდელი განაწილება ახლა გავლენას კარგავს.

12. წვრილმანებზე კამათობთ


ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ წყვილის ცხოვრებაში დგება კრიზისი – მომენტი, როცა წყვილის მიმართ უკმაყოფილება მწვერვალს აღწევს. თუმცა კრიზისსაც თავისი ხიბლი აქვს: ეს ურთიერთობის განახლების და ახალ დონეზე გადასვლის შესაძლებლობაა. თქვენი წყნარი და უკონფლიქტო პარტნიორი ყველა წვრილმანზე ჩხუბობს. იმედი უნდა გაგიცრუოთ: თქვენი ქცევაც ალბათ იდეალურიდან შორს არის.

რა გავაკეთოთ? პარტნიორის შეცვლას ნუ ეცდებით. მსგავსი მცდელობა მხოლოდ კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს. ამის ნაცვლად აუცილებელია მისი პოზიციის შესწავლა. სამწუხაროდ, ახლო ადამიანებს ნამდვილად შეუძლია გული გატკინოთ, რადგან ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცით. სწორედ ამიტომ მოთმინება და პატივისცემა – ყველაზე მთავარია, როცა ოჯახი კრიზისშია.

13. ის სხვებს უყურებს


თქვენ პარტნიორს სხვის მიმართ ორაზროვანი ინტერესი გაუჩნდა. არსებობს თუ არა კარგი სკანდალის მიზეზი თუ ქცევა შეუმჩნეველი უნდა იყოს? ერთმნიშვნელოვნად პასუხი არ არსებობს: ზოგი ირწმუნება, რომ შემთხვევითი გახედვის გამო ნერვიულობა იმის პრობლემაა, ვინც ნერვიულობს, სხვები ირწმუნებიან, რომ ეს ურთიერთობაში მოახლოებული კრიზისის ნიშნებია. მამაკაცებს სხვა აზრი აქვთ: ისინი ამაში არაფერს ცუდს არ ხედავენ და ირწმუნებიან, რომ ცოლის ღალატის სურვილთან ამას არაფერი აქვს საერთო.

რა გავაკეთოთ? არ გაჩუმდეთ – პარტნიორს თქვენი უკმაყოფილების შესახებ უამბეთ. შესაძლოა, ის ნამდვილად ცუდს არაფერს ფიქრობს და საქმე თქვენს ფიქრებშია.

თქვენ ეთანხმებით ამ სიას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს