ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბებია ამბობდა, რომ საუკეთესო წამალი ბალახეულია, რომელიც საკუთარი ხელით მოგყავს. საუკუნეების მანძილზე ამზადებდნენ ნაყენს, ნახარშს, მალამოებსა და სხვა საშუალებებს ბალახებისგან, რომლებიც ავადმყოფის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ცნობილი ირანელი მკურნალი ავიცენა თვლიდა, რომ ნამდვილ ექიმს სამი იარაღი უნდა ჰქონდეს: სიტყვა, მცენარე და დანა. აზიაში ბალახეულით მკურნალობა დღემდე პოპულარულია და სამედიცინო პრეპარატების თანასწორად მიიჩნევენ.
ბალახეულის სარგებელი
დღეს ჩვენ გაგაცნობთ სასარგებლო ბალახებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ეს 6 მცენარე წამლებზე უკეთ კურნავს!
1. პიტნა
ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ პიტნა ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მას დღეგრძელობის ბალახს უწოდებდნენ. ამ მცენარის ძირითადი სარგებელი დამყარებულია მის ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და სპაზმოლიტურ თვისებებზე.
პიტნა აახლებს, აღადგენს ძალებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. პიტნის არომატული ჩაი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, გეხმარებათ მოდუნებაში, გათავისუფლებთ დეპრესიისა და უძილობისგან. მისი მიღება რეკომენდებულია გაციების დროს, იგი ამარტივებს სუნთქვას, ეფექტურია შაკიკის დროს.
2. ოროვანდი
ეს ძალიან სასარგებლო მცენარეა, თუმცა მისი განსაკუთრებული ორგანო ფესვებია. ოროვანდის ფესვებისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება რევმატიზმის, პოდაგრის, ოსტეოქონდროზის, კუჭის წყლულის, ქრონიკული ართრიტისა და კანის სხვადასხვა დაავადების(გამონაყარი, შავი წერტილები) სამკურნალოდ. ასევე, ამ გასაოცარ ნაყენს ჰეპატიტის განკურნებაც შეუძლია 2-3თვიანი მკურნალობის კურსით. დაუჯერებელია, არა?
3. რეჰანი
რეჰანის ფოთლების ნახარში შესანიშნავად უმკლავდება ყელისა და ბრონქების ტკივილს, გამოიყენება როგორც სიცხისდამწევი საშუალება, აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას. რეჰანი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან მას პოტენციის ამაღლება შეუძლია.
მცენარე შეიცავს А, С, В2, РР ვიტამინებს, შაქარს, კაროტინსა და ფიტონციდებს. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების გაჩენას.
4. ქინძი
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ზრდის მადას, გამოიყენება გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. ქინძის თესლი აუმჯობესებს სახამებლიანი საკვებისა და ბოლქვების ათვისებას.
ეს სანელებელი გამოიყენება მუცლის ტკივილისა და მეტეორიზმის მოსახსნელად. მისგან დამზადებული სასმელი(2 ჩ.კ. თესლი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) კარგი საშუალებაა გულძმარვის დროს. ქინძი, ასევე, შესანიშნავი დამხმარეა მათთვის, ვისაც ჭარბი წონის დაკლება სურს.
5. როზმარინი
ბალახი ნემსისებრი ფოთლებითა და ვარდისფერი, ცისფერი ან იისფერი ყვავილებით, რომელიც მოდის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე და გამოიყენება სუპებისა და სოუსის შესანელებლად, საუკუნეების მანძილზე გამოიყენება დაავადებების სამკურნალოდ. უნდა ითქვას, რომ ჩვენი წინაპრები არ ცდებოდნენ, როცა ამ ბალახის სამკურნალო თვისებების იმედად ცხოვრობდნენ.
როზმარინი აუმჯობესებს მეხსიერებას. დღეს მეცნიერები თვლიან, რომ ამ მცენარეს ადამიანის დაცვა შეუძლია ალცჰაიმერის დაავადებისგან და ისეთი ასაკობრივი ცვლილებებისგან, რომლებიც გონებრივი ცხოველქმედების გაუარესებასთანაა დაკავშირებული.
6. გვირილა
ჩვენი ბებიები წარმატებით გამოიყენებდნენ გვირილას, როგორც ანტისეპტიკურ, მსუბუქ სპაზმოლიტურ, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებად. კარგია გვირილის ნაყენი ან ნახარში კუჭის სპაზმების, მეტეორიზმის, მენსტრუალური ტკივილების დროს.
გარეგანად გვირილად დასაბანად და სავლებად იყენებენ.
დაიმახსოვრეთ, რომ ბალახებით მკურნალობა არ შეიძლება დაუფიქრებლად. აუცილებელია, დოზირების ყურადღებით განსაზღვრა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობის გარჩევა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!